• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ქართულიიი...... მე7კლასი

ლუარსაბ თათქარიძის დახასიათება მე2 თავის.
2 წლის წინ 228 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
5 პასუხი
  • ამ მოთხრობის მთავარი პერსონაჟი ლუარსაბ თათქარიძე ძველი ტიპიური თავადია, რომლის აზრითაც კაცი ძირგავარდნილი ქვევრია, რომელსაც დღეყოველ უნდა ჩააყარო ხორაგი და ჩაასხა სასმელი, მაგრამ კიდევ მაინც ვერ აავსებ. ამ დანიშნულებას თვით ლუარსაბი ზუსტად ასრულებდა და ამაზე მისი შესახედაობაც მეტყველებდა. მსხვილთავიან ბატონს მორგვივით სქელი კისერი და გონიერად გადმოგდებული, დიდად პატივსაცემი და პატივცემული ღიპი ჰქონდა. თავადს არ გააჩნდა სწავლა და მის მიზანსაც ვერ ხედავდა. რაც სკოლები აშენდა, ბავშვები ვეღარ სჭამენო, თითქოს და გულისტკენით იტყოდა მისი უდიდებულესობა. დიდად პატივსაცემ ლუარსაბს ერთი სიმრგვალის და ერთი სისულელის ცოლი ჰყავდა. ორივენი მუცლის მონები იყვნენ და მათი ყოველდღიური საზრუნავიც საჭმელი იყო. ლუარსაბის ცით მონაბერი სული ჩამკვდარი იყო მის ქონში, თითქოს თავადმა ქარს გაატანა თავისი სულიერება. თავადს თავისი თავი უმანკო და უცოდველი ეგონა, რადგან სხვისთვის არც ცუდი ჩაედინა და არც წირვა-ლოცვას მოკლებია.

    ხშირად სმენია ლუარსაბს წირვა-ლოცვაზე სიტყვები “ვითა მამა ზეცისა, იყავ შენ სრულიო.” ლუარსაბი ცხოვრობს იმისთვის რომ იცხოვრობს, ესე იგი ეცადო, რომ ვითა მამა ზეცის, იყო შენც “სრული”
    1
    0
  • მგონი ესააა
    1
    0
  • კიდე მინდა სხვანაირი
    0
    0
  • ლუარსაბ თათქარიძე: კარგად ჩასუქებული ძველი ქართველია, მრგვალი, კარგი ნასუქი კურატივით... ტახტზე კოტრიალს არაფერი ურჩევნია და ამ ნებივრობაში ატარებს უგემურ დროს. სტუმარი ეჯავრება, მაგრამ ეს სიძუნწით კი არ მოსდის , არამედ იმით, რომ უნდა ადგეს და ტანთ ჩაიცვას. ადგომა კიდევ არაფერი, ეს ისე არ ეზარება, ტანთ ჩაცმაა მისი სიკვდილი...
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    ლუარსაბი იყო უქნარა და უდარდელი ადამიანი.მას ძალიან უყვარდა ჭამა-სმა ეს მას გარეგნობაზეც ეტყობოდა დიდი ღიპი, რომლითაც ის ძალიან ამაყობდა. მის ერთ-ერთი საქმე იყო ეფიქრა თუ რამდენი ბუზი დაფრინავდა თავის ოთახში და რა უნდა ეჭამათ ხვალ ან ზეგ . ლუარსაბი ასევე იმით ამაყობდა , რომ გააჩნდა დიდი მიწები , მაგრამ მას არ უვლიდა . ლუარსაბს ძალიან უყვარდა ტყუილები ის ხშირად იტყუებოდა... მისი პროტოტიპები დღესაც არსებობენ
    ავტორი: ll..ll
  • ლუარსაბ თათქარიძე გახლდათ კარგად ჩასუქებული ძველი ქართველი, მრგვალი — უკაცრავოდ არ ვიყო ამ სიტყვაზედ — როგორც კარგი ნასუქი კურატი. დარბაისელის კაცის შეხედულება ჰქონდა მის ბრწყინვალებასა: თავი ისეთი მსხვილი, რომ თითქო იმის სიმძიმეს მორგვივით სქელი კისერი მხრებში ჩაუძვრენიაო; წითელი, თურაშაულ ვაშლსავით ხაშხაში ლოყები; სამკეცად ჩამოსული ტრფიალების აღმგზნები ფაფუკი ღაბაბი; დიდრონი თვალები, ყოველთვის დასისხლებულნი, თითქო ყელში თოკი წაუჭერიათო! გაბერილი, მეტად გონიერად გადმოგდებული, დიაღ პატივსაცემი და პატივცემული ღიპი, კოტიტა და ქონით გატენილი ბალნიანი ხელები, დამორილი სხვილი ფეხები
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



მსგავსი კითხვები
კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
57 ქულა
43 ქულა
27 ქულა
19 ქულა
16 ქულა
14 ქულა
13 ქულა
12 ქულა
11 ქულა
ბოლოს დამატებული