შელოცვა რადიოთი (მოკლე შინაარსი)

შელოცვა რადიოთი (მოკლე შინაარსი)

კითხვა N991456 1 პასუხი ნიკო ლორთქიფანიძისთვის სამშობლოზე სევდა , მისი სიყვარულის ძალა იმდენად ორგანულია , რომ მას მწერლისგან ადამიანში ქვეშეცნობილი ღირებულება აქვს მინიჭებული. ადამიანი შეიძლება არც გრძნობდეს ამ სევდას , არც ფიქრობდეს სამშობლოს სიყვარულზე , მაგრამ იგი მაინც არსებობს მასში , არსებობს , როგორც უდიდესი და უწმინდესი განცდა . ამ თვალსაზრისით საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის ნ.ლირთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი ’’. ესაა საკმაოდ ტიპური სურათი სამოქალაქო ომისა და საქართველოში მენშევიკების ბატონობის პერიოდისა. ესაა ასხავა მიმავალი კლასების წარმომადგენლების სულიერი დეპრესიისა, მათი უკანასკნელი გაბრძოლებისა ცხოვრებაში ადგილის დასაკავებლად და მოქანცული ხელის ჩაქნევისა ყველასა და ყველაფერზე.ამ განწყობილებათა შესანიშნავი გამომხატველია მოთხრობის მთავარი გმირი - ელი გორდელიანი. თავადის ქალი ტრადიციულ მორალზე აღზრდილი და ტრადიციულადვე ცხოვრებისწინაშე უსუსური , მორიდან მოსხლეტილი ნაფოტივით დაატრიალა ცხოვრების ტალღამ , აიტაცა და თავის მუქ მორევში შეაგდო.ქართველმა ქალმა სწრაფად გაიარა მეტამორფოზის გზა მოკვდა ქალში ქართული კდება და თავდაჭერილობა , მოკვდა ყოველგვარი სურვილიც. დარჩა სულის აბსოლიტური სიცარიელე... ქართველი ქალი , ძველი ქართული გვარის უკანასკნელი ნაშიერი კვდება კონიაკით მთვრალი , გველებთან ცეკვით მოღლილი და მათგანვე დაგესლილი. ესაა ჩარჩო ნაწარმოებისა , ჩარჩო საკმაოდ ტიპური და 1927 წლისთვის უკვე ცნობილი ქართულ ლიტერატურაში . საქართველოზე ოცნება თან სდევს ქალს ყველგან და ყოველთვის. და თვით მისი სიკვდილის მიზეზიც ამ ოცნებაშია. ელის სურდა ეყიდა სამშობლოში დაბრუნების უფლება ჭრელ პარტნიორებთან ამ გასაოცარი შეჭიდებით. ელის უკანასკნელი სურვილიც - ძიძის შელოცვის მოსმენის სურვილი - არის რწმენა განწირულისა. რწმენა , რომ ქართული სიტვა , საქართველოდან მოსული ხმა განკურნავს მას , მისცემს უნარს კვლავ დაუბრუნდეს სიცოცხლეს . ელის სახე დიდი სიყვარულით აქვს დახატული ავტორს . ამ სიყვარულს ქმნის თანაგრძნობა სამშობლოდან გადახვეწილისადმი , ფუფუნებაში მყოფი ღატაკისადმი . ნიკო ლორთქიფანიძე ხშირად აზუსტებს ნაწარმოების რაობას სათაურის ქვეშ მინაწერით „ დიდი გოდების მცირე ნაკადი“ . ამით ავტორს სურს გვითხრას , რომ ოციანი წლების საქართველოში მომხდარი ის ამბავი , რომელიც უნდა გვიამბოს , ერთი პატარა შენაკადია ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედიისა. ნაწარმობის გაცნობის შემდეგ ცხადი ხდება , რომ „დიდი გოდება“საქართველოს იმდროინდელ მძიმე მდგომარეობას გულისხმობს . ელისა და მის მსგავსთა ყოფა კი „ მცირე ნაკადს“ დიდი ტკივილისა. მოთხრობას ეპიგრაფიც ახლავს , რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.პირველი ნაწილი რუსთაველის სიტყვებია , მცირედ შეცვლილიავტორის მიერ : „ რას მიქნევდით , რათ გინდოდით ერთმანეთსა რითა ვგვანდით ? თქვენ მორჭმულნი თამაშობით ჩვენ მტირალნი ღაწვსა ვბანდით“ მართლაც , რა საერთო უნდა ჰქონოდა ელის თუ ნებისმიერ ქართველს ჰექსლეი-ბრომლეისთანა ადამიანებთან ? ხალხთან , რომლების მხოლოდ დროის გასატარებლად გადადიოდნენ ერთი ქვეყნიდან მეორეში და უაზროდ ხარჯავდნენ მილიონებს რაში ? თვითონაც არ იცოდნენ. ვეფხისტყოსნის ხელნაწერთა უმეტესობაში ეს ადგილი ამგვარად იკითხება : „ რას მაქნევდით , რა გინდოდათ ...“ (დანარჩენი უცვლელია) . ნიკო ლორთქიფანიძის ვარიანტი არც ერთ ხელნაწერში არ დასტურდება , რაც გვაფიქრებინებს , რომ მწერალს გადაუკეთებია რუსთაველის ტექსტი და მოურგია ელის ცხოვრებისთვის. ჰექსლეისა და ბრომლეისთვის ცხოვრება მხოლოდ გართობა და დროსტარება იყო - „მორჭმული თამაშობდნენ“ , ელისათვის კი ტანჟვა-წამება და ნოსტალგია , „მტირალი ღაწვსა ბანდა“. ეს ეპიგრაფი მარტოსული ელის ბედზე მიგვანიშნებს. ნაწარმოების იდეის უკეთ გასაცნობად ყურადღება უნდ მივაქციოთ რამოდენიმე საინტერესო დეტალს : „ელის ნათლობის სახელი , ელპიდა -საბუთებში დარჩა და დიდედის ლოცვანში ჩაკვდა“ამბობს მწერალი. „ ელპიდა“ სასოებას , იმედს ნიშნავს. სასოება კი ერთ-ერთია სამ უმთავრეს ქრისტიანულ სასოებათაგან. სწორედ უფალია სასოება ადამიანისთვის. ვინც იმედს კარგავს , ის უფალს კარგავს , საკუთარი თავიდან განდევნის მას . ელიმ კი თავიდანვე დაკარგა სასოების სათნოება. ელის ხელში შემოადნა სარწმუნეობა , სასოება და სიყვარული .საყრდენი დაკარგა და ცხოვრებისგან „ნაპტკვენ ბუმბულად“ გადაიქცა. უსაყრდენო ადამიანი განწირულია, სულიერ-სხეულებრივ ნეტარებას ვერ მოიპოვებს . ნ.ლორთქიფანიძე ელის ხატავს , რომელიც სხეულებრივი სილამაზითა და სულიერი მომხიბვლელობით დიდი შენამატი იყო საქართველოსთვის. ასეთ გამორჩეულებს ღვთისგან განსაკუთრებული მისია ეკისრებოდა - ღირსეულად ეტარებინა რჩეულობის პატივი და უფლისგან ბოძებული ტიტული . გორდელიანის ქალმა ეს ყოველივე დაივიწყა , როდესაც ცხოვრებამ განსაცდელი მოუწყო მან მცდარი გზა აირჩია , უცხოობა და ფუფუნება არჩია სამშობლოში მოთმინებასა და სიღატაკეს . ამ ნაბიჯით იგი ისეთივე ცოდვილი გახდა , როგორიც ბევრი სხვა, ამგვარად ვერ შეინარჩუნა რჩეულობის პატივი . ელიმ ხელიდან გაუშვა შესაძლებლობა , რომ მისი ფერფლი თბილისში მიმოებნიათ. თავადაც მიხვდა , რომ უნდა განწმენდილყო, ცოდვა მოენანიებინა , რათა საქართველოში დაბრუნების უფლება მოეპოვებინა .როდესაც გველებთან ცეკვა გადაწყვითა უცნობ ქართველს , ჰექსლეისა და ბრომლეის აღარ მოუსმინა , უკან აღარ დაიხია. ელის ცეკვა ერთი მხრივ იმის მაუწყებელი იყო , რომ ქალი მზადი იყო ნებისმიერი მსხვერპლის გასაღებად , თუნდაც ეს გველის შიშის დაძლევა და მისი დამარცხების აუცილებლობა ყოფილიყო. მწერლის სათქმელიც ესაა . კაცი უნდა ცდილობდეს სწორად წარმართოს თავისი სიცოცხლე, ისეთი გზა აირჩიოს , რომელიც ტკივილისა და უბედურებისთვის გაწირავს. მით უფრო მაშინაა სიფრთხილე საჭირო სატანის საუფლოში , როდესაც გულშემატკივარი არ გყავს.. მამამისმა დუელზეც კი თქვა უარი და შვილის ღირსება ვიღაც გადამთიელს მიუგდო , შვილმა კი სრულიად დაივიწყა დედა . რაც შეეხება სათაურს, ნ. ლორთქიფანიძემ კარგად იცის შელოცვის მადლის შესახებ , ამიტომ უმიზნოდ არ დაურქმევია მოთხრობისათვის „შელოცვა რადიოთი“ . სანამ ფინალს არ მიუახლოვდება მკითხველი იქამდე ვერ ხვდება თუ რა შუაშია ან შელოცვა ან რადიო. გავიხსენოთ ნაწარმოების გმირს ელპიდე უწოდეს , მაგრამ მალევე დაივიწყეს .ელის სახელი „საოებას“ , „იმედს“ ნიშნავს , მაგრამ ვერც თავის ერსა და ვერც საკუთარ თავს იმედად და მსასოებლად ვერ მოევლინა. ელი დაიბადა საქართველოში , იმპერიოდში , როცა დღეს თუ ხვალ ქვეყნის ბატონ-პატრონი რუსეთის იმპერია გახდება. სხვის მსასოებლად გაჩენილ ქალს თვითონვე ჭირდება მხარში ამომდგომი და იმედიანი სიტყვის მთქმელი. ამიტომ ბრმად მიჰყვება ცოლად გრაფ ბორნეკოვს .ჯვრისწერა არც კი დამთავრებულიყო , რომ ქალი სასოწრკვეთილებაში ჩვარდა.ახლადშერთული ცოლი გალეშილ ქმარს გვიან გაახსენდა .იხილა გი მძინარედ და იმდენად მოიხიბლა რომ თანამეინახეებიც მოიწვია ამ მშვენიერების სანახავად. ბედმა ესეც არ აკმარა , მატარებლიდან გაქცეული კინაღამ ჩაუვარდა ხელთ ფრონტიდან მომავალ დეზერტირებს. ძლივს გადარჩა , გადამრჩენელი არ დაივიწყა და ახლა მას დაუკავშირა ბედი , რადგან ისევ ფარი და იმედი სჭირდებოდა.აქაც შეცდა . მალე მიხვდა შეცდომას , მაგრამ ამან საქმეს ვერ უშველა. იერონიმე მშვილდაძესთვის ნებისმიერი ქალი ერთი და იგივე იყო. ისევ უიმედოდ დარჩა ელი. დამოუკიდებლობა მოპოვებულ საქართველოში მონასტერი აირია , „ძაღლებს მიუგდეს საჭმელად ცხედრები და პუბლიცისტი იხვეწებოდა : ძაღლებს მაინც ნუ გაუფუჭებთ ზნესო“ მერე ქვეყნის სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ და ელიც დარჩა მოხუც მამასა და ახალშობილ შვილთან ერთად სრულიად მარტო. ამ დროს შემთხვევით გამოჩენილი ინგლისელი საქმოსანი ჰექსლეი მოევლინა იმედად ელის . დატოვა ყველაფერი და გაჰყვა მას. ერთი შეხედვით ბედნიერია არაფერი არ აკლია : რუსეთის და ევროპის ქალაქები , ნაირ-ნაირი სასტუმროები , მუზეუმები , ოპერები და ოპერეტები . უეცრად ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა .ამერიკელმა მილიარდელმა ბრომლეიმ ჰექსლეისგან შეისყიდა ინდოელი მძღოლი რამინო 15000 დოლარად. ჭაბუკმა ერთი გააქნია თავი, პატრონს გარიგების ნება მისცა , თვითონ კი უკვალოდ გაქრა. ელიც მიხვდა , რომ მასაც ასე დაემართებოდა თუ თავს არ უშველიდა და ამიტომ არ მოერიდა ორ შხამიან ასპიტს , არ მოერიდა და შეეწირა კიდეც. აქამდე რომ არ გახსენებია , ახლა მოაგონდა შელოცვა . ითხოვა და მიიღო , თუმცა ვერ უშველა . წავიდა ამქვეყნიდან ადამიანი და ერთი კაციც არ დაჩა ისეთი , გულით რომ დაეტირებინა.ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილ პანაშვიდზე ლამის ნიშიც კი მოუგეს : „ელია დამნაშავე! რათ გაჰყვა? კაცი აღარ იყო ჩვენში?!“ „ასეთი სიკვდილი სჯობია განაწამებ და გაძვალტყავებულ სიცოცხლეს.შენიშნა თინომ“. მწერალმა რაღად უწოდა ნაწარმოებს „შელოცვა რადიოთი“. მხოლოდ იმიტომ , რომ ეჩვენებინა , ყოველგვარი შელოცვა მაშინ ჭრის , როცა კაცი მშობლიურ ნიადაგზე დგას , ელი გორდელიანი კი უცხო მიწაზე გადარგული ხე იყო, მშობლიურ ფესებს მოწყვეტილი, ამიტომ ვერ უშველა როსკანის შელოცვამ. არც ბრომლეიმ შეუსრულა უკანასკნელი სურვილი , არ დააბრუნა თბილისში , თუმცა ყოველმხრივ გააპატიოსნა მიცვალებული. ამაყად გაიარა ნიკო ლორთქიფანიძემ თავისი რთული და ამავე დროს , შეუბღალავი შემოქმედებითი ცხოვრების გზა. ამ გზაზე მწერალს ზოგჯერ შეცდომები და ხარვეზები ჰქონდა , მაგრამ მას ყოველთვის უყვარდა თავისი სამშობლო და ეს მიაჩნდა პირველ საზრუნავად. ნიკოს უფლება ჰქონდა გაემეორებინა ბარათაშვილის სიტყვები : „ მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად“. 1944 წელს უკანასკნელად გაიმარჯვა ნიკო ლორთქიფანიძემ სიტყვასთან ჭიდილში და მის სამარეზე მივიდა უკვდავება. სასიკვდილო სარეცელზე ის ისევე სიტყვაძვირი და უდრტვინველი იყო , როგორც ცხოვრებაში და კვდებოდა ისე , თითქოს ახალ სიცოცხლეს იწყებდა. მან ისევე მოულოდნელად შეწყვიტა სიცოცხლე ,როგორც ფრაზას ან მოთხრობას წყვეტდა ხოლმე: „კრემატორიუმის გამგემ მოქანდაკეს გადასცა ოქროს მედალიონში მოთავსებული ელის დამწვარი ნეშთი. ხელოვანმა იგი ჩამალა ქანდაკების გვერდში დატოვებულ ღრუში. სახურავი დააფარა და თავი მოუგნისა. ელის ხომ უფრო შეეფერებოდა , რომ მისი ფერფლი სადმე ნიკოლოზ ბარათაშვილის ძეგლის ახლო მიმოებნიათ!!..