ილია ჭავჭავაძე "ელეგია" პერიფრაზი

ილია ჭავჭავაძე "ელეგია" პერიფრაზი

კითხვა N999998 4 პასუხი გამარჯობათ❤ ილია ჭავჭავაძის "ელეგია" პერიფრაზი მჭირდება და დამეხმარეთ ვისაც შეგიძლიათ❤ ელეგია მკრთალი ნათელი სავსე მთვარისა მშობელს ქვეყანას ზედ მოჰფენოდა და თეთრი ზოლი შორის მთებისა ლაჟვარდ სივრცეში დაინთქმებოდა. არსაიდამ ხმა, არსით ძახილი!.. მშობელი შობილს არრას მეტყოდა, ზოგჯერ-კი ტანჯვით ამოძახილი ქართვლის ძილშია კვნესა ისმოდა! ვიდექ მარტოკა... და მთების ჩრდილი კვლავ ჩემ ქვეყნის ძილს ეალერსება... ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?! ილია ჭავჭავაძე