• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

თემის დაწერაში ვინ დამეხმარებაა

აბოს წამება 8 საუკუნის 2 ნახევარში ანუ რა იყო და როგორი ვითარება
8 თვის წინ 134 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
1 პასუხი
  • ესეიგი ცოტა სხვანაირი თემაა მაგრამ თუ გადააკეთებ მგონი გამოდგება:
    იოანე საბანისძე საუბრობს ქართველთა განსაკუთრებულობაზე.ის ფაქტი,რომ ქართველმა ერმა ჯერ კიდევ IV საუკუნეში მიიღო ქრისტიანობა და მოინათლა, საამაყოა,რადგან საქართველო,საბერძნეთის მსგავსად უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა.იგი იწოდება წმინდანების დედად და მშობლიურ მიწად.აქ მცხოვრები სხვა ქვეყნიდან მოსული უცხოტომელები დროდადრო ჩვენი უფლის- იესო ქრისტეს მოწამეები ხდებოდნენ.
    ამაზე ყურრადღების გამახვილება მწერალს ქართველთა თვითშეგნების ასამაღლებლად დასჭირდა,თანამემამულეთათვის ჭეშმარიტების ჩასაგონებლად და ქრისტიანული სარწმუნოების აუცილებლობაში მათ დასარწმუნებლად.ისედაც რწმენაშერყეული ქართველები,ქართლში არაბების ბატონობის ხანაში,ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად,დაუფიქრებლად იცვლიდნენ რელიგიას და ჭეშმარიტ ქრისტიანულ გზას უხვევდნენ მაჰმადიანურ რჯულზე გადასვლით,ისე რომ ვერც აცნობიერებდნენ,რა შედეგები მოჰყვებოდა ამას სამომავლოდ ქვეყნისათვის.არაბებმა ზოგი ქართველი ტყუილით,ზოგი-ძალით,ზოგიც მზაკვრობით გადაიბირეს,ხოლო ის მორწმუნეები,რომლებიც ქრისტესაგან განდგომას ჭირის თმენა არჩიეს,მრავალ გასაჭირს,სიგლახაკეს,ხარკს და შიშს მტკიცედ იტანდნენ.ამ ადამიანების სახით ავტორი ყველა ქართველს მაგალითს აძლევს და აჩვენებს მტკივნეულ და მტანჯველ, მაგრამ მართალ და ჭეშმარიტ გზას,უფლისაკენ მიმავალს.
    ჩემი აზრით,იოანე საბანისძემ სწორად განსაზღვრა ნაწარმოების დასაწყისში ამ საკითხზე ყურადღების გამახვილების აუცილებლობა, რადგან იმ პერიოდში საჭირო იყო ქართველი ერის გამოხიზლებ და მათთვის მოსალოდნელი საფრთხის ჩვენება.ისინი უნდა მიმხვდარიყვნენ,რომ არაბები მზაკვრულად ცდილობდნენ ქართველთა გაარაბებას მათ მაჰმადიანურ სარწმუნოებაზე მოქცევით,ამიტომაც ავტორი ქრისტიანობის გამო ნატანჯი და ნაცრემლები ხალხის სახით თანამემამულეებს მისაბაძ მაგალითს უჩვენებს და მოუწოდებს მტკიცედ დგომას და წინაპრებისგან ბოძებული წმინდა ქრისტიანული სარწმუნოების დაცვას ნებისმიერ ფასად.რათა ქართველ ხალხს არ დაეკარგა თავისი სახე და ჩვენს მშობლიურ მიწას შეენარჩუნებინაღვთისმშობლის წილხვედრი,უძველესი ქრისტიანული ქვეყნის სახელი
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
84 ქულა
77 ქულა
36 ქულა
33 ქულა
28 ქულა
24 ქულა
15 ქულა
15 ქულა
13 ქულა
12 ქულა