ვინც იცით ლექსი აჩრდილი იმათ მივმართავ დიდი თხოვნით 3 კითხვა მეტი არაა

ვინც იცით ლექსი აჩრდილი იმათ მივმართავ დიდი თხოვნით 3 კითხვა მეტი არაა

კითხვა N954195 0 პასუხი „მაგრამ, ქართველნო, სად არის გმირი, რომელსაც ვეძებ, რომლისთვისც ვსტირი? იგი აღარ გყავთ... მის მოედანი ჯაგით აღვსილა, ვერანად ქმნილა, გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა. გადსასდგომიხართ თქვენ ქართველობას, დაგინგრევიათ დიდი მამული, - რაღა დაჰბადავს თქვენში დიდს გრძნობას? რითი აღტკინდეს ქველისთვის გული? თქვენ გარს მადლითა სავსეს ბუნებას შეუკრებნია ყოველიფერი. რომ მისცეს თქვენში ზრდა დიდს ცხოვრებას, ჰყოს იგი ძლიერ და ბედნიერი. ვიშ, ეს ქვეყანა, ხმელეთის თვალი, დიდის სამოთხის კუთხე პატარა, ქედმოდრეკილი ნაღვლით საწყალი, რომ მისი ტრფობა თქვენში შემწყდარა; რომ დაგიგდიათ უმწოდ, უნუგეშ, თქვენის სიავით დაწყლულებულა, თქვენგან გმობილი, უცხოს კალთის ქვეშ, ვითა ობოლი, შეფარებულა. ამაზე მაქვს 3 კითხვა 1) როგორ გესმით:"გმირის დამბადი დიდი საგანი თქვენში სპობილა და წაწყმედილა?"რატომ აგარ იბადება მოხუცის აზრით ქვეყანაში გმირი? 2)რას უწოდებს იგი "დიდი სამოთხის პატარა კუთხეს" და რატომ არის ეს პატარა კუთხე "ნაღვლით ქედმოდრეკილი"? 3)რას ადარებს მოხუცი შვილების სიყვარულს მოკლებულ ქვეყანას?