giorgi777 შემო აბა თუ აქ ხარ რარაც უნდა გკითXო?

giorgi777 შემო აბა თუ აქ ხარ რარაც უნდა გკითXო?

კითხვა N355209 0 პასუხი "მგზავრის წერილებში" ილია თერგისა და მყინვარის მხატვრული სახეებით, მათი შედარებითა და დაპირისპირებით აყალიბებს თავისი ცხოვრებისა და შემოქმედების ძირითად პრინციპს, რომელიც ამგვარადაა ფორმულირებული: "მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის... ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მომცემი". სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო ქართველობა ილიას აზრით: აქტიური, ფხიზელი, ზნეობრივი პოზიციით. და არა ისეთი, როგორსაც ხედავდა მაშინ– ღირსებააყრილს, მოდუნებული მაჯისცემით, ჩაგრულსა და მონობას შეგუებულს. ამავე შინაარსს გამოხატავს ილიას ერთ–ერთი პერსონაჟის, ოთარაანთ ქვრივის სიტყვები: " თუ წუთისოფელს ერთს ბეწო ხანს თვალი მოუხუჭე, ისე გადაგთელავს , როგორც დიდოელი ლეკი– ნაბადსაო". ამ ფიქრებით ილია უახლოვდებოდა სამშობლოს. უნდა შეხვედროდა პირისპირ მწარე რეალობას, რუსეთის ჩექმის ქვეშ გათელილი მშობლიურ მიწას ... წინ დიდი ბრძოლა, ერის გამოფხიზლება და ეკლიანი გზა ელოდა, ეს გზა, გზა ვლადიკავკასიდამ თბილისამდე მოგვიანებით თბილისიდან წიწამურამდე გაგრძელდება და იქ დასრულდება... დასრულდება დიდი ადამიანის დიდი გზა... კვალი კი წარუშლელია... მოდიოდა ილია სამშობლოში და უყურებდა თერგის მოძრაობას, ნატრობდა ნეტავ ასეთი სიცოცხლე და მოძრაობა ჩემს ქვეყანაშიც მანახაო. მაშინ ილია ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ ამ მდინარის სახელი ერთ–ერთ ტერმინს დაედებოდა საფუძვლად, ისე კი ჰქონდა რაღაც ეჭვი გულში: "თერგდალეულობაზე" ხომ ნაწარმოებში საუბრობს. "თერგდალეულობა" თერგის გადალახვით სამშობლოში დაბრუნებას ნიშნავს.(და არა მარტო ამას, მოგვიანებით ამ ტერმინმა გააერთიანა ზოგადად უცხოეთში ნაცხოვრები და ნასწავლი, პროგრესული იდეების მატარებელი ყველა ახალგაზრდა). იმ დროის საქართველოში "თერგდალეულებს" ეჭვით, შიშით და უნდობლობით უყურებდნენ. ეს როგორია? კიდე უნდა რაღAცეების დამატება ხოო??????