• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

დამეხმარეეეთთ ძალიან ძალიან ძალიან ძალიან გთხოოოვთ შემოდითთ იქნებადა იციით (?

დიდი იოსების სათქმელი რაარის? ანალიზი მაქ დასაწერი და როგორ და რაზე დავწერო ძირითადად რაზე გავამახვილო ყურადღება მითხარიიით რა გთხოოოვთ <3 ნუ დამღუპავთ (((
5 წლის წინ 7679 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • რა დიდი იოსების? :D
    0
    0
  • მე9 კლასელო,გავიარე ახლახანს ეგ თემაა ..იოსები ერთი ჩვეულებრივი მეკურტნე,ტვირთის მზიდავი იყო...ის 25 თებერვლის ღამეს უჩვეულო ამბის მოწმე გახდა,ქალაქის მოსახლეობა ბოლშევიკების მოლოდინში ალიონიდან ეზიდებოდა მაფრაშებს,ხურჯინებს,ჩემოდნებს,რათა გადაერჩინა ქონება,მაგრამ რომელსაც,მთავარი ქონების,სულისა და თავისუფლების დაკარგვა ‘‘უნიათო“ბაგრატიონისთვის დაებრალებინა.მოკლედ,ამ ღამით საქართველო ჯვარცმისთვის ემზადებოდა,.იოსებს,უბრალო მუშას დიდი ასპარეზი მიეცა...ელექტრონით გაჩირაღდნებული კიბეებით,მატერიალური ცივილიზაციის მონაპოვრით, უსახლკარო მუშა მდიდრული სახლის ,საბჭოთა იმპერიის,ბატონ-პატრონი გახდა.როგორი იყო იგი ბუნებით?“ბრძნულ დუმილს ინახავდა დიდი იოსები ყოველ შეხედვაზე,თითქოს ბერი ყოფილიყო დაყენებული ამქვეყნიური დიდების ამაო ბრწყინვალების გულცივად მჭვრეტელი“,მას არაფერი აოცებდა ფოლადის რაინდის მანეკენის მსგავსად....ფოლადის მანეკენი ცოცხალს ჰგავდა და არც ცოცხალი იყო.....ხმალიც,დამბაჩაც,წათებიც და შუბებიც სანახაობად ქცეულა...უყურებს ამ პროცესს მეკურტნე იოსები და ვერ იჯერებს...ვერ იჯერებს,რომ მოკვდა ქართველში მეომრის სული,რომ ქართველმა დატოვა თავისი ღვთაებრივი სახლი და ...წავიდა.რა დარჩა იოსებს ამ სახლში?ბერბერა,იშვიათი ჯიშის ძაღლი ანუ სიმბოლო საოცარი ერთგულების...ერთგულება,რომლითაც უნდა შეინახოს ეს ‘‘მდიდრული“სახლი...სწორედ ამ სახლში იცვლება დიდი იოსების ცნობიერება ანუ აქ ნანახი სიზმარი ქვეცნობიერად ამზადებს მას იმ მომავალი ცხოვრებისთვის,რომელი ცხოვრებაც ზურგიდან კურტანს,მამაპაპისეულ ტვირთს მოაშორებს და უზრუნველი ცხოვრებით ტკბობას ჰპირდება.და იწყებს მეკურტნე ახალ ცხოვრებას,მაგრამ შინაგანი ხმა და მისი ბუნებისთვის დაუტეველი ყოფიერება აუმხედრდება მას იმგვარად,რომ იოსებს ნანატრი ოცნება ტანჯვად ექცევა.ერთ მსვენიერ დღესაც იოსები სტუდენტს,ანუ ინტელიგენციას დაუმეგობრდება.და ცხოვრობს იოსები ქალაქში,რომელიც არ ჰგავს თავისთავს.ახალმა ცხოვრებამ ყველაფერი შეცვალა!ამ მოთხრობით მწერალს უნდოდა ეთქვა რომ არ მოინდომო სხვის ხარჯზე გამდიდრება,რაც გაქვს იმით დაკმაყოპილდი ან გაისარჯე და გექნება!მგონი ნორმანულია:დ
    1
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
14 ქულა
10 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა
8 ქულა
7 ქულა
7 ქულა