დამეხმარეთ მოწყალე ადამიანებო :დდდ

დამეხმარეთ მოწყალე ადამიანებო :დდდ

კითხვა N956584 0 პასუხი ხომალდის დაღუპვის შემდეგ ერთადერთი ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი ტალღამ პატარა დაუსახლებელ კუნძულზე გარიყა. იგი გულმხურვალედ ევედრებოდა ღმერთს შველას. დახმარების მოლოდინში ყოველდღე ათვალიერებდა ჰორიზონტს. ბოლოს, არაქათგამოცლილმა და თითქმის იმედგადაწურულმა, გადაწყვიტა, წყალში ჩარჩენილი ძელებისაგან, ავდარში თავის შესაფარებლად პატარა ქოხო აეგო. ერთხელ, საკვების საძებრად წასული, უკან რომ დაბრუნდა, ნახა, რომ მისი ქოხი ცეცხლის ალში იყო გახვეული, კვამლი კი ცას სწვდებოდა. რაც გააჩნდა, ისიც დაკარგა, იგი რისხვამ მოიცვა და საყვედურიც კი შეჰკადრა უფალს: - "ღმერთო, როგორ შეგეძლო ასე მომქცეოდი?!" - მთელი ხმით ყვიროდა გამწარებული. გამთენიისას ნაპირს მოახლოებული გემის ხმამ გააღვიძა, რომელიც მის საშველად მისულიყო. - როგორ გაიგეთ, რომ აქ ვიყავი? - ჰკითხა გათანგულმა კაცმა თავის მხსნელებს. - შენი კვამლის სიგნალი დავინახეთ, - უპასუხეს მათ. tqveni azri damiweret amis shesaxeb ra