• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

დარისპანის გასაჭირის მთავარი სათქმელი მინდა!

დარისპანის გასაჭირის მთავარი სათქმელი მინდა!
1 წლის წინ 830 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • კლდიაშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართულ დრამატურგიაში. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა კომედია „დარისპანის გასაჭირმა“, რომელიც წარმატებით იდგმება ქართულ თეატრის სცენაზე. მწერალმა გულისმომკვლელი და სევდიანი სინამდვილით ასახა უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი აზნაურის ტრაგიკული სულისკვეთება. ტრაგიკული, მაგრამ მაინც ღიმილისმომგვრელი პიროვნებაა 4 გასათხოვარი ქალის მამა დარისპანი, რომელსაც კარდაკარ დაჰყავს თავისი უფროსი ქალიშვილი კაროჟნა და უნიადაგო სიამაყესა და უადგილო ტრაბახს არ იშლის.
    0
    0
  • XIX საუკუნე თავად-აზნაურებისათვის უიღბლო აღმონდა, გაუქმდა ბატონ-ყმობა და დაიწყო ბრძოლა სიცოცხლესა და საკვებისათვის. ამ პერიოდს მრავალი ნაწარმოები მიუძღვნა დავით კლდიაშვილმა და უკვე გლახა, უცოდინარ აზნაურებს “შემოდგომის აზნაურები” უწოდა, ეს კი იმიტომ, რომ აზნაურები მოსავლის პერიოდში იბრუნდებდნენ თავიანთ წოდებას, რაც მხოლოდ შემოდგომაზე ხდებოდა.

    ამავე პრობლემას განიხილავს კლდიაშვილი მის პიესაში “დარისპანის გასაჭირი”, რომელიც წამოადგენს ტრაგი-კომედიას და აღწერილი აქვს დარისპან ქარსაძეს “გასაჭირი”. XIX საუკუნეში შემოსავლის დაკარგვამ, გამოიწვია ქალიშვილების გათხოვების სიძნელე, რადგან არავის უნდოდა უმზითვო ქალი. ასევეა დარისპანიც. ოთხი ქალიშვილი ჰყავს, მაგრამ ვერც ერთს ვერ ათხოვებს. ბოლოს ამდგარა და უფროსი ქალიშვილი დაჰყავს კარდაკარ, რომ გაათხოვოს. მიუხედავად მისი სიგლახისა, იგი კვლავ ტრაბახობს თავისი არარსებული სიმდიდრით და აქებს მის მუდო ქალიშვილს. დავით კლდიაშვილი ამ თვისებას თვალნათლივ უსვამს ხაზს და იგრძნობა კრიტიკა მწერლის მხრიდან. პიესის კითხვის დროს, ხშირად შეიძლება გაგვეცინოს, რადგან პერსონაჟების საქციელი სასაცილოა, მაგრამ ის, რომ მშობლები შვილების თავიდან მოსორებას ცდილობენ, სატირალი და დამამწუხრებელია. მათი ზნედაცემულობა, პირფერობა ქართველი აზნაურების თანდაყოლილი სენი იყო იმერეთში.

    პიესის დასკვნას ავტორი პატარა, შეუმჩნეველი დეტალით მიგვანიშნებს – ყაბალახით, რომელიც მიგდებული აქვთ აზნაურებს, როგორც მათი ღირესება და წარმომავლობა. მათ მივიწყებული აქვთ წარსული, იმიტომ რომ დღეს რაიმენაირად გასტანონ, ხოლო ხვალინდელ დღეზე აღარ ფიქრობდნენ.

    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
57 ქულა
43 ქულა
27 ქულა
19 ქულა
16 ქულა
14 ქულა
13 ქულა
12 ქულა
12 ქულა
ბოლოს დამატებული