• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

აკაკი წერეთელი-განთიადის ანალიზში (ან ამიხსენით ამ ლექსის შინაარსი რაა) დამეხმარეთ რაა?

მთაწმინდა ჩაფიქრებულა,
შეჰყურებს ცისკრის ვარსკვლავსა;
მნათობი სხივებს მაღლით ჰფენს
თავდადებულის საფლავსა.

დადუმებულა მთაწმინდა,
ისმენს დუდუნსა მტკვრისასა:
მდინარე ნანას უმღერის
რაინდსა, ურჩსა მტრისასა…

მთაწმინდა გულში იხუტებს
საშვილიშვილო სამარეს,
მამადავითსა ავედრებს,
აბარებს ქვეყნის მოყვარეს…

მგოსანი გრძნობამორევით
თვალს ავლებს არემარესა.
და გულის-პასუხს ნარნარად
უმღერის ტურფა მხარესა:

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
სნეული დავბრუნებულვარ,
მკურნალად შემეყარეო!…

“ვერ ავიტანე ობლობა,
სისხლის ცრემლები ვღვარეო;
წამძლია სულმა და გულმა,
შენს ნახვას დავეჩქარეო.

“წინ მომეგებენ ღიმილით
შენი მზე, შენი მთვარეო,
გუნდი და გუნდი ვარსკვლავი,
მოკაშკაშ-მოელვარეო.

“გულში იფეთქა სიამემ,
სევდები უკუვყარეო, -
ია და ვარდი დამჭკნარი
ხელახლად გამიხარეო!…

“ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
სულის ჩამდგმელო მხარეო,
შენი ვარ, შენთვის მოვკვდები,
შენზედვე მგლოვიარეო!…

“ნურც მკვდარს გამწირავ, ნურც ცოცხალს,
ზე კალთა დამაფარეო…
და, რომ მოვკვდები, გახსოვდეს,
ანდერძი დავიბარეო:

“დედა-შვილობამ, ბევრს არ გთხოვ:
შენს მიწას მიმაბარეო!…
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო!”
6 წლის წინ 13611 მონახულება
nensys nensys
8
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • აკაკი წერეთელმა ეს ლექსი მიუძღვნა დიმიტრი ყიფიანის ხსოვნას. დიმიტრი ყიფიანი იყო ქართველი საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მესვეური, 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიის რექტორის ჩუდეცკის მკვლელობასთან დაკავშირებით საქართველოს ეგზარქოსმა პავლემ ქართველი ერი დასწყევლა. ყიფიანმა მას საპროტესტო წერილი გაუგზავნა და საქართველოს დატოვება მოსთხოვა. ამის გამო თანამდებობიდან გადააყენეს და იმავე წელს სტავროპოლში გადაასახლეს, სადაც ღამით მძინარე მოკლეს. ქართულ საზოგადოებაში მაშინვე გაჩნდა ეჭვი, რომ მკვლელობა რუსეთის პოლიციის აგენტებმა ჩაიდინეს. აკაკი წერეთელი წერდა, „ის ტვინი, რომელიც საქართველოზე ჰფიქრობდა, თავზე გადაანთხიეს... იმ გულზე, რომელიც სამშობლოსათვის სძგერდა, ცივი ხელები დააკრეფინეს“.
    1
    0
  • კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/



    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/




    კარვის, პარალონის, საძილე ტომრის, ზურჩანთის და სხვა

    სალაშქრო ინვენტარის გაყიდვა-გაქირავება

    მის: სააკაძის მოედანი (მიწისქვეშა გადასასვლელი №10)

    ტელ: 551 54 22 49; 593 761 651

    http://tent.ge/
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
30 ქულა
12 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
4 ქულა
3 ქულა