ქართულიი-ეცადეთ აღადგინოთ ამბავი მოცემული დიალოგების მიხედვით )))

ქართულიი-ეცადეთ აღადგინოთ ამბავი მოცემული დიალოგების მიხედვით )))

კითხვა N998091 1 პასუხი ეცადეთ შემოთავაზებული დიალოგების მიხედვით აღადგინოთ ამბავი რომელშიც ეს დიალოგები იქნება ჩართული. აირჩიეთ ერთ-ერთი და დაფიქრდით. -ვინ არიან ეს ადამიანები?(მათი სქესი,ასაკი,საქმიანობა,გარეგნობა) -რა აკავშირებთ მათ ერთმანეთთან? -რა ხდება?სად მიმდინარეობს ეს დიალოგი? -რა შეიძლება ვთქვათ ამ ადამიანების ხასიათის შესახებ მათი საუბრიდან გამომდინარე? -რა უძღოდა წინ,თქვენი აზრიტ ამ დიალოგს? -რა შეძლება მოხდეს ამის შემდეგ? 1. -ჰო,ნუ,-დაიწყო მან,-მგონი ყველამ კარგად გითხრა ყველაფერი ხომ? -გააჩნია,რას გულისხმობ?!-გავიკვირვე მე. -ვთომ ვერ ხვდები,რომ... -რა,რომ?რას გაჩუმდი,თქვი რამე!-ვაწვებოდი მე,ის კი ხმას არ იღებდა. -ნუ,-დაიწყო ისევ და ცოტა ხანში ისევ გაჩუმდა,ხმაზე ეტყობოდა,რომ ნერვიულობდა. -მარი,სახლში წ=ამოდი!-დამიძახა დედამ. -მოვდივარ. -აუ,მიდიხარ? -აბა,რაა! -მოიცა,ორი წუთიც დაიცადე,რა!-მთხოვა ლექსომ. -არ შემიძლია,მერე ერთი კვირა მომიწევს რეცხვა. -უთხარი?-გავიგონე,როდესაც უკვე რამდენიმე ნაბიჯით მოვშორდი ბავშვებს. -ვერა,მაგ დროს თქვენ მოხვედით,-ძლივს თქვა ანერვიულებულმა და ხმაშეცვლილმა ლექსომ. 2. -ნუ იქცევი თავხედი გოგოსავიტ! -მაგით რისი თქმა გინდა?.. -რატომ არ პატიობ? -იმიტომ,რომ იმავეს გაიმეორებს! -ყოველთვის უნდა მისცე ადამიანს მეორე შანსი! -ჰო,მაგრამ გამონაკლისებიც არსებობს. -ნუ ხარ ჯიუტი!!! -საჭიროდ როგორც ჩავთვლი,ისე მოვიქცევი! -თავშიც ქვა გიხლია! 3. -შენ ვინ ხარ? -მარი. -აქ რატომ ხარ? -შემცივდა. -მერე წადი სახლში,მეც მალე ავდგები. -იქ არ მინდა. -აბა, სად? -არ ვიცი.იქ,სადაც თბილა. -რა,გათბობა არ გაქვთ? -მაინც ცივა. -მივდივარ.შენც წადი. -არა. -აბა,მაშინ იდექი აქ. -იცით,ხანდახან მინდა რომ რამე დავამტვრიო. -მე წავალ და რაც გინდა,ის გააკეთე,ოღონდ ეს ადგილი ჩემია,არაფერი უქნა.