• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

დამეხმარეთ!!

ვინმემ კარგი საახალწლო ლექსი მირჩიეთ რა მეცხრეკლასელისთვის.
3 თვის წინ 96 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი

  • გილოცავ!

    გილოცავ!

    ახალ წელს გილოცავ.

    შენ -

    ვისაც სამშობლო გიყვარს...

    გელა ხარ!

    თინა ხარ!

    შოთა ხარ!

    ცირა ხარ!

    ეს სულერთია -

    ვინ ხარ.


    ახალი წელია...

    თოვლიც გვესალმება...

    თოვლიც გვესალმება ციდან...

    - ცრემლები?!

    - ცრემლებზე - ბოდიში!

    - ღიმილი?!

    - ღიმილი -

    რამდენიც გინდა...


    ბავშვებო!

    თქვენსავით

    მეც ვიყავ მოსწავლე...

    მე დღესაც არ ვსწავლობ განა?!

    ამიტომ ერთმანეთს,

    ამიტომ ერთმანეთს

    ვუსურვოთ ხუთებზე სწავლა...


    გვიყვარდეს სამშობლო,

    სიმართლე გვიყვარდეს,

    გვიყვარდეს,

    გვიყვარდეს წიგნი...

    რაც უნდა ისურვო,

    რაც უნდა ინატრო, -

    ესაა ყველაზე დიდი.


    გილოცავ!

    გილოცავ!

    ახალ წელს გილოცავ.

    შენ -

    ვისაც სამშობლო გიყვარს...

    ზაზა ხარ!

    ლაშა ხარ!

    ვაჟა ხარ!

    ნინო ხარ!

    ეს სულერთია -

    ვინ ხარ!

    ან ეს
    თუმცა მიწას თოვლი ფარავს

    და მზის სხივით აღარ იწვის,

    გულში მაინც ცეცხლი ელავს,

    დილა არის ახალი წლის.


    გაყინულა ნაკადული,

    წყლის ჩუხჩუხი აღარ ისმის;

    გულს კი მაინც ზეიმი აქვს -

    დილა არის ახალი წლის.


    ხეზე ჩიტი დაღვრემილა,

    თითქოს ფრენა აღარ იცის,

    გულს კი თითქოს ფრთა შესხმია -

    დილა არის ახალი წლის.


    გაძარცულა ხის ტოტები,

    ზედ ფოთოლი აღარ იძვრის;

    გულს კი თითქოს სიო არხევს -

    დილა არის ახალი წლის.


    ავდგეთ ქუჩებს მოვეფინოთ,

    გული სახლში აღარ იცდის;

    მივულოცოთ ჩვენს სამშობლოს -

    დილა არის ახალი წლის.
    იმედია გამოგადგება
    ან აქ ნახე https://www.aura.ge/318-leqsebi-axal-tselze.html
    1
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
25 ქულა
11 ქულა
11 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
7 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა