• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

FLEX გასაუბრება

FLEX-ის გასაუბრებაზე რა ტიპის კითხვებია ხოლმე?
2 თვის წინ 142 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • ძალიან მარტივ კითხვებს გისვამენ, მაგრამ ეშმაკური მიდგომა სჭირდება. ესენია რაც მახსოვს:

    ფერმა რომ ჰქონდეს ოჯახს რას იზამდი?-შეგიძლია უთხრა რომ სუნი ან ხმაური თუ არ შეგაწუხებს პრობლემა არ გაქვს, ან რომ ოჯახშიც გყავთ შინაური ცხოველი

    დავუშვათ, სამეცადინო გაქვს მაგრამ გვიანია და შენს მასპინძელ დას ეძინება რას გააკეთებ ? - ამ კითხვასთან დაკავშრებით ამერიკელმა მოხალისემ მითხრა, არავითარ შემთხვევაში არც ამ დროს და არც ზოგადად არ უჩვენო რომ ადვილად დამთმმობი ხარ. მე ვუთხარი სხვა ოთახში გავიდოდი თქო, იქნებ სხვა ოთახი არ აქვს სახლსო? ამ კითხვაზე უნდა გეთქვა 'მაშინ ცუდ ადგილას მაგზავნით'-ო. ან რომ აუცილებელია და უნდა დაწერო, ძილი მოიცდის

    ერთს ჰკითხეს ხინკალი რომ გქონდეს და მეგობარს უნდოდეს რას იზამდიო? მე შევჭამდიო. ძალიან მიმწოლი და პირველობაზე ორიენტირებულები უნდათ

    ჰო კიდევ, წინასწარ ჩამოაყალიბე აზრი რა გინდა მომავალში, რაზე ჩააბარებდი, რატომ გინდა ამერიკაში და რას გააკეთებ .

    კიდევ მკითხეს თუ ჩემი საყვარელი ჯგუფი ატარებს კონცერტს, მაგრამ მშობლები არ მიშვებენ , რას გავაკეთებდი?

    როდის დავეხმარე ბოლოს მეგობარს, ვის გაუხარდებოდა ჩემი ამერიკაში წასვლა ყველაზე მეტად. მეტი არ მახსენდება. რაც ყველაზე მთავარია 'არ ვიცი' , 'მგონი' და ასეთი ყოყმანის პასუხები არ გასცე არავითარ შემთხვევაში. ზუსტი და მიზანმიმართული პასუხები გაეცი. ცოტა იეშმაკე და კითხვაც შეუბრუნე, დამაჯერებლად ისაუბრე.

    კიდევ, როცა მოხალისე გვავარჯიშებდა გვითხრა რადგან საქართველოზე ბევრი არ იციან კლასელებმა რომ გკითხონ აქ აქლემით მოხვედი შენ რას უპასუხებდიო? უნდა გაიცინო და გაეხუმრო, კი აქლემით მოვედი, ახლა გარეთ მელოდებაო , ან რამე ასეთი.

    წარმატებები!
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
11 ქულა
9 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა