ძალიან მჭირდება თქვენი აზრის გაგება

ძალიან მჭირდება თქვენი აზრის გაგება

კითხვა N989509 6 პასუხი მოკლედ მე და ჩემი შეყვარებული ერთად ვართ მარტიდან, ზაფხულში 1 თვიანი ამოვარდნა გვქონდა მაგრამ აგვისტოდან სერიოზული ურთიერთობა გვაქვს, მიყვარს, მაგრამ ძალიან ბევრ ცუდ რამეს ვამჩნევ ამ ბოლო დროს, მაგალითად უკვე კარგახანია თვითონ არ მეუბნება რომ ვუყვარვარ, შეიძლება 2-3 დღე ისე გავიდეს რო არც მომწეროს, რომ ვხედავ ძაან თბილად მექცევა მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ მარტო სექსი უნდა ჩემგან, მომავალ გეგმებზე საერთოდ არ ვლაპარაკობთ, არც გრძნობებზე არ ვლაპარაკობთ, უბრალოდ თავს არიდებს ამ თემებს. აიი სექსზე სულ ვსაუბრობთ, რატო ვარ დღემდე ქალიშვილი და რატო არ მაქვს მასთან სექსი. 20 წლის ვარ და მზად ვარ ურთიერთობის შემდეგ ეტაპზე გადავიდე მაგრამ მგონია რომ ეს ადამიანი მიყენებს და არ მინდა ჩემი პირველი შთაბეჭდილება ასეთ ბიჭს უკავშირდებოოდეს, თან მეგობრები მეუბნებიან საქართველოში ხარო, ეს თუ არ მოგიყვანს ცოლად მასთან ნუ დაწვები თორე ვეღარ გათხოვდები, ვერც ნორმალური შეყვარებული გეყოება და ცხოვრებასაც დაინგრევო, ამიტომ საერთოდ ნუ ფიქრობ სექსზე სანამ არ გეცოდინება რომ დაოჯახდებითო... მირჩიეთ რა რა ვქნა ? ჯერ არ მინდა გათხოვება და ახლა როგორ უნდა განვსაზღვრო 5-6 წლის მერე ამას გავყვები თუ სხვარ ???? დამეხმარეთ რაა :(((