• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ლექსი "ჰე,მამულო..." დამეხმარეთ :(?

"ჰე,მამულოს" შინაარსი დამაწერიინეთ რა ძალიან გთხოვთ ან ლინკი მომეცით საიდანაც დავწერ :)
დიდი მადლობა წინასწარ :*
4 წლის წინ 19641 მონახულება
Anex Anex
0
საინტერესოა
Follow
პასუხი
6 პასუხი
  • ქართველი პოეტი გრიგოლ ორბელიანი მოღვაწეობდა 1804-1883 წლებში. იგი განეკუთვნება რომანტიკოს პოეტთა რიცხვს, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში გამოვიდნენ სამწერლო ასპარეზზე. პოეტის რომანტიზმი ეფუძნება იმდროინდელ გარემომცველ სინამდვილეს. იგი აიდეალებს წარსულს,ბუნებას, სიყვარულს, თუმცა მისი ლირიკა რეალისტურ მიმდინარეობასაც უხდის ხარკს. გრიგოლ ორბელიანის კალამს მრავალი ლექსი ეკუთვნის.მათ შორის გამოირჩევა ‘’სადღეგრძელო‘’ , რომელიც მეორე სახელწოდებითაც არის ცნობილი. ლიტერატურაში სამშობლოსადმი სიყვარულის ჰიმნსაც უწოდებენ. ‘’ ჰე მამულო სასურველო, ვინ გახსენოს რომ მის გული არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?‘’ პოეტი ნაწარმოებით მოუწოდებს თავის მკითხველს, იბრძოლოს სამშობლოს დიდებისათვის, საჭიროების შემთხვევაში კი თავდადებისათვის. გრიგოლ ორბელიანის აზრით ადამიანს ყოველთვის უნდა ახსოვდეს დაბადების ადგილი, სადაც პირველად აიდგა ფეხი, სადაც იგრძნო მშობლების ალერსი, სადაც პირველად ეზიარა სიყვარულის ცეცხლს, სადაც შეიგრძნო მშობლიური ჰაერის კეთილსურნელება, თვალი დაიტკბო მშობლიური ფირუზისფერი ცით, სადაც ერთმანეთს ენაცვალებიან ჩაბნელებული უფსკრულები, თვალგაუწვდენელი კლდენი, ხოლო კლდეთა დაბლა მორიალე ღრუბლები, სადაც აზურმუხტებული ველებია, მოკასკასე ნაკადულები თვალს იტაცებენ. ნაირ-ნაირი ყვავილნი ხალიჩასავით მოჰფენია მინდორ-ველებს. ‘’სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?‘’ კითხულობს პოეტი და თვითონვე პასუხობს: ‘’ერი-გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!‘’ შავ ბედში პოეტს მხედველობაში აქვს საქართველოს ისტორია, დასაბამიდან დღემდე. მიუხედავად თავს დამტყდარი უბედურებებისა, დიდი ქარტეხილ- ებისა ქართველი ხალხი დარჩა მხნე, გაუტეხელი, სამშობლო მიწის მოყვარული. პოეტის აზრით მამულიშვილთ ვალად სძევთ მამულის სამსახური, მისი კეთილდეობისა და განდიდებისათვის ბრძოლა. გრ. ორბელიანი გვარიგებს: ‘’ეს სოფელი‘’ ანუ ცხოვრება არ ღირს იმად, რომ ადამიანი ნატრობდეს ხანგრძლივ სიცოცხლეს თუ იგი სამშობლოს არ გამოადგება, მამულს ვერაფერს არგებს. პოეტი გვასწავლის, რომ ადამიანი ვალდებულია, თუ სამშობლოს დასჭირდება, მას დიდებას მოუტანს, სიკვდილსაც არ უნდა შევუშინდეთ.
    10
    0
  • ძალიან დიდი მადლობა :*
    0
    0
  • გამომადგა მეც :*
    0
    0
  • აუ მაგარია ძაან .. მეც გამომადგა
    0
    0
  • აუ რა ჯიგარი ხარ :D სამი წლის წინ დადებული პოსტი დღეს გამომადგა :D <3
    0
    0
  • არ ვიცი
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
78 ქულა
71 ქულა
59 ქულა
42 ქულა
22 ქულა
20 ქულა
20 ქულა
14 ქულა
13 ქულა
10 ქულა