ანეკდოტზე გამახსენდა!

ანეკდოტზე გამახსენდა!

კითხვა N958524 2 პასუხი ბავშვი ეკითხება მასწავლებელს, მასწავლებელო ბეგემოტები თუ დაფრინავენო, მასწავლებელი შეშფოთდა რას ლაპარაკობ ბეგემოტის ფრენა სად გაგონილაო, ბავშვი ეუბნება გუშინ რაიკომის მდივანმა თქვა დაფრინავენო, მასწავლებელი პასუხობს არაააააა მთლად ხოხობივით ვერ დაფრინავს მარა ცოტ-ცოტას ახერხებსო. ---------------------- დედა ქალიშვილს ეუბნება: – შვილო‚ პაემანზე პირველად მიდიხარ‚ უნდა ბრწყინავდე‚ თავიდან ბოლომდე მშვენიერი უნდა იყო – ლამაზი თმა‚ ეფექტური კოსმეტიკა‚ მიმზიდველი ტანსაცმელი‚ საცვლები... – დედა! პაემანზე პირველად მივდივარ‚ საცვლები რა შუაშია? – ეჰ‚ შვილო‚ შენს ასაკში ასეთი პესიმისტი ნამდვილად არ ვიყავი... – ამოიოხრა დედამ. _______________________ ჭიჭიკია თავის შეფთან ერთად სანადიროდ წავიდა. არაფერი გამოუვიდათ. შეფი უკმაყოფილოა და გაბრაზებული ეუბნება ჭიჭიკიას: – მიდი‚ კურდღელი მაინც მოკალი და მოხარშე! – კურდღელი საიდანღა მოვიყვანო? – არ ვიცი‚ საიდანაც გინდა! მე ცოტას წავთვლემ და რომ გავიღვიძებ‚ მოხარშული იყოს. ჩრდილში მძინარე შეფს ხორცის სუნმა შეუღიტინა და გახარებულმა წამოწია თავი. – აი‚ ყოჩაღ! აკი ვერაო?! – რა ვიცი‚ მოვინდომე... ავიღე თოფი და გავწიე საძებნელად‚ ვხედავ‚ კურდღელია‚ ბახ!!! დაკნავლებაც ვერ მოასწრო‚ აპა?! !!!