• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ვიღაცას უნდოდა თემის დაწერაში დახმარება "რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა" და შემოვიდეს აბა)

ისე, როცა ამ სათაურით წერ თემას, ამ შემთხვევაში უნდა დაწერო შენ როგორ გესმის ადამიანად ყოფნა:)) თუმცა ვეცდები დაგეხმარო.

ადამიანად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ ფიზიკურად არსებობდე. მთავარია, რომ შენში "ადამიანობა" ცოცხლობდეს. ჩემი აზრით, ადამიანი ადამიანობის გარეშე, იგივეა, რაც, დავუშვათ, ხე-ტოტების გარეშე, სახლი-კედლების გარეშე, სუნთქვა-ჰაერის გარეშე...
თუ ადამიანობა დაკარგე, მაშინ სიცოცხლის გაგრძელებას აღარ აქვს აზრი, რადგან, ვფიქრობ, რომ ყველაზე ფასეული სწორედ ადამიანობაა.
სიცოცხლის ბოლომდე ადამიანად დარჩენა ყველაზე რთულია დღევანდელ ცხოვრებაში, რადგან ბევრი ხელისშემშლელი და სწორი გზიდან გადამყვანი ფაქტორი არსებობს.
იყო ადამიანი ნიშნავს გრძნობდე. არ აქვს მნიშვნელობა რას გრძნობ, სიყვარულს თუ სიძულვილს, ბედნიერებას თუ უბედურებას, მთავარია გრძნობდე და იქამდე სანამ გრძნობადობის უნარს შეინარჩუნებ, სანამ მიწასავით ცივი და ქვასავით უგრძნობი არ გახდები, იქამდე დარჩები ადამიანად..
შეუძლებელია დაიბადო ტირანად, მაგრამ ასევე შეუძებელია დაიბადო ადამიანად. ადამიანად, პიროვნებად თავად უნდა ჩამოყალიბდე.

"ყველას ეძახიან ადამიანს, მაგრამ ძალიან ცოტას ეძახიან ადამიანს" (ჰიუგო)
"ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს" (გოეთე)
"ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელი"(სენეკა)
"რაც არ უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს,ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამქვეყნად"(გოეთე)

ეს დაგეხმარება...

"მაგრამ რადგანაც კაცნი გვქვიან — შვილნი სოფლისა,
უნდა კიდეცა მივდიოთ მას, გვესმას მშობლისა.
არც კაცი ვარგა, რომ ცოცხალი მკვდარსა ემსგავსოს,
იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნვოს!" (ნაწყვეტი ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსიდან "ფიქრნი მტკვრის პირას". ამ ლექსსაც გადაავლე თვალი)
4 წლის წინ 12379 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
3 პასუხი
  • არაჩვეულებრივი თემაა.თემების წერა და მსჯელობა ძალიან მიყვარს მაგრამ ჩემი მასწავლებელი უკვე მეათედ მაწერინებს ერთი და იმავე თემას
    0
    1
    დამატებული კომენტარები
    მე ესეს წერა უფრო მიყვარს, რადგან ესეში საკუთარ აზრს გამოვთქვამ, რაშიც ვერავინ შემედავება. :3 შენ გინდოდა ეს თემა? იმ კითხვაზე კომენტარი არ დაიწერა და ამიტომ აქ დავუწერე.
    ავტორი: Tha.Yorke
  • თემა მმაქ დადიანის ასული და მათხოვრის თემა დადიანის ასულის დახასიათებაა და ამ მოთხრობის მტავარი თემაა გტხოოოოოოოოოოოვტ
    0
    0
  • შენ გენაცვალე და შენ გაიხარე! გადამარჩინე მაგრად! თემა მაქვს ხვალისთვის და ვერ ვწერდი :D მადლობა!
    პ.ს
    მთლიანად არ გამომიკოპირებია :D ყველლა აბზაცი განვავრცე. დაწყებებია ძალიან კარგი.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
5 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
3 ქულა
2 ქულა
2 ქულა