ვისაც უნდა ეს თემა შემოდით და ნახეთ ''პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე?'' ?

ვისაც უნდა ეს თემა შემოდით და ნახეთ ''პასუხისმგებელია თუ არა საზოგადოება ცალკეული ადამიანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე?'' ?

კითხვა N986178 1 პასუხი თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია საზოგადოებაზე მთლიანად და მის თითოეულ წევრზე. ერთი ხის რომელიღაც ნაწილის დაავადება - ვთქვათ მერქანის ან ფესვის- მთელ ხეზე ვრცელდება და შედეგს ხის ნაყოფიერება- უნაყოფობის სახით ვღებულობთ. მაგრამ საზოგადოება ხომ გაცილებით რთული და მაღალორგანიზებული ორგანიზმია ვიდრე ხე ამიტომ სოციალური "ხის" ანუ საზოგადოების რაღაც ნაწილის დაავადებას, რასაც ჩვენ სიმპტომატურად კონკრეტული ადამიანის დანაშაულის სახით ვაწყდებით,შედეგად გამოაქვს მომწამვლელი ნაყოფი -მახინჯი მორალი! როგორც ხე შეიცნობა ნაყოფით, ისე საზოგადოება შეიცნობა მორალით! იმ მორალით,რაც წარმოდგენილია სოციუმის წევრთა ქმედებების სახით. როგორ აგებს პასუხს ხე თავისი დაავადებით რაც მის გადაგვარებულ-გადაჯიშებულ ნაყოფში გამოიხატა? თავისი სიცოცხლით აგებს პასუხს ხე. მას მოჭრიან და ცეცხლისთვის გამოიყენებენ. როგორ აგებს პასუხს დაავადებული საზოგადოება, რომელმაც მახინჯი მორალის ადამიანები წარმოქმნა? ეს საზოგადოება განადგურდება. როგორც ეთნოსი, როგორც ერი, როგორც სახელმწიფო. ამის მაგალითები უამრავია. ბიბლიაშიც, ისტორიაშიც მაგრამ ნაყოფი კეთილი, რომელიც დაუავადებელ შტოზე აღმოცენდა, გადირჩევა, როგორც მომავალი სათესლე-საჯიშე ახალი მცენარის სიცოცხლისა და თავის არსებობას გააგრძელებს მომავალში. საზოგადოების წევრები- ცალკეული ინდივიდები, რომელთა შრომა და ღვწომა მიმართულია მთელი სოციუმის კეთილდღეობისაკენ,-თავის თავში ავითარებენ ამ მთელი სოციუმის საუკეთესოს - მის ექსისტენციას და ასეთი ინდივიდუალობები გადავლენ მომავალი საზოგადოების წევრებად. იმ საზოგადოებისა, რომელის თითოეული წევრი საკუთარ ასრებობას აცნობიერებს როგორც უნიკალური ჟღერადობის სიმად, რომელმაც უნდა იხმოვანოს მთლიანი საკრავის სხვა სიმებთან თანაჟღერადობაში, თუკი მას სურს რომ იარსებოს როგორც ინდივიდმა და როგორც -საზოგადომ. ერთი -ყველასათვის, ყველა- ერთისთვის - ეს არის ის უმაღლესი იდეალი, რომელსაც უსათუოდ განახორციელებს მომავლის კაცობრიობა. კითხვაზე პასუხი ასეთია: დიახ, საზოგადოების თითოეული წევრი მონაწილეა ჩადენილი დანაშაულისა, მაგრამ ვინ რითი მონაწილეობს? ზოგი -ხელშეწყობით ზოგი ხელისკვრით ზოგი -გულგრილობით ზოგი -გულბოროტობით ზოგი -ბრალდებით ზოგი -დასჯით ზოგი- გულუბრყვილობით და სიბრიყვით უმცირესნი -თანაგრძნობით კიდევ უფრო მცირედნი - დაცვით ერთეულნი- მოზიარენი ხდებიან მთელი ამ ისტორიის ტკივილისა.. ხოლო სიყვარული რომ იყოს, დანაშაული აღარ იარსებებს. :D შეაფასეთ