რუსულის მცოდნეებო ერთი წუთით შემოიჭყიტეთ რა ძალიან გთხოვთ

რუსულის მცოდნეებო ერთი წუთით შემოიჭყიტეთ რა ძალიან გთხოვთ

კითხვა N991343 2 პასუხი ძალიან გთხოვთ რა გადამითარგმნეთ ეს მოთხრობა: საერთო საცხოვრებლის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ცხოვრობდა ორი ახალგაზრდა ბიჭი დარეკა მაღვიძარამ. საშკას გაეღვიძა და ბუდინიკს ბალიში ესროლა, რომ გაჩუმებულიყო. საშკას ისევ ჩაეძინა. შემდეგ საშკა მაიკლმა გააღვიძა. საშკას ინსტიტუტში აგვიანდებოდა, სწრაბად ადგა, ჩაიცვა და შეჭამა მაიკლის ბუტერბროდი. საშკას ლექციაზე დააგვიანდა და ვერ მოასწრო ჩაეწერა გაკვეთილი, ამიტომ მან მის მეგობარ სვეტას სთხოვა რომ მისთვის კონსპექტები ეთხოვებინა. სვეტამ კონსპექტები არ ათხოვა, რადგან საშკაზე გაბრაზებული იყო იმიტომ, რომ დაბადების დღე არ მიულოცა. შემდეგ საშკა ბუფეტში ჩავიდა, მაგრამ გამყიდველმა მას ბულკი არ მისცა, რადგან წინა ვალი არ ჰქონდა გადახდილი. საშკამ მაიკლს სთხოვა ფული,ვალი გაისტუმრა და ბულკიც იყიდა. როცა საშკას ლექციები დაუმთავრდა, მან ძალიან ლამაზი გოგონა გაიცნო და კაფეში დაპატიჟა. როცა სახლში დაბრუნდა, მან ყველაფერი მოუყვა მაიკლს და ასევე უთხრა, რომ ადამიანი ასეთ გოგოს ყოველთვის ვერ შეხვდება, თუმცა მაიკლმა გაიცინა და საშკა ვერ მიხვდა თუ რა იყო ამაში სასაცილო.