ვინმემ თუ იცით ამ ტექსტზე სიმღეას ვინ ასრულებს
ვინმემ თუ იცით ამ ტექსტზე სიმღეას ვინ ასრულებს
კითხვა N989181
1 პასუხი
წლებმა დღეები წუთებად შესვეს,
ახლაც ბავშვივით ვსწავლობ სიარულს,
დავდივარ, ვეძებ დაკარგულ ლექსებს,
გამქრალ ღიმილს და იაფ სიხარულს.
გაძარცვულ ხეთა სიჩუმით ვთვრები,
დრო მიდის ისე, სიტყვაც არ უთქვამს,
ცად აქნეული არწივის ფრთები,
წარბებაწეულს მაგონებს უფალს.
(მე ვიცი, შენში სიტყვა მაკავებს)
და სანთელივით თვალდათვალ ვდნები,
ლოცვა ამოსდებს ამ სულს სადავეს,
დააცხრობს წუთებს ნაწამებს ვნებით.
ხმელ ფოთლებს წვავენ, -- ნოემბრის თრიაქს,
რჩება ფიქრები, სიტყვებს მოვეშვი,
ცაში დახატულ წეროებს მიაქვთ,
ეს წელიწადიც სადღაც შორეთში.
ბედს ვეურჩებით და სანამდე ვართ,
ასჯერ ნათელი უგზოო გზებით,
ჩვენ, საბრალონი, ჩუმად დავდივართ
და ნატვრისთვალის ძებნაში ვკვდებით.
ქვიშის საათებს ფიფქები სცვივა,
თავისნათქვამა დრო მოარჯულებს
სურვილებს... მერე უღმერთოდ სცივა.
თვეები ჰგვანან ნაფიც მსაჯულებ.