პრაქტიკული რჩევები- მერავი ესე ეწერა :D?

პრაქტიკული რჩევები- მერავი ესე ეწერა :D?

კითხვა N536136 0 პასუხი საუკეთესო იარაღი თავდაცვისთვის არასოდეს გაუკეთოთ ადამიანებს, ის რასაც თავად არ უსურვებთ საკუთარ თავს. ცხოვრებაში ყველაფერი ბალანსს ექვემდებარება და კომპენსირებადია. ამიტომ ნებისმიერი ცუდი ან კარგი საქციელისთვის ადრე თუ გვიან მოგიწევთ პასუხი აგოთ. ერთმა კაცმა ლამაზი სახლი იყიდა დიდი ხეხილიანი ბღით რომელსაც ძალიან უვლიდა და ალამაზებდა. გვერდით შურიანი მეზობლები სახლობდნენ, ამიტომ ამ კაცის ლამაზი, უშფოთველი ცხოვრება ძალიან აღიზიანებდათ. ერთ დღესაც გადაწყვიტეს, იგი კონფლიქტში აეყოლიებინათ, აავსეს კალათი ნაგვით და სახლის წინ დაუდეს. კაცი გამოვიდა სახლიდან, ნახა მეზობლების "საჩუქარი", აიღო კალათი, ნაგავი გადაყარა, კალათი გამოასუფთავა, დაკრიფა ყველაზე ტკბილი, გემრიელი ხილი რომელიც მისი ბაღის ხეებს ესხა და მეზობლებს მოუკითხა საპასუხო საჩუქრად. გაოცებულმა მეზობლებმა კითხეს "კი, მაგრამ ჩვენ ხომ ამ კალათით ნაგავი მოგიტანეთ. რატომ არ გვეჩხუბე?" , კაცმა კი მშვიდად უპასუხა "ვინც რითია მდიდარი, იმას გასცემსო". დასკვნის გაკეთება თქვენთვის მომინდვია. ალბათ მიხვდით, რაზე ვსაუბრობდი ზემოთ.