• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ინგლისური ენა

კაი გამარჯობა, ინგლისურის სწავლა დამოუკიდებლად რამდენად შესაძლებელია, რამდენ ხანში და რა მეთოდებით გარდა სახელმძღვანელოებისა, რას ფიქრობთ თქვენი აზრი მაინტერესებს
29 დღის წინ 107 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
7 პასუხი
  • პირადად მე ფლიმების ყურებით უფრო ადვილად და სწრაფად ვისწავლე ინგლისური.
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    მეც ვცადე მარა გამიჭირდა , ეტყობა შეჩვევა უნდა
    ავტორი: saunje97
    ნუ ხო მიჩვევა უნდა მე პატარაობიდანვე ინგლისურად ვუყურებდი მულტფილმებს და უფრო მიადვილდებოდა სწავლა და ასაკსაც გააჩნია რაც უფრო პატარა ხარ მით უფრო ადვილად სწავლობ სხვადასხვა ენებს. კიდევ ინტერნეტშიც შეგილია მოძებნო რომელიმე უფასო ვებსაიტი რომელიც ინგლისურს გასწავლის ეგეც კარგია დღეში 1 საათიც რო დაუთმო კარგად ისწავლი.
    ავტორი: shari
  • https://www.learnenglish.de ეს საიტი შეასწავლის ძაან მაგარია
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    მადლობა, ისე როგორ ფიქრობთ ნახევარი წელი სასწავლად საკმარისია ყოველ დღე თუნდაც 20 ან 30 წუთი რომ დავუთმო
    ავტორი: saunje97
    წელიწადის განმავლობაში, კვირაში 4 დღე მაინც, დღეში 10 წუთს თუ იმეცადინებთ, საკმაოდ ხელშესახებ შედეგებს მიიღებთ. ვიღაცისთვის უფრო მოსახერხებელია ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მეცადინეობა და მკვეთრი ნახტომის გაკეთება - ასეც შეიძლება.
    ავტორი: irinkauflisashvili
    ვეცდები
    ავტორი: saunje97
  • გააჩნია შენ რა დონეზე იცი, თუ სულ არაფერი არ იცი, დამოუკიდებლად გაგიჭირდება, თუ რაღაც დონეზე იცი, ინტერნეტით ძალიან მარტივად ისწავლი, დღეში 1 საათი მაინც უნდა დაუთმო
    2
    0
    დამატებული კომენტარები
    საწყის დონეზე ვიცი მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ სიტყვების მარაგი არ მაქვსს ვერ ვთარგმნი ტექსტებს ან ვიწყებ და ვიჭედები შუა წინადადების თარგმნის დროს და ძირითადად მჭირდება საკომუნიკაციოთ , მოკლედ გაქცეულ ინგლისელს ვაბრუნებ უპრობლემოდ
    ავტორი: saunje97

    მაშინ აიღე ტექსტები, 1 აბზაცამდე რა სიტყვებიც არ იცი ყველა თარგმნე და ისწავლე, ყოველ დღე მასე გააკეთე, შემდეგ ზოგი სიტყვა გამეორდება, მარაგსაც შეივსებ და გაგიადვილდება წინადედებების სწორად თქმაც, უბრალოდ დრო ჭირდება და მონდომება, ხალხი უარეს ენებს სწავლობს, მოტივაცია გინდა და გამოგივა ყველაფერი, წარმატებები ^_^
    ავტორი: cleaner
    დიდი მადლობა , ასევე წარმატებები ყველაფერში ))
    ავტორი: saunje97
  • https://imedinews.ge/ge/theme/64/rogor-vistsavlot-inglisuri-internetit საინტერესო სტატია მაგ თემაზე
    1
    0
  • https://www.swisslanguages.com/ge-ge/sl-lab-c-test-discount50/landing?utm_source=facebook&utm_medium=cpc&utm_campaign=sl_ge_legacy_pagetest_mar1&utm_term=tt&utm_content=photo&fbclid=IwAR1kbIG-1C8kqLxIZ36AoJTOMZWteiiVgFUQRe4veNpj0ADp96z1Marw9dA აქ დარეგისტრირდი
    1
    0
  • ერთი-ორი საბავშვო წიგნიდან ზოგადი სიტყვები რომ ისწავლო, მერე იოლია წაიკითხო რაღაცეები ონლაინზე, რასაც ვერ გაიგებ დაგუგლავ და მერე ნელ-ნელა დაამუღამებ და მიეჩვევი. მე ძირითადად ფანფიქციების კითხვა დამეხმარა. :D
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    კარგია ეგეც, პატარა პოდკასტებით დავიწყე ეხლა თან თარგმნა ტექსტების და გამოვა ნელ ნელა რამე დრო უნდა უბრალოდ რა
    ავტორი: saunje97
  • მე პირადად საშუალო დონეზე რომ ვისწავლე უცხოელთან მოვემზადე ქართული საერთოდ არ იცის
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
35 ქულა
7 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა