ჩემი მეგობრის მიერ დაწერილი მოთხრობა გთხოვთ წაიკითხოთ და მითხრათ ღირს თუ არა გაგრძელება

ჩემი მეგობრის მიერ დაწერილი მოთხრობა გთხოვთ წაიკითხოთ და მითხრათ ღირს თუ არა გაგრძელება

კითხვა N980781 0 პასუხი 1 თავი კირა Williams-ი მქვია და ვარ ადამიანი რომელიც უცნაურ სიზმრებს ხედავს.სანამ სიზმრების მოყოლას და ახსნას დავიწყებ მინდა გითხრათ,რომ სწორედ ახლა ვზივარ ბუხართან და ყავას ვსვამ. იმდენად მიჭირს ყველაფრის დაწერა და ახსნა ,რომ ვერც კი წარმოიდგენთ.წერის დროს მეშინია რამე დეტალი არ გამომრჩეს, ამიტომ რამდენჯერმე უნდა გადავიკითხო რასაც დავწერ. ვცდილობ ცხოვრება თავიდან დავიწყო, მაგრამ არ მინდა დავივიწყო ის რაც მოხდა ჩემი სიცოცხლის განმავლობაში.არ მინდა ამ უჩვეულო,საშიში,საინტერესო და უცხო ცხოვრებიდან რამე დამავიწყდეს, ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ყველაფერი რაც მოხდა,ხდება და მოხდება.ეს ყველაფერი ვერ გადავხარშე ტვინში სანამ არ შევხვდი იმ ადამიანებს, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავეს, არა დიდი ადგილი არა მთელი ჩემი ცხოვრება დაიკავეს. მათზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, ახლა კი არ მინდა თავი მოგაბეზროთ ჩემი თავის აღწერით ამიტომ გადავალ პირდაპირ მთავარ თემაზე. გირჩევნიათ კარგად მოემზადოთ რადგან წინ გელით საოცარი ისტორია. ფაქტები არის ნამდვილი და მოქმედება რათქმაუნდა აქ საქართველოში მოხდა კერძოთ თბილისში. მოგიწევთ წაიკითხოთ დაუკერებელი ისტორია რომელიც გადამხდა მე,უბრალო ადამიანს და თქვენი გადასაწყვეტია ამ ყველაფერს დაიჯერებთ თუ არა. 2 თავი ჩემი პატარაობიდან ბევრი არაფერი მახსოვს, მხოლოდ ის რომ ძალიან მიყვარდა მითიური არსებები: ( ფერიები,გოლიათები,ჭინკები,ჯუჯები, ქალთევზები,ტროლები,კენტავრები, ფავნუსები,ვამპირები და სხვა.) ბავშვობაში ხშირად ვლაპარაკობდი ესეთ არსებებზე ძირითადათ ფერიებზე, ნუ რათქმაუნდა ყველა პატარა ბავშვი ოცნებობს რომ ფერია იყოს და პატარა ლამაზი ფრთები ქონდეს, ასე ვიყავი მეც. სულ ვოცნებობდი, რომ ვყოფილიყავი ფერია, მაგრამ სამწუხაროდ არ ვარ.ჩემი უჩეულო და დაუჯერებელი ისტორია დაიწყო მაშინ, როცა ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ქალი, რომელმაც ძალიან შემცვალა. ეს ქალი ადრე ბევრჯელ მყავდა ნანახი, მაგრამ არასდროს გასჩენია სურვილი მოსულიყო ჩემთან და დამლაპარაკებოდა სანამ არ გავხდი 11 წლის. ზაფხულის ერთ საღამოს, როცა 11 წლის ვიყავი, მეგობრებთან ერთად გარეთ ვსეირნობდი, ( სიმართლე გითხრათ აქამდე არასდრო მყავდა ისეთი ახლო მეგობარი ვისთვისაც შემეძლო დაქალი დამეძახა). ქალი, რომელმაც იმ საღამოს დამიძახა და მასთან მისვლა მთხოვა. ვერ წარმომედგინა რატომ უნდა სდომნოდა ჩემი მისვლა, მას მიუახლოვდი და პირველი რაც მკიითხა იყო ეს: „შენ კირა ხარ?" ძალიან გაკვირვებულმა შევხედე და უპასუხე: „კი" ( უცხო ქალისთვის მხოლოდ კის თქმა ცოტა უზრდელობა გამოვიდა მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე) მან კი მკითხა: „ბებიაშენი ცოცხალი აღარ არის ხო?" არ ვიცოდი ეს ქალი ბებიაჩემს თუ იცნობდა.( ბებიაჩემი დიდი ხნის წინ გარდაიცვალა როცა მე 2 წლის ვიყავი, როგორც დედაჩემი მეუბნება განსაკუთრებით უყვარდი და უნდოდა დიდ ხანს ეცოცხლა) მე კი უპასუხე რომ ცოცხალი აღარ იყო და ამის შემდეგ მითხრა ისეთი რაღაც რამაც იმედი მომცა, რომ ეს ჩემი ფიქრი სიმართლე იქნებოდა რომ მართლა შესაძლებელი იყო ეარსება იმ არსებებს რომლებიც მაღლა დავწერე. მან მითხრა: „ ბებიაშენი ცოცხალი რომ იყოს ყველაფერს მოგიყვებოდა, მითხარი მაღლა მთვარეზე რამე ფიგურებს ხედავ?" (იმ ღამეს მთვარე დიდი მახსოვს ჩულებრივთან შედარებით, დიდი იყო და შიგნით რაღაც ფიგურები ირეკლებოდ) თავიდან ვერ გავბედე მეთქვა რა ფიგურები იყო შემდეგ კი უთხარი და მისი პასუხი ასეთი იყო: ხო შენ ხარ ბედნიერი ვარ რომ გაგიცანი, იცოდე თუ რამე უცნაური შეგხვდება ცხოვრებაში შეგიძლია მომმართო. ( ეს არც ნაცნობი და არც უცნობი ქალი იმ უბანში ცხოვრობდა სადაც მე). ძირითადად არ მიყვარს დედაჩემს რომ რამეს ვეკითხები მითუმეტეს რომ ძალიან შევცდი როცა სახლში მისვლის შემდეგ მაგ ქალზე ვკითხე, მართალია პასუხმა არ დამაკმაყოფილა მაგრამ მაინც ღირდა მეკითხა. დედაჩემმა მითხრა რომ ადრე ბებიაჩემი და ეს ქალი ახლო მეგობრები ყოფილან, და ამ ქალმა იწინასწარმეტყველა რომ მე დავიბადებოდი და დამარქმევდნენ კირას, მაგრამ შემდეგ მიაყოლა რომ გიჯია თავი დაანებეო. რა უნდა მექნა თავი დავანებე, მაგრამ თავიდან არ ამომვარდნია ეს შემთხვევა. ამ დღის მერე ცხოვრება შემეცვალა ვერ ვიტყვი რომ ცუდად მაგრამ არც კარგი არ მომხდარა, ასე ვთქვათ ირონიულად შევხვდი ყველაფერს და უბრალოდ წყნარად ვიყავი. 3 თავი იმ დღის შემდეგ ბევრი რამე მოხდა მაგრამ არ ვაპირებ ყველაფრის დაწერას რაც მე არ მეხება. ვცდილობ შევინარჩუნო 1 თავის შინაარსი და ყველაფერი ავხსნა, მაგრამ მიძნელდება მოდი ამ ყველაფერს მოკლედ ჩამოვწერ. იმ დღის შემდეგ დიდი ხანი არ იყო გასული, მაგრამ ნელ-ნელა იმედი დამეკარგა იმიტომ რომ აღმოვაჩინე ახალი ცხოვრება. ( ვგულისხმობ ახალ მეგობრებს და ახალ გარემოს) იმ წლის ზაფხულში, სოფელში წამიყვანეს, და იქ დამთავრდა ჩემი მითლოგიურ მეგობრებზე და იმ ქალზე ფიქრი.გავიცანი ახალი მეგობრები და რამდენიმე დღეში სიგარეტის მოწევაც დამაწყებინეს ( ხო ნუ კაი არ დავმალავ რომ დიდი სურვილი მქონდა ადრე მოწევის, მაგრამ არ მეგონა ასე ადრე თუ მომიწევდა), და ასევე გავიცანი ის ადამიანი რომელმაც უხეშად რომ ვთქვათ ცხოვრება მომისპო, მაგრამ რატო ვადანაშაულებ ნეტა მაგას, მე შემიყვარდა პირველად და არ მეგონა იმასაც თუ შეუყვარდებოდი, მაგრამ ფაქტია, რომ რაზეც მანამდე ვფიქრობდი ეხლა სულ გადამავიწყდა, აღარ გამჩენია სურვილი მეფიქრა იმ ქალზე ან სხვა რამეზე პირიქით, უფრო ვფიქრობდი როდის წავიდოდნენ ჩემი მშობლები სადღაც და როდის დავრჩებოდი სახლში მარტო, რომ სიგარეტი მომწერია.( ნუ მაშინ 11 წლის ვიყავი და მშობლებმა არ იცოდნენ რომ სიგარეტს ვეწეოდი). ყველაფერს სანამ შემეძლო ვმალავდი, მაგრამ აზრი? საბოლოოდ ყველაფერი მაინც გაირკვა ( ნუ ვგულისხმობ იმას რომ მშობლებმა გაიგეს ვინც მიყვარდა და ვისთანაც ვიყავი და მაგის გამო პრობლემები დამეწყო სახლში) ადრე მახსოვს 7-8 წლის რომ ვიყავი, სახლში, კიბეზე ჩამოვჯდებოდი და ბარბებით ვთამაშბდი, და ეხლა კიდე ბარბების მაგივრად სიგარეტი მეჭირა ხელში და ჩემი გონება და ფიქრი სხვა ადამიანს ეკავა. ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ვეღარ ვეჩვეოდი ისეთ მეგობრებს ვინც სიგარეტს არ ეწეოდა ამიტომ დავრჩი მარტო. ( ნუ ვერ ვიტყვი რომ სულ მარტო დავრჩი იმიტომ რომ მარტო დარჩენასაც თავისი ასევთქვათ მუღამი ქონდა) ნუ ძააან რომ არ გავწელოთ ეს შემთხვევა მოკლედ 13 ვიყავი როცა დავშორდი ამ ჩემს შეყვარებულს.( ხო მართალია თითქმია 2 წელი ვიყავით ერთად და ნუ გაგიკვირდებათ იმიტომ რომ ესეთი ვარ ადამიანს ვერ ვშრდები თუ მიყვარს) მაგის მერეც არ მიფიქრია არაფერზე იმის გარდა რომ ყოველდღე სიგარეტი ფარულად მომეწია. ( მარტო სიგარეტზე არ იყო , როცა იმ შეყვარებულთან ვიყავი უამრავი რამე მოხდა, მხოლოდ სიგარეტს არ ვეწეოდი, ჩამოთვლაში თავს შევიკავებ მაგრამ იმედია მიხვდით რისი დაწერაც მინდა უხეშად რომ ვთქვათ ლაითი ნარკომანი ვიყავი) . მოდი აქ შევჩერდები. ბევრი ინფორმაცია ჩავატიე ამ თავში და საკმაოდ ბევრი რამე გადმოვეცი, მაგრამ დაიმახსოვრეთ რომ არ გავმხდარვარ არასდროს ბოზი, ნუ შეიძლება ზოგი ჩემზე ეგრე ფიქრობდა მაგრამ არ იყო ეს ბოზობა რასაც მე ვაკეთებდი და როგორც მე ვიქცეოდი. ისღა დამრჩენია ეხლა ვიფიქრო როგორ გავაგრძელო 4 თავი......... !!!!!!!!! 4 თავი სწორედ ეხლა გამახსენდა რაღაც მნიშვნელოვანი, შეიძლება პატრა თავი გამოვიდეს მაგრამ არაუშავს ეს რომ არ ვთქვა საკმაოდ ცუდად გამოვა. 2013 წლის ზაფხულიდან გადავწყვიტე ცხოვრება ახლიდან დამეწყო ,მაგრამ სულ სხვა მხრივ.რადგან სულ მარტო დავრჩი და გვერდით არავინ არ მყავდა(არც მეგობრები და არც დაქალები, იმიტომ რომ ვერცერთ წინა მეგობრებს ვეღარ ვეწყობოდი)გადავწყვიტე დამეწყო ყველაფერი ახლიდან. გადამეშალა ცხოვრების ახალი ფურცელი,გეგმა ჩამოვწერე ნაღდ ფურცელზე რასაც ეხლავე ჩამოვწერ უნდა დამევიწყებინა ყველაფერი უნდა გავმხდარიყავი კარგი გოგო (ცუდი არც აქამდე ვიყავი მაგრამ სხვანაირად ვამბობ) უნდა დავრუნებოდი ძველ ცხოვრებას ( ისევ უნდა დამეწყო ჩოულებრივ ბავშვებთან ერთად თამაში რადგან 13 წლის ვიყავი) უნდა გამეხადა გამომწვევი ტანსაცმელი და ჩამეცვა ნათელი ფერები. უნდა მეყიდა ძაღლი „ჩიხუახუა" უნდა შემერგო ბავშვობა ამ სიაა რაც უნდა გამეკეთებინა, და ნახევარი შევძელი. მშობლებმა მიყიდეს ძაღლი, მიკი დავარქვი, გამომწვევი ტანსაცმელიც თითქოს დავივიწყე და ნორმალურად ჩაცმა დავიწყე,მაგრამ მაინც ვერ შევძელი ეს ყველაფერი ბოლომდე მიმეყვანა. თითქოს მეორე მეს არ უნდოდა,რომ მე ესეთი გავმხდარიყავი. ვგრძნობდი,რომ ჩემში ცხოვრობდა ორი ადამიანი და ორივე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული იყო. არ იყო არცერთი ჩოულებრივი, პირიქით ან სულ ვარდისფერი ტანსაცმელი უნდა მცმოდა და ვყოფილიყავი „ცოცხალი ბარბი" (ბრჭყალებში) ან უნდა დავრჩენილიყავი ის ვინც ვიყავი ( ვგულისხმობ უნდა ვყოფილიყავი ავარდნილი ადამიანი ან რამე მსგავსი, უბრალოდ ჩემ მაშინდელ მეს ვერ ვუხამებ ვერანაირ სიტყვას). ალბათ გაინტერესებთ საბოლოოდ რა დავრჩი მაგრამ ამას ჯერჯერობით ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არც მე არ ვიცი ვინ ვარ საბოლოოდ და აუცილებლად ვპირდები ჩემს თავს რომ გავარკვევ. რაც შეეხება ამ ორიდან რომელი დავრჩი? დავრჩი ის, რომ ვარდისფერი მაგის მერე ცხოვრებაში აღარ მცმია დავრჩი ისეთ როგორიც ვიყავი ( სამწუხაროდ) ისღა დამრჩენია ეხლა დავიწყო ჩემი ნამდვილი ცხოვრების ისტორია. 5 თავი ცოტა გავწელე ჩემი არამნიშვნელოვანი ცხოვრების მოყოლა,მაგრამ ვცდილობ ყველაფერი დავწერო რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში. 7 იანვარი იყო და მე როგორც ყოველთვის facebook-ზე ვიჯექი, ძალიან ბევრ ბიჭს ვწერდი მაგ დროს რადგან თავს მარტოსულად ვგრძნობდი, მინდოდა ვინმე ისეთი მეპოვა რომელიც გამიგებდა ყველაფერში,მაგრამ დამერწმუნებით რომ ასეთი ადამიანის პოვნა ძალიან ძნელია. ამ დღეს მომწერა ბიჭმა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება. ( ალბათ მიხვდით ვიზეც ვლაპარაკობ ან ვერა იმიტომ რომ არ მიხსენებია აქამდე მისი სახელი, ყოველი შემთხვევისთვის არ მსურს ჩემი ვინაობა იცოდეს ხალხმა ამიტომ გამოვიგონებ სახელებს რომლებიც ნაღდი არ არი და ამ ჩემს ბიჭს დავარქმევ ნიკას). მე და ნიკას ერთმანეთი მალევე შეგვიყვარდა და ერთად ვიყავით. მასში ყველაფერი მომწონდა, ის რომ ყველა ჩემს კითხვაზე პასუხი ქონდა ( არ ვგულისხმობ იმას რომ ჩემზე მოვუყევი ის რაღაც რაც შემემთხვა რამდენიმე თვის წინ უბრალოდ ერთმანეთს გავუგეთ ვეკითხებოდი ბევრ რამეს ბუნებაზე, ადამიანზე და ცხოველებზე. ერთ დღეს მოხდა რაღაც სასწაული. რისი დაჯერებაც არ გამჭირვებია რადგან ყველაფრის მჯეროდა ამ ქვეყნად. სიმართლე გითხრათ გამიხარდა კიდეც რაც მას შეემთხვა ჩემამდე, და მხოლოდ ამის შემდეგ შევძელი მისთვის სიმართლე მეთქვა ჩემზე და თქვენ წარმოიდგინეთ სრულიად შეიცვალა ამ დღის შემდეგ ჩვენი ცხოვრება, ერთმანეთს უფრო დავუახლოვდით, მხოლოდ ნიკა მეხმარებოდა ყველაფერში და დღემდე მხოლოდ მისი იმედი მაქ და კიდე ერთის რომელიც ჯერჯერობით არ არი გამოჩენილი ჩემს ჩანაწერებში. ჯერ ნიკა გავიცანი და მერე ის ჩემი დაქალი რომელიც არნახულად მიყვარს. ცხოვრებაში ასეთ ადამიანები არასოდეს შემხვედრია და ძალიან ბედნიერი ვარ რომ ისინი ჩემს გვერდით არიან. დიდი სურვილი მაქ ყველაფერი ძალიან მოკლედ დავწერო ჩემს ცხოვრებაზე მაგრამ საინტერესო არ გამოვა ამიტომ ყველაფერს დაწვრილებით დავწერ. ჩემს დაქალზეც რომელსაც რათქმაუნდა სახელს შევუცვლი და ნიკაზეც. 6 თავი ეს თავი მინდა დაუთმო ნიკას ისტორიას, რომელიც ერთ დროს ერთად დავწერეთ. ის მკარნახობდა და მე კიდე ვწერდი და ეხლა შემოგთავაზებთ. ( შეგახსენებთ, რომ სახელი შეცვლილია) სახელი: ნიკა გვარი: უცნობია (უცნობია საზოგადოებისთვის) დაბადების თარიღი:31 ივლისი 1997 წელი 2003 წელს ნიკა იყო 6 წლის როცა სკოლაში შევიდა.სწავლით არ გამოირჩეოდა სხვებისგან და არც განსაკუთრებული ადამიანი იყო,მაგრამ 8 წლის შემდეგ მოხდა მის ცხოვრებაში დიდი გადატრიალება.14 წლისა მშობლებმა შეიყვანეს „კინგ-ბოქსზე". 3 თვის შემდეგ კინგ-ბოქსის სავარჯიშო დარბაზში მივიდა დაუდგენელი პიროვნება და დაუდგენელი მიზეზების გამო აირჩიეს. მას ეუბნებოდნენ, რომ იგი გამორჩეული იყო მხოლოდ იმით რომ მარცხენა მკლავზე ჰქონდა „ხალი". წაიყვანეს შტაბში სახელწოდებით ( უცნობია). იქ ავარჯიშებდნენ, წვრთნიდნენ,ასწავლიდნენ ყველაფერ იმას რასაც მისი ტოლი ბავშვები არ სწავლობენ. ასწავლიდნენ თუ როგორ მოეკლა ადამიანი,თუ როგორ უნდა მიეყენებინა ადამიანისთვის ისეთი ზიანი რომ არ მომკვდარიყო. შეასწავლეს ქუჩური ჩხუბი:ტაიკვანდო,კარატე, კარატის A-I სტილი.ასწავლიდნენ თუ როგორ უნდა გაზრდილიყო კარგი მენტალისტი, თუ როგორ უნდა გაერჩია ტყუილი და მართალი,თუ როგორ უნდა მიეღო ადამიანისგან ის რასაც სხვა ვერ ღებულობდა, გადაალახინეს იარაღს სროლის შიში. 1 წელში მისგან საუკეთესო აგენტი დადგა,მაგრამ მოვიდა დრო როცა პირველ მისიაზე უნდა წასულიყო. სამწუხაროდ ვერ დავწერ რა მისია ქონდა ნიკას, მაგრამ გეტყვით რომ წარმატებით შეასრულა. ეს მხოლოდ პირველი იყო ამ პირველის გარდა კიდევ ბევრ მისიაზე იყო, და ერთ-ერთ მისიაზე სასიკვდილოთ დაიჭრა მაგრამ ექიმებმა გადაარჩინეს. როცა ეს ნიკამ მე მომიყვა სიმართლე გითხრათ დაუჯერებლად ჩანდა, მაგრამ მე ხომ ყველაფრის მორწმუნე ვარ ამიტომ დავიჯერე, რადგან რაც მე მომივიდა იმის ფონზე წესით უნდა დამეჯერებინა. ჩვენმა სიყვარულმა ნიკას შტაბი როგორღაც დაატოვებინა, მაგრამ არ დამთავრებულა შტავის ისტორია. როგორც ნათქვამია სნაიპერს სნაიპერი დასდევს და აგენტს აგენტი.ნიკას სიცოცხლე შეიძლება ნებისმიერ წამს დამთავრდეს, მაგრამ კიდევ კარგი მას მე ვყავარ და მსგავსი რამ არასოდეს მოხდება. ალბათ მიხვდით, რომ ნიკას ადგილზე ვინმე რომ ყოფილიყავით თქვენი წარსულით გოგოებს დაკერავდით და იტიპებდით. ბევრს აქვს სურვილი ნიკასნაირი ცხოვრება ჰქონდეს, მაგრამ ხომ გაგიგიათ, რომ ვისაც არ უნდა იმას აქვს და ვისაც უნდა იმას არა. 7 თავი ოი მამაჩკი, ნიკაზე უკვე იცით ახლა კი დროა ჩემზე გაიგოთ. როცა ნიკამ ეს ყველაფერი მომიყვა, მე იმ დღეს ჩემზე არაფერი მომიყოლია, დროთა განმავლობაში კი ყველაფერი მოუყევი. დაახლოებით მაისი ან ივნისი იქნებოდა როცა ნიკამ ეს ყველაფერი მომიყვა, მაგრამ მე ვერ გავბედე რადგან მეგონა დამცინებდა და ამიტომ თავი შევიკავე , შემდეგ სინდისი მაწუხებდა. ეხლა კი მინდა მოგიყვეთ ჩემს დაქალზე რომელსაც სახელს შევუცვლი და ქეთის დავარქმევ. მე და ქეთი ოდესღაც ბაღელები ვიყავით, მაგრამ ბაღელი მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, როგორც ვიცი საკმაოდ ძუნწი ადამიანი ვიყავი და არავის ვთხოვნიდი ჩემს სათამაშოებს. ქეთი ამდენი წლის შემდეგ პირველად ვნახე მასწავლებელთან. მათემატიკაზე დავდიოდი ( ვერ ვიტან მათემატიკას უაზრო საგანია), ისე რომ იცოდეთ ხშირად მიწევდა ქეთისთან შეხვედრა დაახლოებით კვირაში ორჯელ ვხვდებოდით. ერთ დღესაც მოხდა რაღაც რაზეც სულ მეცინება. ჩვენი მასწავლებელი თურმე სიგარეტს ეწეოდა და ჩვენ არ ვიცოდით, მაგიდასთავ ვიჯექით მე და ქეთი როცა მასწავლებელმა თქვა „სიგარეტი მინდა და არ მაქო" მე კი ჭკვიანი გოგო რო ვარ ამოვიღე ჩანთიდან და მივაწოდე, მაშინ არ ვიცნობდი ქეთის კარგად და არ მეგონა ისიც თუ ეწეოდა. საბოლოოდ როცა ქეთიმ გაიგო რო მე ვეწეოდი დავმეგობრდით, მთელი ზაფხული ერთად ვიყავით და ბოლოს მივხვდი რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი. ჩემს თავს უთხარი: ხო კირა ესააა შენი დაქალი რომელზეც ამდენი ხნის განმავლობაში ოცნებობდი. ქეთი ეხლა ჩემთვის ყველაფერია, ჩემი ყველაზე ახლო ადამიანია და ჩემზე ყველაფერი იცის. სიმართლე გითხრათ ესეთი ახლო დაქალი არ წარმომედგინა არასდროს. ქეთი ყოველთვის მზად არის სადაც მე წავალ თუნდაც რომ არ უნდოდეს მაინც წამოვა ჩემთან ერთად და მარტო არასოდეს დამტოვებს. ნიკა და ქეთი ახლო მეგობრები არიან, ნიკა ქეთის დათ თვლის და ყველაზე მეტად ის მახარებს რომ ახლოს არიან ერთმანეთთან. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ყველაფერია, ამ ორის გარდა ვერავის ვერ ვენდობი ეს ორი არი შემთვის ყველაფერი და მათ გამო ყველაფერს გავაკეთებ. 8 თავი თავიდან არც ქეთისთვის მითქვია ჩემზე და არც ნიკასთვის. პირველად ნიკას უთხარი ჩემი ამბავი და სწორედ ამ თავში ვაპირებ მის მოყოლას.ნიკამ ჩემი ამბავი სრულიად შემთხვევით გაიგო,როცა რაღაც სიზმარი დამესიზმრა და გავიგე, რომ ადამიანს არ შეეძლო სიზმარში საათის ნახვა,კითხვა და რაც მთავარია მომავალს არ ხედავდა. მე კი ისეთი სიზმრები მესიზმრებოდა,რომელსაც ჩოულებრივი ადამიანი ვერ ნახავდა. ( მოკლედ რომ ვთქვა ნიკამ შემქმნა გამორჩეულ ადამიანად) ბევრჯელ დამსიზმრებია ნიკა ჩემს სახლში,რაც მართლა ახდა. ნიკა ჩემთან სახლში იყო ( თუ ნებას დამრთავთ არ დავკონკრეტდები).საბოლოოდ ჩემს სიზმრებზე ქეთისაც უთხარი და ძალიან გამგებიანად მიუდგა ამ საკითხს. დადგა ეს 2015 წელიც. მე და ნიკა კვლავ ერთად ვართ. სიმართლე გითხრათ აქამდე ნიკას ბევრჯელ დავშორდი სხვა ბიჭების გამო,რადგან მეგონა რომ ნიკა არ მიყვარდა,მაგრამ ძალიან შევცდი. ვერცერთი ბიჭი ვერ იქნება ასეთი გამგები და თბილი,როგორიც ნიკაა. და მე ვამაყობ რომ ის ჩემს გვერდით არის. როგორც იქნა გავხდი 15 წლის და მოუთმენლად ველოდები როდის გავხდები 16 წლის, თუ რატომ მინდა ეს ესე ძააან შემდეგ გეტყვით. ახლა კი ჩემს 3 სიზმარზე უნდა გიამბოთ,რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვანია.ეს 3 სიზმარი დაწერილი მაქ ცალკე რვეულში,ოღონდ გეგმასავით. ეს იმას ნიშნავს,რომ არ მაქ დაწერილი ეს ყველაფერი დეტალებში, რაც ეხლა უნდა გავაკეთო. მომიწევს დავწერო ყველაფერი რადგან მე თუ ამ საკითხს გეგმის სახით წარმოგიდგენთ სრულიად აირევით ამიტომ თქვენის ნებართვით ცოტახნით ჩემს თავს ჩაუჯდები და ვიფიქრებ... 9 თავი ჩემი პირველი სიზმარი,რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო დამესიზმრა 17 მარტს ღამე. მე და ქეთი მაგ დროს ერთად ქალაქის ცენტრში,სადაც შეგვხვდა შავებში ჩაცმული კაცი.ეს კაცი დაახლოებით 40 წლის იქნებოდა და გვითხრა რომ,მსოფლიოში გავრცელდა რაღაც დაავადება ორი დღის წინ, რომელიც გადადის თვალებში ჩახედვით თუ დაავადებულ ადამიანს თვალებში ჩახედავდი ანუ გადაგედებოდა. ეს კაცი სიზმარში მაშინვე გაქრა, მაშინვე გაქრა როცა სიტყვა დაამთავრა და ჩვენს წინ გაჩნდა მიტოვებული ადგილი, დანგრეული შენობები,გაზეთის ფურცლები გზაზე ეყარა და ფოთლებს ფერი ეცვალა.' აქ შევჩერდები თ მოგეწონებათ აუცილებლად გავაგრძელებ <3 დიდი მადლობა ყურადღებისთვის