answers.ge საიტი სადაც არ არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვა

answers.ge საიტი სადაც არ არსებობდა პასუხგაუცემელი კითხვა

კითხვა N997593 8 პასუხი ინტერნეტში რაღაც ინფორმაციას ვეძებდი და ვერ ვიპოვე გამახსენდა ეს საიტი და როგორც ბოლო შემოსვლისას ეხლაც იგივე სიტუაციაა. რა აზრი აქ კითხვა დავსვა როცა წინა კითხვებს არავინ სცემს პასუხს, ალბათ ისეთი ხალხი შემოდის ვინამაც ეხლა გაიგო ეს საიტი და მხოლოდ კითხვებს წერს იმის იმედად რომ ვინმე გამოეხმაურება. ადრეც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ დიდი შეცდომა დაუშვა ამ საიტის ადმინისტრაციამ და ეხლაც უშვებს... იყო დრო მართლა შემოდიოდა აქ ხალხი ბევრს ვხუმრობდით მაგრამ ბევრსაც ვეხმარებოდით ცოდნას ვუზიარებდით ერთმანეთს ეხლა კი... ))) გული მწყდება რომ შეიძლება ისევ ისე იყოს და ადმინისტრაცია არაფერს აკეთებს ამისთვის. იმედია რომელიმე მოდერატორი წაიკითხავს და ცოტათი მაინც დაფიქრდება ამაზე P.s რაც შეეხება კითხვას არამგონია იმ 2-3 კაცმა იცოდეს ან თავი შეიწუხოს მოძებნით.