დამეხმარეთ!!!

დამეხმარეთ!!!

კითხვა N995581 3 პასუხი საბა ორბელიანი ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან ალოდინეს და… მეთხუთმეტე კაცად შევიდა… ცამეტი ლუდოვიკო კედლიდან იყურება; ციცას ეფერება ლუი მეთოთხმეტე; ხალხს ხმა დაუკარგა მეფის სიყრუემა, მეფეს ხალხზე უფრო კატა ეცოდება. ხელმწიფემ საბას ნაუბარი მოისმინა რა, – ოჰ… ოჰ… ოჰ… ოჰო!… – თქვა და თითქოს კიდეც ინანა. მაგრამ ამითი არაფერი გამოვიდა რა (საბას ხმა როდი წააგავდა კნავილს კატისას); რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ. – წვიმა არ არი! საბას კაბა დაუსველა რამ?! – თოვლი არ არი! საბას თავი გაუთეთრა რამ?! – ყინვა არ არი! სულხან-საბას აკანკალებს რა?! – რამ დაასველა?! რამ დათეთრა?! რა აკანკალებს?! საქართველოა მისთვის წვიმაც, თოვლიც და ყინვაც!.. …მზე ეთხოვება ალბათ ახლა ტურფა ტანძიას… ეს სიცხადეა, სულხან-საბავ, თუ ფანტაზია?! დედის ცრემლები ყაყაჩოს და ბალახებს აწვიმს, ალვის ჩეროში სტირის დედა შვილს მოტაცებულს, სტამბოლში შვილი დედას სტირის, – ჰყიდიან ყმაწვილს (სჭვრეტენ ჯვარის წინ წმიდა ნინოს – მუხლზე დაცემულს). – რამდენს აფასებ მაგ პატარას? – ჰკითხა სპარსულად საბამ სპარსელს და მოუთმენლად ელოდა პასუხს. – უი, ქართველი მეგონა და სპარსი ყოფილა, – წარმოსთქვა ბალღმა, ყური მოჰკრა რა საბას სპარსულს. – არა, პატარავ, ქართველი ვარ, ქართველი, გესმის? – უი, დედასთან წამიყვანე, წამიყვან, ძია?.. – საბას ცრემლები მოეძალა, ატირდა კაცი, – თავის ბალღობა გაახსენდა, თავის ტანძია. ვით ეს ყმაწვილი – საქართველოც ასე მცირეა, საქართველოსაც, ვით ამ ყმაწვილს, ასე ჰყიდიან; საფრანგეთს ვთხოვოთ: გვიშველისო, – სასაცილოა! შენი ვხტანგი ლუდოვიკოს ფეხზე ჰკიდია. ასე ფიქრობდა სულხან-საბა ხელჯოხიანი; მხარდამხარ საბას ის პაწია ბიჭი მოსდევდა… – მოგწყინდა განა უნაყოფოდ, ელჩო, ყიალი?! – გულს ნუ გაიტეხ! – მუხა კვლავაც შეიმოსება! ხალხნო ამ ლექსის ანალიზი მინდდააა!!!