• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

,,დათა თუთაშხია" არქიფო სეთურის დახასიათება

,,არქიფო სეთურის დახასიატება" დამეხმარეთ რა ძაან მჭირდება ორშაბათს გამოცდა მაქვს და მჭირდება :(((
2 წლის წინ 5991 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • არქიფო - მამა, დედა და ღმერთი - ასე უწოდებენ მსახურები არქიფო სეთურს, ყოფილ მუშას, რომელიც სხვებთან ერთად ხეებს ჭრიდა საირმის ტყეში. დრო შეიცვალა და სეთურმაც მშვენივრად ისარგებლა ამით. მან ზუსტად იცოდა, როგორ უნდა ემოქმედა, ხალხი რომ დაემორჩილებინა..
    სეთურმა უსახურ ბრბოდ აქცია საირმის ტყის მცხოვრებლები . ამისთვის კი ფსიქოლოგიურ ზეწოლა და უმკაცრესი რეჟიმი გამოიყენა. მას ავტორი გველეშაპს უწოდებს . ტირანმა სეთურმა მოახერხა უამრავი ადამიანის თავისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა. ის ლიდერის თვისებებითაც არის დაჯილდოვებული. საკმაოდ გონიერი ადამიანია, თუმცა ამ ნიჭს ის მხოლოდ თავისთვის იყენებს . ხალხს იმ იდეებს უნერგავს, რომლისაც თვითონ არ სჯერა. ის ამბობს, რომ ფული ადამიანს აფუჭებს , რომ ადამიანს იმდენი უნდა ჰქონდეს, რამდენიც მას გადასარჩენად ეყოფა, დანარჩენი ზედმეტია. თვითონ კი ყველაზე დიდ ოდაში ცხოვრობს მრავალ მსახურთან ერთად. ის ხალხს ერთმანეთის თვალთვალსა და დაბეზღებას აჩვევს, თანაც არწმუნებს მათ, რომ ეს ყველაფერი მათი კეთილდღეობისათვის კეთდება. გაჭირვება დროებითია და როცა დასახულ საერთო მიზანს მიაღწევენ, ყველა დალხინებული იქნება. საერთო მიზნისაკენ მიმავალი გზა კი მხოლოდ ბელადმა იცის, რადგან ის ღვთისაგან არის მოვლენილი. მისი ბრძანება – მითითებები დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს, მათი განსჯა ან გაკრიტიკება არ შეიძლება.
    რაც უფრო ხანგრძლივად აქვს ადამიანს ძალაუფლება, მით უფრო უფრთხის მის დაკარგვას. არქიფოც ღელავს, ეშინია. მართალია ამას გარეგნულად არ აჩვენებს, მაგრამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი სხვებზე მნიშვნელოვან პიროვნებად წარმოაჩინოს. იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი არ აეხილოთ და ირგვლივ გამეფებული სიცრუე არ დაინახონ, არქიფო მათ გარე სამყაროსთან კავშირს უკრძალავს. მათ მხოლოდ იმ ინფორმაციას აწვდის, რაც მათი ”ტვინის გამოლაყებისათვის” არის განკუთვნილი. ამ ხალხს ბავშობიდანვე ჩასძახიან, რომ ერთადერთი ჭეშმარიტება მხოლოდ ის არის, რასაც სთავაზობენ, სხვა ყველაფერი კი ტყუილია. აბელი სახელსაც კი იცვლის იმისთვის, რომ ხალხი საკუთარ უპირატესობაში დაარწმუნოს . მოფუსფუსეს ნაცვლად ის თავს თავლის უფროსს უწოდებს. ამით ხალხს აჩვენებს რომ მათი სიცოცხელ ცხენის სიცოცხლის ტოლფასია.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
7 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
2 ქულა
2 ქულა