• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ეპოქის ქარტეხილში მოყოლილი დიდი იოსები

თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ თემამაქ დასაწერი საკონტროლოში
7 თვის წინ 102 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • ვიმემ დაწერეთ პასუხიი რა მეც მჭირდება
    0
    0
    დამატებული კომენტარები

    edifurlerr
    იოსები ერთი ჩვეულებრივი მეკურტნე,ტვირთის მზიდავი იყო...ის 25 თებერვლის ღამეს უჩვეულო ამბის მოწმე გახდა,ქალაქის მოსახლეობა ბოლშევიკების მოლოდინში ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს,ხურჯინებს,ჩემოდნებს,რათა გადაერჩინა ქონება,მაგრამ რომელსაც,მთავარი ქონების,სულისა და თავისუფლების დაკარგვა ‘‘უნიათო“ბაგრატიონისთვის დაებრალებინა.მოკლედ,ამ ღამით საქართველო ჯვარცმისთვის ემზადებოდა,თავისი ბრბოთი,იუდათი,მოციქულებით,“როგორც პილატეს მომლოდინე ებრაელობა დიდ პარასკევს“.იოსებს,უბრალო მუშას დიდი ასპარეზი მიეცა...ელექტრონით გაჩირაღდნებული კიბეებით,მატერიალური ცივილიზაციის მონაპოვრით, უსახლკარო მუშა მდიდრული სახლის ,საბჭოთა იმპერიის,ბატონ-პატრონი გახდა.როგორი იყო იგი ბუნებით?“ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე,თითქოს ბერი ყოფილიყო დაყენებული ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი“,მას არაფერი აოცებდა ფოლადის რაინდის მანეკენის მსგავსად....ფოლადის მანეკენი ცოცხალს ჰგავდა და არც ცოცხალი იყო....იგი ქართული რაინდული სულის სიმბოლოა,რომელიც მეოცე საუკუნის საქართველოს კუთხეში მიუყენებია და ბუტაფორიად უქცევია....ხმალიც,დამბაჩაც,წათებიც და შუბებიც სანახაობად ქცეულა...უყურებს ამ პროცესს მეკურტნე იოსები და ვერ იჯერებს...ვერ იჯერებს,რომ მოკვდა ქართველში მეომრის სული,რომ ქართველმა დატოვა თავისი ღვთაებრივი სახლი და ...წავიდა.რა დარჩა იოსებს ამ სახლში?ბერბერა,იშვიათი ჯიშის ძაღლი ანუ სიმბოლო საოცარი ერთგულების...ერთგულება,რომლითაც უნდა შეინახოს ეს ‘‘მდიდრული“სახლი...სწორედ ამ სახლში იცვლება დიდი იოსების ცნობიერება ანუ აქ ნანახი სიზმარი ქვეცნობიერად ამზადებს მას იმ მომავალი ცხოვრებისთვის,რომელი ცხოვრებაც ზურგიდან კურტანს,მამაპაპისეულ ტვირთს მოაშორებს და უზრუნველი ცხოვრებით ტკბობას ჰპირდება.და იწყებს მეკურტნე ახალ ცხოვრებას,მაგრამ შინაგანი ხმა და მისი ბუნებისთვის დაუტეველი ყოფიერება აუმხედრდება მას იმგვარად,რომ იოსებს ნანატრი ოცნება ტანჯვად ექცევა.ერთ მსვენიერ დღესაც იოსები სტუდენტს,ანუ ინტელიგენციას დაუმეგობრდება.და ცხოვრობს იოსები ქალაქში,რომელიც არ ჰგავს თავისთავს.ახალმა ცხოვრებამ ყველაფერი შეცვალა-„ტარიელი სავსებით არა ჰგავს რომანტიული ჭმუნვით გულგასენილ რაინდს,უფრო ტფილისის რესტორანებსი ქინჩგასუქებულ სტუმარს.იგი უჯიშო,ციმბირულ ლაფშაზე ზის,როსტევანის მონებს ძველი ტფილისური კაბა-ჯუბანი აცვიათ,სასალახოს დანისებური მახვილი ჰკიდიათ წელზე და შიშველი ხელით იგერიებენ ტარიელის მიერ მოქნეულ მათრახს“,წითელი ხელისუფლება პატარა ოსტატია,დიდი აზრი უხეიროდ რომ გამოჩარხა და ამ „ჩარხით“გამოჩარხული შექსპირი ძველი დროის დალაქს მიაგავს,სოკრატი- ძლიერ უტვინო კეთილ პაპს,ლერმონტოვი- გურულ ფირალს,გალილეის ყოფნის სასწორი უჭირავს ,დარვინი თათრის მოლა გეგონებათ,ხოლო თამარ დედოფალი -მკლავებწაკარწახებულ ქალაქელ პატარძალს.და ამ რკინის ეპოქაში ადგილი არ რჩება პატიოსნებას...და ცოცხლდება ძველი რაინდი იოსების სულში,ცოცხლდება და ეს ცოცხალი რაინდი იმდენად აშინებს,უარს ამბობს უეცრად არსაიდან მოსულ ბედნიერებაზე,რადგან ხვდება,რომ ბედნიერება მაშინაა სრულყოფილი,როცა შენი მოპოვებულია...მეკურტნეს კურტანი მოენატრა.,სამაგიეროდ სტუდენტი გივი თავისი თხუთმეტი თუმნის ჯამაგირით თვეში ოთხჯერ ქეიფობს და ფოქსტროტს ცეკვავს,ქალებს ხელთათმანივით იცვლის,ნამდვილი წითელი საქმოსანია.მოკლედ,რა მოიტანა საბჭოთა ხელისუფლებამ?ადამიანი გააშიშვლა,ხოლო,როგორც მწერალი ამბობს,რამდენადაც საინტერესოა გაშიშვლებული ადამიანი,იმდენად საზიზღარია იგი.საზიზღარი შიშველი რეალობა -რანი ვყოფილვართ?მძიმე ტვირთი სულის ტარებისა(კურტანი) ტყავის ჩემოდანზე(სხეულის ვნებებზე)გაიცვალა,არადა,’’ჯერაც არ აგებულა ამ მიწაზე ისეთი სახლი,ადამიანის ოცნებად რომ ღირდეს.“დიდმა იოსებმა გაქუცული,დროისაგან შელანძღული ერთგულების(ძაღლის)გადასარჩენად გაწირა თავი.არ ყოფილა იგი ტყავის (სხეულის)მსახური,სხეულის კაცებს თავგანწირვა არ შეუძლიათ,უბრალოდ,საბჭოთა სინამდვილე მოითხოვდა ტყავის ჩემოდანს და ყალბ თუმნიანებს.არავინ იცის,სად და რა ადგილი დაიმკვიდრა დიდი იოსების სულმა სიკვდილის შემდეგ,მაგრამ საბჭოთა რეალობამ იმდენად დაამსხვრია ქართველი კაცის ცნობიერება,ცხოვრების წესი და წაართვა სული,დღესაც ამ წყობილების ნანგრევებქვეშ დავეძებთ დაკარგულს.
    საბჭოთა წყობილება დაიშალა,ლენინიც დიდი ხნის მკვდარია,მაგრამ დაცემული ანგელოზის აჩრდილი ისევ ძრწის ჩვენს ირგვლივ,ისევ ეჯაჯგურება გასაცოდავებულ სულს და ისევ ცდილობს ახალი სტუდენტები და ახალი იოსებები შეიწიროს.ნუთუ,მართლა არაფერს გვასწავლის ისტორია ,თუ ჩვენ არ გვინდა ჯიუტად დიდი,მეტად რთული გაკვეთილის ლოგიკურად გაცნობიერება და სწავლა?აი,მორიგი კითხვა ნაპოვნი პასუხების შედეგად მიღებული!
    ავტორი: MegiGuralia
    Exlaxans vipove gamogadgebaalbat
    ავტორი: MegiGuralia

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
35 ქულა
33 ქულა
25 ქულა
24 ქულა
19 ქულა
16 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა