• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

giorgi777 შემო აბა თუ აქ ხარ რარაც უნდა გკითXო?

"მგზავრის წერილებში" ილია თერგისა და მყინვარის მხატვრული სახეებით, მათი შედარებითა და დაპირისპირებით აყალიბებს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად პრინციპს, რომელიც ამგვარადაა ფორმულირებული: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს. ამავე შინაარსს გამოხატავს ილიას ერთ–ერთი პერსონაჟის, ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: " თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი– ნაბადსაო". ამ ფიქრებით ილია უახლოვდებოდა სამშობლოს. უნდა შეხვედროდა პირისპირ მწარე რეალობას, რუსეთის ჩექმის ქვეშ გათელილი მშობლიურ მიწას ... წინ დიდი ბრძოლა, ერის გამოფხიზლება და ეკლიანი გზა ელოდა, ეს გზა, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე მოგვიანებით თბილისიდან წიწამურამდე გაგრძელდება და იქ დასრულდება... დასრულდება დიდი ადამიანის დიდი გზა... კვალი კი წარუშლელია... მოდიოდა ილია სამშობლოში და უყურებდა თერგის მოძრაობას, ნატრობდა ნეტავ ასეთი სიცოცხლე და მოძრაობა ჩემს ქვეყანაშიც მანახაო. მაშინ ილია ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მდინარის სახელი ერთ–ერთ ტერმინს დაედებოდა საფუძვლად, ისე კი ჰქონდა რაღაც ეჭვი გულში: "თერგდალეულობაზე" ხომ ნაწარმოებში საუბრობს. "თერგდალეულობა" თერგის გადალახვით სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.(და არა მარტო ამას, მოგვიანებით ამ ტერმინმა გააერთიანა ზოგადად უცხოეთში ნაცხოვრები და ნასწავლი, პროგრესული იდეების მატარებელი ყველა ახალგაზრდა). იმ დროის საქართველოში "თერგდალეულებს" ეჭვით, შიშით და უნდობლობით უყურებდნენ. ეს როგორია? კიდე უნდა რაღAცეების დამატება ხოო??????
7 წლის წინ 766 მონახულება
vladimiiir vladimiiir
7285
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • ბლიმ
    0
    1
  • არა, ეს ნორმალურია დაახლოებით. არ გინდა მეტის გაწელვა, საერთოდ სჯობს დაიწყო შეცდომებით. მაგრამ აქ არც არის შეცდომა, უბრალოდ შეიძლება უფრო მხატვრული გზა ვლადიკავკასიდამ << აქ ეს ბრჭყალებში ჩაწერე, ძველქართულადაა ის ,მ" აქ კარგი იქნებოდა სინათლისა და სიბნელის ჩარევაც. საერთოდ იმის თქმაც,რომ ლელთ ღუნიას თქმით, ყველას, ანუ ქართველი კაცის სათქმელი ითქვა საერთო ანალიზისთვის კარგი არის ზოგადად, ასე ვფიქრობ, ისე შეიძლება მეტი ციტირებაც, და არგუმენტირებულად მსჯელობა, ასევე დასკვნაში შეგიძლო გეთქვა იმაზეც,რომ >>მოხევის საუბრიდან ავტორმა გამოკვეთა მთავარი, ,,ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს''.ამ ფრაზას ავტორისთვის განსაკუთრებული ტკივლილი მიუყენებია,მისი გულის მარადიული ბინადარი გამხდარა.დაჟინებით იმეორებს კითხვას ,,როდემდის დარჩეს ეგ ტკივილი გულში,როდემდის?!'' ეს მთლად ასე არ გამოდგება მაგისთვის/// აქ ჩაამატე ის რომ ქართველი კაცის ანუ ამ მოხევის თქმით ყველას სიტყვა ითქვა, (რაღაც ასე გააკეთე!!)
    1
    0
  • და შენ გგონია ამდენს ვინმე წაიკითხავს?
    0
    1
    დამატებული კომენტარები
    yvela shennairi zarmaci nu ggonia :)
    ავტორი: vladimiiir

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
21 ქულა
18 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
ბოლოს დამატებული
j7g8f9
1 პასუხი