მეხსიერებასთან დაკავშირებით

მეხსიერებასთან დაკავშირებით

კითხვა N989527 3 პასუხი მოგესალმებით,თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება.ვარ 18 წლის, ბიჭი.მეხსიერებასთან დაკავშირებით, ძალიან დიდი პრობლემები მაქვს. სკოლიდან გამოსული ვიყავი, სამი წელი არაფერი მისწავლია.ამ წელს გადავწყვიტე სწავლა და სკოლაში დავბრუნდი. გაკვეთილებს მინიმუმ 5–ჯერ ვკითხულობ,მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, ორი წუთის შემდეგ, არაფერი არ მახსოვს. მასწავლებლებს გულის–ყურით ვუსმენ, მაგრამ ვერაფერს ვიმახსოვრებ. 24 საათიდან, 10 საათს, სავარაუდოდ, სწავლას ვანდომებ. ძალიან გთხოვთ, ჩემთვის სასურველი შედეგის მისაღწევად რამე რჩევა მომცეთ. დიდი სიყვარულით, "სწავლას მოწყურებული", ახალგაზრდა. :)