• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად

ილია ჭავჭავაძე "ელეგია" პერიფრაზი

გამარჯობათ❤ ილია ჭავჭავაძის "ელეგია" პერიფრაზი მჭირდება და დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ❤

ელეგია

მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა
მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა
და თეთრი ზოლი შორის მთებისა
ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა.

არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!..
მშობელი შობილს არრას მეტყოდა,
ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი
ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა!

ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი
კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება...
ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი,
როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!

ილია ჭავჭავაძე
1 თვის წინ 61 მონახულება
საინტერესოა
Follow
პასუხი
2 პასუხი
  • ილია ჭავჭავაზე ლექსში 'ელეგია' საუბრობს თავის სამშობლოზე. ის ამბობს, რომ მთვარის მკრთალი ნათელი თავის მშობლიურ ქვეყანას ზემოდან მოჰფენოდა , ხოლო მთებს შორის არსებული თეთრი ზოლი ლაჟვარ სივრცეში ინთქმებოდა . არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. ეს ფრაზა გულიხმობს სულიერ მარტოობაზე , მშობელი შობილს არაფერს არ ეუბნებოდა ხშირად კი ირგვლივ ქართველების კვნესით ამოძახილიცღა ისმოდა . თვითონ კი პოეტი იჯდა მარტო და გასცქეროდა თავის სამშობლოს მთების ჩრდილს, რომელიც კვლაც მის ქვეყანას ეალერსებოდა . ლექსის ბოლოს ილია ნატრობს სიმშვიდეს . ის ნატრობს, რომ ქართველებს გაღვიძება ეღირსოს ანუ სულიერი სიმშვიდე . ამ ლექსს ახასიათებს მოწყენა,პოეტი ცდილობს ამ ლექსის საშუალებით ხალხი გამოაფხიზლოს, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. სახლში არიან და სძინავთ, ვერ აზროვნებენ, პოეტი კი მათ ეუბნებათ: გაახილეთ თვალები, მიიხედ მოიხედეთ რა ხდება ამ ყვეყანაზე,ხელები გაანძრიეთ სწორედ ეს არის პოეტის სევდის მიზეზი და სწორედ ეს ამიტომ არის ამ ლექსის მეტაფორა ძილი, ძილი ეს კი არ ნიშნავს, რომ ღამით გეძინოს, არამედ მან არ იცის რა ხდება გარეთ რა ამბავია, როგორ იღუპებიან ადამიანები, მათ კი ეს არ აინტერესებთ. პ.ს მეც გუგლში მოვძებნე
    1
    0
    დამატებული კომენტარები
    მადლობაა
    მადლობაა
  • ილია ჭავჭავაზე ლექსში 'ელეგია' საუბრობს თავის სამშობლოზე. ის ამბობს, რომ მთვარის მკრთალი ნათელი თავის მშობლიურ ქვეყანას ზემოდან მოჰფენოდა , ხოლო მთებს შორის არსებული თეთრი ზოლი ლაჟვარ სივრცეში ინთქმებოდა . არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. ეს ფრაზა გულიხმობს სულიერ მარტოობაზე , მშობელი შობილს არაფერს არ ეუბნებოდა ხშირად კი ირგვლივ ქართველების კვნესით ამოძახილიცღა ისმოდა . თვითონ კი პოეტი იჯდა მარტო და გასცქეროდა თავის სამშობლოს მთების ჩრდილს, რომელიც კვლაც მის ქვეყანას ეალერსებოდა . ლექსის ბოლოს ილია ნატრობს სიმშვიდეს . ის ნატრობს, რომ ქართველებს გაღვიძება ეღირსოს ანუ სულიერი სიმშვიდე . ამ ლექსს ახასიათებს მოწყენა,პოეტი ცდილობს ამ ლექსის საშუალებით ხალხი გამოაფხიზლოს, რადგან არავინ არაფერს აკეთებს. სახლში არიან და სძინავთ, ვერ აზროვნებენ, პოეტი კი მათ ეუბნებათ: გაახილეთ თვალები, მიიხედ მოიხედეთ რა ხდება ამ ყვეყანაზე,ხელები გაანძრიეთ სწორედ ეს არის პოეტის სევდის მიზეზი და სწორედ ეს ამიტომ არის ამ ლექსის მეტაფორა ძილი, ძილი ეს კი არ ნიშნავს, რომ ღამით გეძინოს, არამედ მან არ იცის რა ხდება გარეთ რა ამბავია, როგორ იღუპებიან ადამიანები, მათ კი ეს არ აინტერესებთ.
    0
    0

პასუხის გასაცემად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია.



კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
21 ქულა
19 ქულა
9 ქულა
8 ქულა
6 ქულა
6 ქულა
5 ქულა
4 ქულა
3 ქულა
3 ქულა