• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულში

ქართულისთემა მაქ დასაწერი მიშველეთ ^_^ :დდდ
1 წლის წინ 115 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • რავი ამ თემაში ათი მივიღე და იმედია გამოგადგება: ჩემი აზრით ზოგიერთ შემთხვევაში არის. ზოგიერთში კი არა. მართალია დამნაშაულს ხშირად მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი ჩადის მაგრამ მასზე პასუხისმგებელი შეიძლება ბევრი იყოს. მაგ. როცა ნაწარმოებში სახრჩობელაზედ ძმებს მამინაცვალი შემოაკვდათ ამაზე არ იყო საზოგადოება პასუხისმგებელი. მაგრამ როდესაც ბეჟანი ჩამოახრჩეს, თითოეული ადამიანივინც კი იქ იდგა და სეირით უყურებდა მის სიკვდილს, მონაწილეა ბეჟანის გარდაცვალებაში. რადგან მათ არათუ ხელი არ შეუშალეს, არამედ უბრალოდ უყურებდნენ მის სიკვდილს და დანაშაულის გრძნობაც კი არ გასჩენიათ. ასევე ამის მაგალითია ეშმაკის ქვა. როდესაც მთელი საზოგადოება იყო პასუხისმგებელი დათას სიკვდილზე.თითოეული ადამიანი ვინც კი მას ქვა ესროლა ან თუნდაც უბრალოდ ეთანხმებოდნენ მისი დასჯის გადაწყვეტილებას არ არიან დამნაშავეები მაგრამ მონაწილეები არიან. ჩემი აზრით არ აქვს მნიშვნელობა იმას, ჩვენი ხელით ჩავიდენთ ცოდვას თუ მისი მონაწილეები გავხვდებით. რადგან ნათქვამია-აქლემის და ნემსის ქურდი ერთიაო. P.S.იმედია დაგეხმარე
    0
    0
  • პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე ?
    საეკლესიო მამებმა დაწერეს საეკლესიო კანონები, ფილოსოფოსებმა მორალური, საზოგადოებამ- სამოქალაქო კანონები და მაინც არ არის საკმარისი. გადაუჭრელია ის კონფლიქტი, რომელიც პიროვნებასა ( დანაშაულის ჩამდენი ადამიანი ) და მის დამსჯელ საზოგადოებას შორის არსებობს . დამნაშავედ არავინ იბადება, ასეთებად იზრდებიან და ხშირად გარემოს , სწორედ საზოგადოებას მიუძღვის ბრალი. საზოგადოება ზოგადად მტკივნეულად აღიქვამს „განსხვავებულს“ , არა აქვს მნიშვნელობა რა ნიშნით . მას არა აქვს მაღალი მიმღებლობა , სიყვარული , მიმტევებლობა. უფრო უადვილდება ზურგის შექცევა და გარიყვა. ეს კი დანაშაულია, რადგან თუ ადამიანების ჯგუფი, ერთობა, საზოგადოება არ მივიღებთ არ შევიწყნარებთ თუნდაც დამნაშავეს, ის სხვაგან წავა, სხვებთან, სხვა წრეებში ჰპოვებს აღიარებას და უკვე იმ ერთობით დაგვიპირისპირდება . როგორც ვხედავთ ბუმერანგის პრინციპი მოქმედებს , ჩვენი ცუდი ქმედება ჩვენვე ცუდად გვიბრუნდება .
    „ ნუ განიკითხავ და არ განიკითხები “, „ვინც მახვილს აიღებს, მახვილითვე მოკვდება “-ასე გვმოძღვრავენ ჩვენი სულიერი მამები, მაგრამ საკმარისია ადამიანი ცოტათი აცდეს სწორ, მართალ გზას რომ მაშინათვე ვიწყებთ განსჯას, ჭკუის სწავლებას , ქილიკს . თუმცა სჯობია ხელი მოვკიდოთ და გზას აცდენილი ისევ მართალ გზას შევუყენოთ . საზოგადოება ბრბო არ უნდა გახდეს მას უნდა ამოძრავებდეს ღვთის სიყვარული , სამართლიანობა და ერთმანეთის კეთილდღეობა . ჩვენ ყველანი უბრალო მოკვდავები ვართ, ჩვენი დიდი და პატარა ცოდვებით , ამიტომაც სანამ სხვას განვსჯიდეთ , ჩვენს შეცდომებზე უნდა დავფიქრდეთ . ნუ გავუკეთებთ სხვას იმას რასაც არ ვისურვებდით რომ ვინმეს ჩვენთვის გაეკეთებინა . როცა გავეშებული ბრბო მეძავ ქალს ქოლავდა, იესომ ხალხს მიმართა : „თქვენს შორის პირველმა იმან ესროლოს , ვინც უცოდველიაო “.
    როგორც ცნობილია ილია ჭავჭავაძის მოთხრობა „სარჩობელაზედ ‘’ ადამიანის დასჯის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი პროტესეტია. საბედნიეროდ , დღეს სასჯელის ეს უკიდურესი ფორმა საქართველოში არ არსებობს, მაგრამ ცალკეული დამნაშავე ადამიანისა და საზოგადოების ურთიერთობა ისევ აქტუალურია . „სარჩობელაზედ “ არის მოთხრობა სადაც გადმოცემულია პრობლემა, რომელიც საერთოდ ადამიანთა მოდგმას აწუხებს . ნაწარმოების ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს , „ჩვენ ყველასთვის უცხონი ვიყავით , ყველანი ჩვენთვის .’’ უპუროდ, უფულოდ, უბინაოდ, უნუგეშოდ, უთვისტომოდ დარჩენილი პატარა ბიჭები საზოგადოებამ გარიყა , ზურგი შეაქცია და ბოროტმოქმედებად აქცია . ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის . ბეჟანისაგან განსხვავებით, მისი უმცროსი ძმა დიდი შინაგანი კონფლიქტის წინაშე დგება , როცა ცხოვრება მოხუც მეურმე პეტრეს შეახვედრებს . პეტრეს სიკეთე მისთვის ნაცრის ქვეშ შენახული ნაღვერდალივითაა . სამწუხაროდ ზოგჯერ ეს სიკეთე არ არის საკმარისი , რომ გაყინული გული ბოლომდე გაალღოს . შურისძიება და რევანში გახდა იმის მიზეზი , რომ ბეჟანი სახრჩობელაზე აღმოჩენილიყო . მისი სიკვდილით დასჯა საბოლოოდ ანგრევს ხიდებს საზოგადოებასა და დამნაშავეს შორის . „საითან არიან მართალნი და საით-მტყუანნი? “- კითხულობს ავტორი და ვფიქრობ რომ მტყუანი საზოგადოებაა , რადგან სეირის ყურება და სხვისი დასჯა ურჩევნიათ სიმართლის გამორკვევასა და პატიებას . „ქვები ხომ არ არიან , ოჯახდაქცეულები ერთს ცვარს ცრემლს მაინც ჩამოაგდებდნენ “- ამბობს საზოგადოების გულგრილობით გაოცებული პეტრე . ბეჟანის ძმა თითქოს „გათავისუფლდა’’ წერილით , მაგრამ ამ წერილითვე ააღელვა ბერიკაცი რომელიც ისე თრთოდა თითქოს ციება აცახცახებსო .
    „ნურასოდეს იკითხავ ვისთვის რეკს ზარი . ის რეკავს შენთვის ! ’’ - ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ერიხ მარია რემარკის ეს სიტყვები . ადამიანებმა უნდა ვიცხოვროთ ერთად და ერთმანეთისთვის ! გვიყვარდეს უფალი და ერთმანეთი ! მივუტევოთ და მოგვეტევება !
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
13 ქულა
9 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
3 ქულა
2 ქულა
2 ქულა
2 ქულა
ბოლოს დამატებული