შემოდით დამეხმარეთ უაღრესად გთხოვთ

შემოდით დამეხმარეთ უაღრესად გთხოვთ

კითხვა N970735 1 პასუხი ნუ მიენდობი საწუთროს მტყუვანი არს და უპირო არ დაიჭირვის ხელშია, რაგინდ რომ ბჭალი უჭირო დღეს რომე ლხინი მოგაგოს, ხვალ ვერ მოურჩე უჭირო ამად სჯობს, ხორცი უვარჰყო, სულსა ულოცო, უწირო. ორგემაგე არს საწუთრო: ხან ნოტიობს, ხან კი გვალავს დღეს რომ კარგი წინ გიმძღვაროს, უკან მოგადევნებს ხვალ ავს ნუ ენდობი მოგატყუებს ისარს ისვრის მშვილდ კი მალავს მას დავნატრი ვინცა სწორად სვლად საწუთროს გზას გაჰკვალავს მიდის-მოდის ეს სოფელი, ქარტეხილთა ზღვისებრ ღელავს! უკან დასდევს დრო და ჟამი მის ნაქსელავს ქსოვს და სთელავს ის მჭლე კაცი ცელს რას აქნევს რასა სთიბავს რასა სცელავს? ამად ვსწუნობ საწუთროსა სულ ბნელია რასაც ელავს მითხარ მტერო დავის თხოვნით დავითისგან მოიგე რა? რად უყვედრე უშობელსა ბერწობ ვერა მოიგე-რა იმას შვილად ვერვინა სჯობს დავით ვინც ძედ მოიგერა ვინც გამოთქვა ის იშვილა მტერი იმით მოიგერა (დავითის შემოქმედება იგულისხმება აქ) ამაზე მაქვს თხზულება დასაწერი ანუ ამ სტროფების მიხედვით... მე კი დავწერე ეს მაგრამ შემისწორედ და კიდევ მომიმატეთ რაღაცეები... თან თეზისიც დაწერეთო მასწავლებელმა და თეზისი ვერ დავწერე მე იქნებ თქვენ დამაწერინოთ მე ასე დავიწყე დავით გურამიშვილი თავის ღირსშესანიშნავ ნაწარმოებში "დავითიანი" ერთ-ერთ მონაკვეთში წუთისოფლისადმი გამოთქვამს წუხილს და ემდურის მას. იგი გვეუბნება რომ საწუთროს არ უნდა მივენდოთ რადგან არასამართლიანი და პირის გამტეხია. დღეს თუ ბედნიერება მოგვევლინება მეორე დღეს უბედურებას ვერ ავცდებით ამიტომ სჯობს რომ ამ წუთისოფელში სულის საზრდოსთვის ვიზრუნოთ. დავითს შურს იმის ვინც წუთისოფლის გზას სწორად მიიკვლევს, მეტი ვერ დავწერე :(