ვისაც დრო გაქვთ და რუსული იცით:)

ვისაც დრო გაქვთ და რუსული იცით:)

კითხვა N997636 1 პასუხი გადამითარგმნეთ გთხოვთ რაა:)) მე ვიმოგზაურებდი მიუნხენში რომელიც გერმანიის ერთ-ერთი მიწის, ბავარიის დედაქალაქი და გერმანიაში სიდიდით მესამე ქალაქია. მიუნხენი მწვანე ქალაქია უამრავი პარკით – მათ შორის ყველაზე გამორჩეულია ინგლისური ბაღი. ეს ბაღი ძალიან ლამაზი და მასშტაბურია, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე დიდიც კი ყოფილა. პარკში ჩამოედინება მდინარე იზარი, რომელიც გედებით და იხვებითაა სავსე. ერთ ადგილას მდინარეზე სერფინგის ადგილიც კი არის მოწყობილი. მიუნხენი თითქოს იდეალური შერწყმაა: თან დიდია და თან მყუდრო, თან ისტორიულია და თან თანამედროვე. დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ ადგილს.