მეცხრე კლასელებოო ან ვისაც უწერია მოქცევა მირიან მეფისა

მეცხრე კლასელებოო ან ვისაც უწერია მოქცევა მირიან მეფისა

კითხვა N975605 0 პასუხი ძალიან გთხოვთ დამაწერინეთ დეტალური შინაარსი მოქცევა მირიან მეფისა ვინც გაიარეთ 1 ნაწილის:(( შაბათსა, განვიდა მეფე ნადირობად მუხნარით-კერძო, და მოუჴდა უჩინო იგი მტერი, ეშმაკი, და შთაუგდო გულსა სიყუარული კერპთა და ცეცხლისა; და იგონებდა ყოველსა მსახურებასა მათსა და მახჳლითა მოწყუედასა ყოველთა ქრისტიანეთასა. და რქუა მეფემან ოთხთა თანა-მზრახველთა მისთა: "ღირს ვართ ჩუენ ღმერთთა ჩუენთაგან ბოროტის ყოფასა, რამეთუ უდებ ვიქმნენით მსახურებასა მათსა და მიუშჳთ ჩუენ ქრისტიანეთა გრძნეულთა ქადაგებად სჯულსა მათსა ქუეყანასა ჩუენსა: რამეთუ გრძნებითა ჰყოფენ საკჳრველებათა მათ. აწ ესე არს განზრახვა ჩემი, რათა ბოროტად მოვსრნეთ ყოველნი მოსავნი ჯუარ-ცმულისანი და უმეტეს შეუდგეთ მსახურებასა ღმერთთა მათ მპყრობელთა ქართლისათა; ვამხილოთ ნანას, ცოლსა ჩემსა, შენანება და დატეობა სჯულსა ჯუარ-ცმულისასა, და თუ არა მერჩდეს, დავივიწყო სიყუარული მისი და სხუათა-ვე თანა წარვწყმიდო იგი-ცა". "ხოლო მეფემან მოვლო ყოველი სანახები მუხნარისა და აღვიდა მთასა ზედა თხოთისასა მაღალსა, რათა-მცა მოიხილა კასპად და უფლისციხედ. განვიდა თხემსა მთისასა. შუა-სამხრისა ოდენ დაბ/ნელდა მზე მთასა ზედა და იქმნა ვითარცა ღამე ბნელი, უკუნი, და დაიპყრნა ბნელმან არენი და ადგილნი. და განიბნივნეს ურთიერთას ჭირისაგან და ურვისა.