მიშველეთ!!!!!!!!!!!! ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურიდან "გული" კითხვებზე პასუხი გამაცემინეთ რააააა?

მიშველეთ!!!!!!!!!!!! ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურიდან "გული" კითხვებზე პასუხი გამაცემინეთ რააააა?

კითხვა N861046 1 პასუხი გული მოკვდა. დის ნაზ ხელს არ გაუსწორებია სასთუმალი; იდუმალის მწუხარებით არ შემოუხედავს ავადმყოფის ოთახში სატრფოს თვალებს; ნაცნობებს არ მოუკითხავთ; უკანასკნელ წამს შენდობა არ მიუღია იმ მშვიდ, წყნარ ადამიანისაგან, რომლის ძალა აღარ სწამდა, მაგრამ დამამშვიდებელი სიტყვების მისგან გაგონება მაინც უნდოდა; დედას არ დაუყრია ცხარე ცრემლები. მოკვდა უცხოეთში. - ათასი სნეულებით იყო ავად, არავითარმა წამალმა არ იმოქმედა, – იმართლებდა თავს ამხანაგთა წინაშე ექიმი. ცხედარი გაჭრეს. პროფესორმა ხელები ჩამოუშვა და გაკვირვებულმა წამოიძახა: - შეხედეთ, ბატონებო, ეს რა ამბავია?! ერთმანეთს შესცქეროდნენ. - ბატონებო, გული, გული, სადღაა? გულის მაგიერ ფეფრფლიღა დარჩენილიყო. დეპეშით გაგებული უბედურებისაგან თავზარდაცემული დედა შევიდა საყვარელ შვილის ობლათ დატოვებუ; ოთახში ქვითინებდა: ასე გამომიმეტე ქვრივი ოხერი? სადაა შენი კარგი გული, ამდენის ვაით და ვუით რომ ჩაგიდგი საგულეში? კედლიდან პატარა რუქამ გასცა პასუხი: - მე დავაჭკნე! - მე დავწვი! – გახმაურდა სურათი მაგიდაზე. სიტყვები არავის გაუგონია. 1. რა არის აღწერილი ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურაში? 2. ვინ არის მთავარი პერსონაჟი, რა ვიცით და რა არ ვიცით მის შესახებ? 3. სიკვდილი თავისთავად ტრაგედიაა. რა ამძაფრებს ამ შემთხვევაში ისედაც ტრაგიკულ განცდას? რა იყო ამ სიკვდილში უცნაური? 4. რას განასახიერებენ, თქვენი აზრით, რუკა და სურათი მაგიდაზე? როგორ ფიქრობთ, რა იყო ოერსონაჟის გარდაცვალების ფარული მიზეზი? 5. რა არის, თქვენი აზრით, ამ მინიატურის მთავარი სათქმელი? 6. არის თუ არა მინიატურის ტექსტში ისეთი სიტყვა, ფრაზა ან წინადადება, რომლის ამოღებითაც ტექსტის შინაარსი არ დაზარალდება? (პასუხი დაასაბუთეთ)