• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ესე ,,შუშანიკი და ვარქსენი'' ანალიზი და დახასიათება მაქვს დასაწერი გთხოვთ დამეხმარეთთ თუ იცით დამიწერეთ რაა

ესე ,,შუშანიკი და ვარქსენი'' ანალიზი და დახასიათება მაქვს დასაწერი გთხოვთ დამეხმარეთთ თუ იცით დამიწერეთ რაა
14 დღის წინ 142 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • წმ.შუშანიკი იყო სომეხი სარდლის-ვარდან მამიკონიანის ქალიშვილი. წმ. შუშანიკი მისი ნამდვილი სახელი არ იყო, მას ასე მამამისი მოFერებით ეძახდა. შუშანიკი სომხურად ყვავილს, შროშანს ნიშნავს. იგი ქრისტიანულ ყაიდაზე იყო გაზრდილი და თავის სარწმუნოებას თავი შესწირა. ნაწარმოების მიხედვით შუშანიკი იყო დიდი ნებისყოფის მქონე ადამიანი
    მისი ქმარი იყო ქვემო ქართლის პიტიახში. დედოფალს ის ძლიერ უყვარდა, მაგრამ ვარსქენი მას საწუთრო ცოლს უწოდებდა. პიტიახში სპარსეთის კარიდან გამაზდიანებული დაბრუნდა, რის შემდეგაც შუშანიკს დიდი ტანჯვა მოუწია, რადგან დედოფალი მის ნება-სურვილს არ დაემორჩილა და არ გამაზდეანდა. წმ. შუშანიკი ექვსი წელი ციხეში იმყოფებოდა. დედოფალმა ამ წლების მანძილზე ციხეში ლოცვაში, მარხვასა და გალობაში გაატარა. ამ დროის მანძილზე იგი ღმერთმა წინასწარმეტყველებისა და განკურნების უნარით დააჯილდოვა და მან ამით მთელს ქართლში გაითქვა სახელი. მასთან მიდიოდნენ თავისი მოძღვარი იაკობ ხუცესი, აფოც ეპისკოპოსი და იოვანე. მათ მასთან ჩუმად საზრდო მიჰქონდათ. შუშანიკმა თავის თავს მეთერთმეტე ჟამის მუშაკი უწოდა. იგი მეშვიდე წელს გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სურვილი იყო ეკლესიის ეზოში დაეკრძალათ. რაც აფოც ეპისკოპოსმა შეუსრულა
    ვარსქენ პიტიახში იყო არშუშას ვაჟი. არშუშა გამოირჩეოდა თავისი გონიერებითა და გამჭრიახობით, ხოლო ვარსქენი იყო შეუბრალებელი, მრისხანე, აუტანელი ადამიანი. როცა შუშანიკმა მას წინააღმდეგობა გაუწია და მაზდეანობა არ მიიღო მან სასტიკად აწამა იგი. მისი ასეთი აუტანელი ხასიათის გამო ხალხი მას უპირისპირდებოდა. პიტიახში V საუკუნის მეორე ნახევარში მეფობდა, მისი მეფობის დროს ქვემო ქართლში ბატონობდა სპარსეთის დამპყრობლური პოლიტიკა, რაც ვარსქენის სუსტმა რწმენამ და დაუფიქრებლობამ გამოიწვია. იმ დროს სპარსეთში მეფობდა პეროზი. ვარსქენმა სპარსთა მეფის სასიამოვნებლად საკუთარი თავი მიუძღვნა.გამაზდეანდა და ქალიშვილის ხელიც სთხოვა. სახლში დაბრუნებულ ვარსქენს ცოლი სახლში არ დახვდა. შუშანიკი ეკლესიაში იყო წასული თავის ოთხ შვილთან ერთად. ვარსქენმა დედოფალთან მოსალაპარაკებლად ხუცესი გაგზავნა, მაგრამ შუშანიკმა უარი შეუთვალა. ამის შემდეგ კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა, მაგრამ ამას შუშანიკზე არ უმოქმედია. ვარსქენმა იგი საღამოს პურობაზე მიიწვია, სადაც ფიზიკურად გაუსწორდა. პიტიახშმა შუშანიკ ციხეში წაათრევინა, სამასი ჯოხი დაარტყმევინა და ციხეში გამოკეტა.
    0
    0
  • არ ვიცი რამდენად კარგია შეგიძლია შენ კიდე გადააკეთო დაამატო ან ამოიღო რაღაცეები
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
40 ქულა
34 ქულა
31 ქულა
24 ქულა
21 ქულა
16 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა
ბოლოს დამატებული
busunaaaaaa
1 პასუხი
Tevziko
2 პასუხი
n1ka...
0 პასუხი