შუშანიკის დახასიათება ვისაც გინდათ აჰაა. ;) ნახეთ

შუშანიკის დახასიათება ვისაც გინდათ აჰაა. ;) ნახეთ

კითხვა N995458 0 პასუხი შუშანიკი ნაწარმოების მთავარი გმირია. ავტორი დიდი მოწიწებით, სიყვარულითა და აღტაცებით აღწერს მისი თავგანწირვის ამბავს. შუშანიკი,წარმოშობით, მამიკონიანთა გვარიდან იყო. მამიკონიანები სომხეთის ერთ-ერთ უწარჩინებულეს გვარს ეკუთვნოდნენ. შუშანიკი მოფერებითი, სასიყვარულო სახელია დედოფლისა. მისი ნამდვილი სახელი ვარდანი იყო. „მამისაგან სახელი ვარდან- და სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ.“ ის იყო ღვთის მოშიში, ძალიან მორწმუნე, თავმდაბალი, თავგანწირული. ამაზე მრავალი ფაქტი მეტყველებს: „მეცა ღვაწლისა განმზადებულ ვარ“ ანუ მას თავიდანვე კარგად ესმოდა, რომ ვარსქენი მას ურჩობას არ აპატიებდა და სასტიკად დასჯიდა, მაგრამ დედოფალმა სიკვდილი არჩია მის მორჩილებას. „უმჯობეს არს ჩემდა ხელითა მისთაგან სიკუდილს, ვიდრე ჩემი და მისი შეკრებაი და წაწყმედაი სულისა ჩემისაი.“ შუშანიკი ეუბნება ვარსქენს: „შენ შემოქმედი უარყავ და მემცა შემიწყალეა?!“ ამასთანავე იაკობ ხუცესი ამბობს შუშანიკთან საუბარში: „შენ ჩვენი არა მხოლოდ დედოფალი ოდენ იყავ, არამედ, ჩვენ ყოველთა, ვითარცა შვილთა, გუხედევდ.“ ეს ფაქტები შუშანიკის თავდამბლობაზე მეტყველებს. შუშანიკი როგორც ცოლი, ძალიან მზრუნველი და ქმრის მოსიყვარულე იყო. იგი მუდამ ლოცულობდა ვარსქენის მოღალატე ბუნების შეცვლისათვის, „და უკეთურებისა მის სახისა ქმრისა, მარადის გულს ეტყვენ და ევედრებიან ყოველთავე ლოცვისად ყოფად მისთვის.“