• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

საინვესტიციო დავების გადაწყვეტის მექანიზმები

სახელმწიფო-ინვესტორს შორის დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი გახდა არბიტრაჟი და ეს გამოწვეული არ არის მხოლოდ ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებების რიცხვის ზრდით. სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის შესახებ საერთაშორისო კონვენცით (ICSID-ის კონვენცია) დაარსდა არბიტრაჟის ყველაზე ფართოდ გამოყენებად ინსტიტუტი.
7 თვის წინ 146 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • ICSID-ის გადაწყვეტილების საბოლოობა

    ICSID-ის კონვენციის მიხედვით დაახლოებით 140 ხელმომწერი სახელმწიფო შეთანხმდა, რომ უცხოელ ინვესტორთან დავებს გადაწყვეტდნენ კონვენციის საფუძველზე შექმნილ სავალდებულო ძალის მქონე არბიტრაჟში. ბევრმა სახელმწიფომ დავის ამგვარ გადაწყვეტაზე თანხმობა გამოხარა ორმხრივ საინვესტიციო ხელშეკრულებაში ან უცხოური ინვესტიციის მარეგულირებელ სხვა კანონმდებლობაში.
    ICSID-ის ერთ-ერთი კომენტატორის სიტყვებით საერთაშორისო საზოგადოებამ დაუშვა, რომ ICSID-ის კონვენციის მიხედვით გადაწყვეტილებები არის აღსრულებადი ხელმომწერი სახელმწიფოების წინააღმდეგობის გარეშე. (Albert Jan van den Berg,
    Some Recent Problems in the Practice of Enforcement under the New York and ICSID Conventions, 2 ICSID Rev. 439 (1987))
    0
    0
    დამატებული კომენტარები
    ICSID-ის კონვენციის 54-ე მუხლის მეორე ნაწილი აღწერს იმ პროცედურას, რომელიც მხარემ უნდა გაიაროს ხელმომწერი სახელმწიფოს ტერიტორიაზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად, რათა დააკმაყოფილოს ამავე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები.
    ICSID-ის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით მთავარ პრობლემას არ წარმოადგენს ის საკითხი მოხდება თუ არა მისი ცნობა, ან არის თუ არა გადაწყვეტილება აღსრულებადი. ხელმომწერი სახელმწიფოები აანალიზებენ, რომ ICSID-ის კონვენციის 54-ე მუხლი აკისრებს მათ ვალდებულებას ცნონ გადაწყვეტილება. პრობლემას წარმოადგენს ის, რომ მხოლოდ ცნობა არ არის საკმარისი. მიუხევად იმისა, რომ ICSID-ის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების პროცედურა რამდენადაც შესაძლებელია მარტივი და ეფექტურია, გადაწყვეტილების ცნობის შემდეგ გამარჯვებული მხარე არის მხოლოდ აღსრულების უფლების მესაკუთრე, განსაკუთრებით როდესაც დამარცხებული მხარე არის სახელმწიფო. მაშინ როდესაც ინვესტორის ან მისი აქტივების წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ აღსრულდეს, სიტუაცია განსხვავებულია, როდესაც გადაწყვეტილება გამოტანილია სახელმწიფოს წინააღმდეგ.
    ამგვარი განსხვავების მიზეზი არის ის, რომ ICSID-ის კონვენცია არ ცვლის ან აუქმებს სახელმწიფოს იმუნიტეტთან დაკავშირებულ ნორმებს, იმ შემთხვევაში თუ იგი არ ასრულებს ICSID-ის გადაწყვეტილებას. (George Delaume, ICSID Arbitration, in CONTEMPORARY PROBLEMS IN INTERNATIONAL ARBITRATION 23-4 1987). აღსრულების ღონისძიების ეფექტურობა დაკავშრებულია იმ ქვეყნის იმუნიტეტთან დაკავშირებულ კანონმდებლობასთან, სადაც ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. ამდენად კონვენცის სახელმწიფოს ინტერესს ინვესტორის ინტერესზე მაღლა აყენებს, რაც ქმნის მხარეთა ანათანასწორობას ICSID-ში წარდგენილ დავებში.
    ავტორი: Nothing easy
  • კონვენციის დებულებების შემოწმება მოხდა 4 გადაწყვეტილებაში. პირველ საქმეში Benvenuti & Bonfant, იტალიურმა კომპანიამ პარიზის უმაღლესი ინსტანციის ტრიბუნალისგან მიიღო ზიანის ანაზღაურების უფლება კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წინააღმდეგ. (Benvenuti & Bonfant v. Republic of the Congo, Decision of Jan13, 1981 of the Tribunal de Grande Instance, Paris) ტრიბუნალმა გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობით, რომ მისი წინასწარი თანხმობის გარეშე აღსრულება არ განხორციელდებოდა საფრანგეთში არსებულ აქტივებზე. პარიზის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ეს პირობა იმ არგუმენტით, რომ ICSID-ის კონვენციის 54-ე მუხლი გვთავაზობს გამარტივებულ აღსრულების პროცედურას და ხელმომწერი სახელმწიფოებს სასამართლოებს არ შეუძლიათ ჩაერიონ აღსრულების პროცესში. (Benvenuti & Bonfant v. Republic of the Congo, Decision of June 26 1981 Court of Appeal, Paris)
    0
    0
    დამატებული კომენტარები
    ICSID-ის კონვენციის 54-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს, რომ „გადაწყვეტილების აღსრულება უნდა განხორციელდეს იმ ქვეყნის აღსრულებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საფუძველზე, რომლის ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება“. ეს წესი განმტკიცბულია 55-ე მულშიც, რომელიც ადგენს, რომ წინამდებარე კონვენციაში არაფერი შეიძლება განიმარტოს ისე, რომ განსხვავდებოდეს ხელმომწერ სახელმწიფოში მოქმედი კანონმდებლობისგან, რომელიც დაკავშირებულია აღსრულების წინააღმდეგ სახელმწიფოს იმუნიტეტთან.
    ავტორი: Nothing easy
    http://globalarbitrationreview.com/insight/the-european-middle-eastern-and-african-arbitration-review-2014/1036801/the-%E2%80%98automatic%E2%80%99-enforcement-of-icsid-awards-the-elephant-in-the-room
    ავტორი: Nothing easy
  • მეორე საქმე იყო ყაზახეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, დელავერული კომპანიის AIG Capital Partners-ის დავა. ლონდონის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული ორდერი უფლებას აძლევდა მოსარჩელეს, რომლის სასარგებლოდაც იქნებოდა მიღებული გადაწყვეტილება, დაერეგისტრირებინა არბიტრაჟის გადაწყვეტილება, როგორც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. AIG Capital Partners-მა მოიპოვა დროებითი გადაწყვეტილება ყაზახეთის ეროვნული ბანკის აქტივებსა და მესამე პირების ანგარიშებზე ყადაღის დადების შესახებ. (AIG Capital Partners v, Republic of Kazakhstan, Judgement of oct.20, 2005, High Court of Justice, Queen’s Bench Division) თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ სადავო აქტივები წარმოადგენდა ცენტრალური ბანკის საკუთრებას, ამიტომ 1978 წლის სახელმწიფოს იმუნიტეტის აქტის მიხედვით, როგორც ცენტრალური ბანკი არაკომერციული კომპანია სარგებლობდა იმუნიტეტით აღსრულების წინააღმდეგ. რაც შეეხება მესამე პირების აქტივებს, სასამართლომ დაადგინა, რომ ამგვარი ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ მოპასუხის აქტივების მიმართ, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენდა ყაზახეთის რესპუბლიკა.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
57 ქულა
42 ქულა
27 ქულა
19 ქულა
16 ქულა
14 ქულა
13 ქულა
12 ქულა
11 ქულა
ბოლოს დამატებული