როგორ გამოვიმუშაოთ რეალური ფული კრიპტოვალუტების საშუალებით

როგორ გამოვიმუშაოთ რეალური ფული კრიპტოვალუტების საშუალებით

კითხვა N999523 2 პასუხი კრიპტოვალუტებში ინვესტიცია და მათი საშუალებებით თანხის გამომუშავება: ძირითადი ოთხი მეთოდი 1) მაინინგი - ერთერთი ყველაზე მომგებიანი და სტაბილური შემოსავლის წყაროა, მინუსი რაც აქვს ის არის რომ დასაწყებად დიდი თანხაა საჭირო და გამოცდილებას და ცოდნას მოითხოვს, ასევე რისკ ფაქტორად გასათვალისწინებელია ვალუტის ფასის ვარდნა ან გამომუშავების სირთულის გაზრდა. 2) ყიდვა შენახვა, დღითიდღე მეტი ორგანიზაცია და კომპანია ინტერესდება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით, ხდება უფრო ფართო მასების მიერ აღიარება, იზრდება მოთხოვნა რაც ფასს ზრდის და ახალ რეკორდებს ამყარებს. დღეს ნაყიდი ვალუტა შეიძლება გამორმაგდეს გასამმაგდეს და გაათმაგდეს კიდეც მომდევნო წლებში. აქაც მოგების მოსატანად საკმაოდ დიდი თანხის ინვესტირებაა საჭირო და ლოდინის დიდი დრო. 3) ვაჭრობა, რადგან კრიპტოვალუტები ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ახალი ხილია და საკმაოდ დიდი რყევები ახასიათებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობა საკმაოდ მომგებიანია სხვა ოფიციალურ ვალუტებთან თუ აქციებთან შედარებით. უარყოფითი ის არის რომ მოითხოვს დიდ დროს, ხანდახან ღამეების თენებასაც სასურველი ფასის დასაჭერად, გამოცდილებასაც დიდს მოითხოვს, დამწყებთათვის რეკომენდირებული არ არის. ერთ დღეში შესაძლოა თანხის გაორმაგება და ასევე სრულად დაკარგვაც. 4) რაზეც მინდა ყურადღების გამახვილება, რადგან შედარებით ნაკლებადაა ცნობილი და ნაკლები თანხით და დროის რესურსით მიიღწევა არის ე.წ. მანი ლენდინგი, რაც გულისხმობს კრიპტოვალუტის გარკვეული პერიოდით განთავსებას ლენდინგის პროვაიდერ კომპანიაში, რის შედეგადაც კომპანია ყოველდღიურად გირიცხავთ სარგებლის პროცენტს. განვიხილოთ კონკრეტული კომპანიის მაგალითზე. ყველაზე მსხვილი და სანდო კომპანიაა Bitconnect.co რომელიც 2016 წლიდან ფუნქციონირებს, ის წარმოადგენს კრიპტოვალუტას როგორც ბიტკოინი, მსხვილი ბაზრის კაპიტალიზაციით მოწინავე პოზიციაზე იმყოფება კრიპტოვალუტებში. თავიანთი პლასტიკური ბარათის გამოშვებასაც აპირებენ https://bccpay.co. ამ კრიპტოვალუტით ფულის გამომუშავება შეიძლება ზემოთ ხსენებული მეთოდებითაც, როგორც მაინინგით მოპოვება, ვაჭრობით და შენახვით. ლენდინგით ფულის გამომუშავება ყველაზე მარტივია ე.წ პასიური შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს. თუმცა ამ მეთოდსაც რათქმაუნდა თან ახლავს რისკ ფაქტორები რასაც ორაზროვანი დამოკიდებულება ახლავს ინვესტორების მხიდან, თუმცა საკმაოდ მდგრად და მომგებიან ფინანსურ მოდელზეა დაფუძნებული. კარგი ის არის რომ არ გპირდებათ ფიქსირებულ გარანტირებულ თანხას ყოველდღიურად, როგორც ე.წ ჰაიპ და პირამიდა საიტები გპირდებიან და არაფერით არ არის გამყარებული მათი კომპანიის ფინანსური მოდელი. ბიტკონექტის მიერ ყოველდღიურად დარიცხული პროცენტი მერყეობს 1% ის ფარგლებში, ( https://bitconnect.co/learning-center/bitco...tility-software აქ შეგიძლიათ ნახოთ წინა პერიოდის პროცენტები) კომპანია ჩადებული თანხით ვაჭრობს ბიტკოინით და დამოკიდებულია კონრეკულ დღეს ვაჭობით გამომუშავებულ თანხის ოდენობაზე. ზოგ დღეს პროცენტი შეიძლება 0-ის ტოლიც იყოს. კომპანია ასევე ჭკვიანურად იყენებს ბიტკოინის ვალუტას, საიტზე ინვესტიციის ჩასადებად საჭიროა ბიტკოინის ჩარიცხვა რითიც ახდენთ ბიტქონეკტის შეძენას და შემდეგ ლენდინგში ჩადებას, რაც ასევე ზრდის თავიანთ ვალუტაზე მოთხოვნას და მათი ვალუტის ფასიც იზრდება, ასევე იღებს ვალუტის გაცვლის საკომისიოს. ყოველდღიურად გამომუშავებული თანხა გერიცხებათ დოლარში და გატანისას ისევ გადახურდავება გიწევთ ბიტქონეკტში შემდეგ ბიტკოინში და ბიტკოინი გაგაქვთ. რეალურად ბიტკონექტის ფასის ზრდის პირობებში გამოდის რომ დებთ მეტ ბიტკონექტს საიტზე, და კომპანია გიბრუნებთ ნაკლებ ბიტკონექტს, რადგან ინვესტიციის განხორციელების დროს მას დაბალი კურსი ჰქონდა დოლართან მიმართებაში, გატანისას კი იგივე თანხის დოლარით ნაკლები ბიტკონექტი მოგდით, ამის გათვთალისწინებით კომპანიას კრიპტოვალუტის საკმაოდ დიდი რესურსი რჩება რითაც ბაზარზე კურსზე გავლენის მოხდენა შეუძლია. თქვენთვის კი ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მოგება დოლარში გიჯდებათ ყოველდღიურად და უბრალოდ კონვერტაციისას გაკლდებათ საკომისიო, ასევე არ გეხებათ კურსის ვარდნის რისკი, თუ გაიაფდა ვალუტა თქვენ მაინც დოლარში გერიცხებათ ფული. სანამ ბიტქოინი იარსებებს ბითქონექთის ფინანსურ მოდელს საფრთხე არ უნდა დაემოქროს რადგან ფაქტობრივად მასზეა მიბმული. საიტზე ფულის ჩასადებად მინიმალური თანხა 100 დოლარს შეადგენს, ყოველი 10 დოლარის გამომუშავების შემდგომ შეგიძლიათ თანხას გაუკეთოთ რეინვესტი შეაბრუნოთ საიტზე და ყოველდღიური პროცენტი უკვე გაზრდილ თანხას დაერიცხება ან შეგიძლიათ გამომუშავებული თანხა სრულად გაიტანოთ. მე ათასი ვიდეოს და ინფორმაციის ნახვის შემდგომ პატარა ინვესტიციით 100 დოლარით დავიწყე ნოემბრის დასაწყისში და 30 დოლარამდე გამოვიმუშავე 1 თვის განმავლობაში. თქვენც გირჩევთ გაითვალისწინოთ გონივრული რისკები, კარგად შეისწავლოთ კრიპროვალუტები და შემდგომ განახორციელოთ/გაზარდოთ ინვესტიციები. მეტად დაინტერესების შემთხვევაში უფრო დეტალურად აგიხსნით ბიტკოინის ყიდვას, ინვესტიციის განხორციელების პროცედურებს, კალკულაციებს, სტრატეგიებს და ა.შ. ჩემი ლინკით თუ დარეგისტრირდებით კიდევ უფრო კარგი იქნება :) https://goo.gl/NCwnsu დღესდღეობით 1000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს, მათ შესახებ ტრენდებისა და ინფორმაციისთვის კრიპტოვალუტების ბაზარს გადახედეთ https://coinmarketcap.com ზოგადად ლენდინგი იქნება თუ სხვა ბლოკჩეინ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული ინვესტიცია, მომავლის თემაა და გირჩევთ ფეხი აუწყოთ ნელნელა ახალ ფინანსურ რევოლუციას, წარმატებები ყველას :)