• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

დამეხმარეთ :( სიმონ ჩიქოვანის ლექსის "თბილისის თოვლის" შინაარსი დამაწერინეთ რა :(


თოვლში თბილისი უტურფესია,

ყლორტზე ნაზია თოვლის ფიფქები,

მთებზე ვარდები დამითესია,

თუმცა მკრეფელი მე არ ვიქნები.



მთებზე მფრინავი ფანტელებია,

მე კი მგონია - ჰყვავის ტყემლები,

ხევში გალობით გამთენებია

და მთებს კვამლივით თავზე ვევლები.



მეწვის ვერაზე სულის საკმელი,

შენი მშვენების გავხდი მოწამე.

შენი ფიქრი და შენი საქმენი

გულის სასწორზე ბევრჯერ ავწონე.



ისანში ღვინო არ მითხოვია,

მწუხრით სავსეა ღვინის ჭიქები.

თბილისის მთებზე დაუთოვია,

თოვლს დაუფარავს ჩემი ფიქრები.



მაინც თბილია შენი კალთები,

საგზლით ივსება გულის კალათი,

შენი მშვენებით ბევრჯერ დავთვრები

და ვერ მივაღწევ სახლის კარამდი.



ჩემი სისხლია თოვლში ჩაღვრილი,

მაინც თეთრია თოვლის ფიფქები.

შენი ყელი ვარ, შენი საყვირი

და შენი ფესვიც მალე ვიქნები.



დამაწერინეთ გთხოოვთ :(
18 დღის წინ 51 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
0 პასუხი

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
40 ქულა
34 ქულა
31 ქულა
24 ქულა
21 ქულა
16 ქულა
10 ქულა
9 ქულა
8 ქულა
8 ქულა
ბოლოს დამატებული
busunaaaaaa
1 პასუხი
Tevziko
2 პასუხი
n1ka...
0 პასუხი