მეგობრობა და სიყვარული

მეგობრობა და სიყვარული

კითხვა N996723 28 პასუხი გამარჯობათ.. რეალურად მაინტერესებს თქვენი აზრი რას ფიქრობთ ამას აქ იმიტომ ვწერ, რომ მინდა სრულიად უცხო ადამიანების აზრი გავიგო. მოკლედ ჩემი კურსელი გოგო მომწონდა რამოდენიმე თვე და ერთ თვეზე მეტია რაც ვუთხარი რომ მომწონს და თვითონაც ხვდებოდა ამ ყველაფერს. ყოველთვის გამოვხატავდი მის მიმართ კარგ დამოკიდებულებას და გამოვარჩევდი სხვებისგან . ეს კი ყველაფერში გამოიხატებოდა ყურადღებაში საჩუქრებში თუ საუბარში. ეს გოგო სხვა თავის მეგობრსაც უყვარდა და მოკლედ იმ ბიჭმა დამასწრო თქმა მაგრამ ეს ძაან ეწყინდა და პირველი მე მითხრა რომ მეგობარმა სიყვარული ამიხსნაო და ძალიან ცუდად ვარო , მე როდესაც ადამიანს მეგობარს ვეძახი მასთან არშემიძლია სხვანაირად ყოფნაო და ვეღარ ვემეგობრებიო და ასე შემდეგ ერთი სიტყვით მახვედრებდა იმას რომ არაფერი არმეთქვა მისთვის თორემ ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა. მაგრამ როდესაც მე ეს ვუთხარი მომწონხარ თქო რათქმაუნდა მითხრა მე შენს გვერდით თავი არ წარმომიდგენიაო მაგრამ შენი დაკარგვა არმინდაო იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ როგორც ადამიანიო. რამდენჯერაც ჩავაცივდი ამ საკითხე ცივ უარზეა რომ ერთად ვიყოთ და სხვებთანაც იგივეს ამბობს.თითქმის ყოველდღე ერთად ვართ და ერთი თვე ვაიგნორებდი მეთქი შენთან არანაირი ურთირერთობა აღარ მინდა თქო მაგრამ ამაზე შენიშვნა მივიღე რომ არაასწორი საქციელი იყყო ჩემი მხრიდან იგნორი და არმოსწონდა ეს. ბოლოს ისევ ისე დავიწყე მასთან ურთიერთობა როგორც აქამდე ვიყავით მაგრამ იცის რომ ამ თემას არვივიწყებ ერთი სიტყვით ის მემეგობრება მე მომწონს და ვართ ესე უშუალო უერთიერთობა გვაქვს მაგრამ ცივ უარზეა ჯერჯერობით მაინც რომ არაფერი არიქნება ჩვენ შორის გამორიცხულიაო. თან მისი ოჯახის წევრები კარგად მიცნობენ და სახლშიც მიღებული ტიპივარ :D . თან ისაც მითხრა, რომ ურთიერთობა გავაციე მას შემდეგ რაც მივხვდი რომ მოგწონდიო არადა ასე არიყო ეს ვუთხარი კიდეც და თვითონაც კარგად იცის ყველაფერი შენახული მაქვს მესიჯები და ასე შემდეგ. მართლა მაინტერესებს ესეთი ურთიერთობა ცოტა დაუჯერებელია მაგრამ რამე აზრი თუ აქვს მართლა ამ ყველაფერს.