"ძლევაი საკვირველი" - რეფერატი (ეპოქის მიმოხილვა , დიდგორის ბრძოლა - თეზისი , დასკვნა

"ძლევაი საკვირველი" - რეფერატი (ეპოქის მიმოხილვა , დიდგორის ბრძოლა - თეზისი , დასკვნა

კითხვა N989426 0 პასუხი ვფიქრობ ბევრს გამოგადგებათ ეს თემა , ამიტომ გადავწყვიტე დავწერო . მე პირადად ეს შემაჯამებელში დავწერე . "ძლევაი საკვირველი" XI საუკუნის 80 - იანი წლები - "დიდი თურქობა", ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე მდგარი ქართველი ერი , კატასტორფის ზღვარზე მყოფი საქართველო . საქართველოს გადასარჩენად სჭირდებოდა ყველანაირად ორგანიზებული და ძლიერი მმართველი . გიორგი II - ს არ აღმოაჩნდა ასეთი თვისებები და მტკიცე ნებისყოფა . შესაბამისად 1089 წელს გიორგი II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე და თავისი ხელით დაედგა გვირგვინი 16 წლის დავითისთვის. 1120-1121 წლებში ბრძოლები საქართველოს ფარგლებს გარეთ მიმდინარეობდა . დავითმა "მათითა ხელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი , და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა ". თავზარდაცემულმა სულთანმა ბრძანა : "დამასკოდან და ალეპოდან მოყოლებული მთელმა მუსლიმანურმა სამყარომ , ყველა მხედრობად შემძლებელმა საქართველოზე გაილაშქროს , გააცამტვეროს იქაურობა და სამაგალითოდ დასაჯოს მათი მერე , დავითი! ვინც ლაშქრობაზე უარს იტყვის , მათი მიწები იავარჰყონ ! " . მთავარსარდლად ბაღდადის გამგებელი , ცნობილი მხედართმთავარი , ნეჯმ ად -დინ ილ-ღაზი დაინიშნა . მტრის უზარმაზარი , 300 ათას კაციანი არმია , ჯავახეთის გავლით , თრიალეთში გადავიდა და დიდგორს მიადგა . ქართული ჯარი , დავით აღმაშენებლის მეთაურობით, აქ დაუხვდა მტერს . დავითს სულ 55 600 მეომარი ჰყავდა - 40000 ქართველი , 15 ათასი ყივჩაყი , 500 დაქირავებული ოსი და 100 ფრანგი . დიდგორის ველი შემთხვევით არ შეარჩია დავითმა . ადგილის უკმარისობის გამო მტერი ვერ შეძლებდა აქ ძალების გაშლას და თავისი რიცხობრივი უპირატესობის სრულად გამოყენებას . დავითმა ძალიან კარგი სტრატეგია შეიმუშავა . უნდა ჩაეხერგათ ნიჩბისის ხევი ხეთა ხშირი ხორგებით . რათა ბრძოლის ველიდან გაქცევა ვერავის შესძლებოდა . ბრძოლის დაწყებამდე ქართველთა ჯარს უნდა გამოყოფილიყო 200 რჩეული მეომარი და მტერთან სასტიკი ბრძოლა გაეჩაღებინა . მთის უკან ჩასაფრებულმა რაზმმა , დემეტრე უფლისწულის მეთაურობით , მტრისთვის მეორე მხრიდან უნდა შეეტია . 200 კაციანი რაზმის შეტევის შემდეგ , სელჩუკთა საბრძოლო განლაგება აირია ,დავითმა მტერს გონზე მოსვლა არ აცალა და სწრაფი , ძლიერი იერიშით შეუტია . სასმაათიანი ბრძოლა სელჩუკთა სრული განადგურებით დასრულდა , დავითმა ისინი სამი დღის განმავლობაში "სდევნა და მოსრნა" . მცირე იყო ჩვენი დანაკლისი , სწორედ დავითის უნაკლო სტრატეგიამ და ტაქტიკამ , ქართული მხედრობის თავგანწირვამ განაპირობა 1121 წლის 12 აგვისტოს დიდგორის ველზე მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება - მართლაც რომ "ძლევაი საკვირველი" . დიდგორის ბრძოლას უდიდესი მნიშვნელობა ქონდა . დაირღვა მითი თურქთა უძლეველობის შესახებ . ჯვაროსნებმა საქართველო თავის მოკავშირედ მიიიჩნიეს . შეიქმნა ლეგენდები დავით აღმაშენებელზე . დიდგორით გადაწყდა თურქ-სელჩუკთა ბატონობის საკითხი არა მარტო საქართველოში , არამედ მთელს კავკასიაში .