• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ოთარაანთ ქვრივის დახასიათება?

ოთარაანთ ქვრივი დამიხასიათეთ რა
5 წლის წინ 16814 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • “ოცდაოთხი წლისა ძლივს იქნებოდა, როცა დაქვრივდა და ერთი წლის შვილი დარჩა. ის დღეა და ის დღე, ჩაიცვა ლურჯი შილის პერანგი, შავი კაბა, თავზედ შავი მანდილი მოიხვია და აი, ეს ოცი წელიწადია, მხიარული ფერი არ მიუკარებია ტანზედ. თუმცა ბევრი მთხოვნელიცა ჰყავდა, ბევრი ეხარბებოდა ოთარაანთ ქვრივის ოჯახში შესვლას, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არ გათხოვდა და არა. – აი, უწინამც დღე დაუბნელდეს ოთარაანთ ქვრივსა, მინამ მამინაცვალს სახლში დაუსვამდეს თავის პატარა გიორგისა”. ახლა ყური ნიკო ლორთქიფანიძეს დავუგდოთ: “ქართველი ქვრივი დედაკაცი თავსაფრიდან წუღებამდის… წინდაც კი შავი… ბევრი ეარშიყებოდა… შორიდან მაჭანკლებიც გაუგზავნეს. – როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!” ორივე ნაწყვეტში ქართველი ქვრივი ქალის “ზნეობრივი კოდექსია” ჩამოყალიბებული. “თავსაფრიანის” კრედო ერთი ფრაზითაა გადმოცემული – “როგორ ვუმტყუვნო ობლებს?!” ოთარაანთ ქვრივის მრწამსს ილია გმირის მონოლოგით წარმოაჩენს, თუმცა, ერთი და იგივეა ნათქვამი. ოთარაანთ ქვრივის, როგორც დედისა და აღმზრდელის, თავისებურებად უნდა ჩაითვალოს, რომ იგი თავის უსაზღვრო სიყვარულს შვილისადმი გარეგნულად არასოდეს ამჟღავნებს. არც სხვამ და არც თვით გიორგიმ არ იცის, რომ ქვრივი მზად არის მტლად დაედოს თავის პირმშოს. “შენი ვარ, შენთვის მოვკვდები, შენთვის დავიცემ დანასაო”, – იტყოდა ხოლმე თავის გულში დედა, როცა შვილს სამუშაოდან მომავალს დაინახავდა. შვილისადმი უსაზღვრო თავდადება იგრძნობა ოთარაანთ ქვრივის მთელ ცხოვრებაში. მაგრამ განსაკუთრებული სიდიადით მაინც თხზულების უკანასკნელ ნაწილში, როდესაც ზამთრის თოვლიან ღამეში ავადმყოფი ოთარაანთ ქვრივი ლოგინიდან წამოდგება, მომვლელ დედაბერს გაეპარება, სოფელს ტანჯვითა და ვაი-ვაგლახით გაივლის, რათა განთიადისას თავისი სიცოცხლე შვილის საფლავზე დაამთავროს. სწორედ გიორგის დაბადების დღეს, ოცდახუთ დეკემბერს, სასაფლაოზე იპოვეს ოთარაანთ ქვრივი, რომელიც შვილის საფლავზე “გარდი-გარდმო გადაქცეულიყო, ფეხები აქეთ პირას მიწაზედ ებჯინა თითის წვერებითა და ორივე ხელი იქით პირას გადაეკიდნა, თითქოს სდომებია მთელი საფლავი ქვითა და მკვდრით ერთის ხვევნით გულში ჩაეკრაო”. “თავსაფრიანი დედაკაცი” უფრო სათუთი ბუნებისაა. უმადური შვილისაგან ნათქვამმა ერთმა სიტყვამ ერთი ხელის მოსმით დაუნგრია მთელი სამყარო. მიუხედავად ამისა, მაინც შვილების სახელზე იზრუნა და სიცოცხლეში პირველად იცრუა, როცა ვიღაცას წერილი მიაწერინა შვილებთან, თითქოს სალოცავში წავიდა და “ჩემზე არ იდარდოთ, არც მეძებოთო…”
    2
    0
  • კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/


    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
35 ქულა
33 ქულა
25 ქულა
24 ქულა
20 ქულა
16 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა