ვინც დავითიანზე ხართ გამოგადგებათ

ვინც დავითიანზე ხართ გამოგადგებათ

კითხვა N992380 0 პასუხი გაშინაარსებაა : ტყვეობითაგან გაპარვა დავითისა დავით გურამიშვილი გულიტ უფლის მცნებებს ატარებდა. მან ღმერთს სთხოვა ისეთი წინამძღოლი მოევლინა რომ ქრისტიანთა მტრების საზღვარი უვნებლად გადეარებინა. უფალი ახსენადა იქით წავიდა საითაც გზა ეგულებოდა, მისი გული ტიროდა თვალები კი ცრემლით ევსებოდა. იმედი ჰქონდა გადაწურული რომ გული გულობას გაუწევდა. მას მიაჩნდა რომ თავისი მოყვასნი დაკარგულები ჰყავდა. დღისით წინამძღოლობას უწევდა მზე, ღამით მთვარე. იგი დიდი დათვის თანავარსკვლავედს მიენდო და წავიდა ჩრდილოეთის მხარეს. შუა ღამეს შიშველ მთას მიადგა დაღესტანში. მაშინ სიცოცხლის გამამწარებელ რამეს შეესწრო. ატყდა ქარი, სეტყვა, დაიწყო ელვა და ქუხილი. ელვის შიშით წამდაუწუმ თვალებს ახამხამებდა, თავშესაფარი არსად ჩანდა, რამაც ძალიან შეაშფოთა. თავზე სარტყელი მოიხვია, დაწვა, ტანს უკვე არარ ჩიოდა. სეტყვის შიშიტ პიქრვე დამხობილმა გაიფიქრა, რომ ელვის დროს ამდგარიყო და თავშესაფარი მოეძებნა. იელვა, ადგა და მართლაც, მან გამოქვაბული იპოვა. მივიდა და შიგნით შეძვრა. უფლის მადლობელი იყო. ამ ყველაფერმა დავითს იმედი ჩაუსახა და მიხვდა რომ ღმერთი მფარველობდა რადგან მან დაიხსნა წვიმის, ელვის და ჭექაქუხილისაგან. რაც მეტად ენდობა ადამიანი უფალს, მით მეტად ეხმარება ის. დავითმა თქვა რომ უფალი იყო მისნაირი ცოდვილების მხსნელი. ღმერთის განზრახვის წინასწარ გაგება ძალიან ძნელია. თვალებ დახუჭულს გარს ბნელი ღამე ერტყა. მას ქრისტემ გულით აგრძნობინა რომ გზა ჰქონდა და ჰპოვა საძენბელი. სეტყვამ გადაიღო. გამოვიდა და უფალს მსხვერპლად მხურვალე ცრემლი შესწირა, რადგან მას მსხვერპლად შესაწირავი საქონელი არ ჰყავდა. არც ცოდნა ჰქონდა დიდი. მხოლოდ ერთი ლოცვა ჰქონდა გაზეპირებული: “ღმერთო, დამიხსენ მტერთაგან!”.