მიჩუქნია ეს თემა თქვენთვის ჩემი დაწერილია: გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში

მიჩუქნია ეს თემა თქვენთვის ჩემი დაწერილია: გენდერული თანასწორობის საკითხები საქართველოში

კითხვა N986697 1 პასუხი თემა დაწერილია ჩემს მიერ საკმაოდ სერიოზული თემაა ესეთს ვერსად ნახავთ ინტერნეტი რომ დაანგრიოთ.. რა არის გენდერული თანასწორობა? ნიშნავს ეს იმას თუ არა რომ ქალს მამაკაცზე მეტი უფლება ექნება და გახდება თუ არა მამაკაცი მეორეხარისხოვანი? ამ კითხვაზე პასუხს მაშინ გავცემთ, როცა სწორად განვმარტავთ გენდერული თანასწორობის შინაარსს. გენდერული თანასწორობა ნიშნავს იმას რომ ქალსა და მამაკაცს აქვთ თანაბარი პირობები და ცხოვრებისეული შანსები პოტენციალის სრული რეალიზაციისათვის თანაბრად მონაწილეობდნენ პოლიტიკური, ეკონომიკური სოციალური კულტურული განვითარების პროცესში და თანაბრად სარგებლობდნენ საზოგადოებრივი სიკეთეებით შესაძლებლობებითა და რესურსებით ეს სულაც არ ნიშნავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლების როლის ამაღლებას და უპირატესობას ოჯახსა და საზოგადოებაში, არამედ მათი ინტერესები თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული და ისინი უნდა სარგებლობდნენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით ჰქონდეთ ერთნაირი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები . დღესდღეობით ტერმინი გენდერული თანასწორობა ახალი ფენომენია საზოგადოებაში და მნიშვნელოვანია მისი სწორედ და ჯანსაღად გაგება. საქართველოში გახშირებულმა ძალადობის ფაქტებმა წინა პლანზე წამოწია გენდერული თანასწორობის საკითხები, შეიქმნა ახალი ორგანიზაციები, რომლებიც იცავენ სუსტი სქესის წარმომადგენელთა უფლებებს. ჩვენს ქვეყანაში ხშირად მოისმენთ ასეთ ფრაზებს: "ქალის ადგილი სამზარეულოშია" "ფრთხილად საჭესთან ქალია" და ასევე სხვადასხვა სახის სინონიმების ნერვიულობას სუსტი სქესის წარმომადგენელთა მიმართ. ასევე ხშირია ნაადრევი ქორწინებები მოტაცება საზოგადოება ცდილობს ამ პრობლემის აღმოფხვრას, თუმცა ყოველი მეთერთმეტე მეთორმეტე ქალი ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხდება რაც განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორებით მათ შორის ადრეული ქორწინებით მენტალობით და სხვა. ის მამაკაცები რომლებიც არ იზიარებენ გენდერულ თანასწორობას ამბობენ რომ მამაკაცს არ უნდა ჰყავდეს სწორი რომ იგი უნდა იყოს ერთადერთი და უპირველესი არგუმენტად კი ტრადიციებს და რელიგიას იმიზეზებენ. მოდით გავეცნოთ წმინდა წერილებს პირველ რიგში დავსვათ კითხვა დააყენა ღმერთმა ქალი მამაკაცზე დაბლა? რა თქმა უნდა არა! დაბადების პირველი თავის 27 ე მუხლი გვამცნობს : დაიწყო ღმერთმა კაცად და ქალად შექმნა ადამიანის. შექმნა თავის ანარეკლად ღვთის ანარეკლად. ღმერთმა კაცი და ქალი შექმნა იმ უნარით რომ აერეკლათ მისი თვისებები, მართალია ადამი და ევა ემოციური და ფიზიკური მდგომარეობით ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ, მაგრამ ორივეს ერთი დავალება და ერთნაირი უფლებები მიანიჭა. ევას შექმნამდე ღმერთმა განაცხადა "შევქმნი ადამს დამხმარეს, შემავსებელს" ეს მიანიშნებს იმას თუ არა რომ ქალი თავისი სტატუსით კაცზე დაბლა იქნებოდა? რა თქმა უნდა არა .. მოდით მოვიყვანოთ მაგალითი დაფიქრდით როგორ თანამშრომლობენ ერთმანეთთან ოპერაციის დროს ქირურგი და ანესთეზიოლოგი? ერთი მეორეს გარეშე ვერას გახდებოდა. მართალია, ოპერაციას უშუალოდ ქირურგი უძღვება, მაგრამ აკნინებს ეს ანესთეზიოლოგის როლს? სულაც არა მსგავსად ღმერთმა იმისთვის შექმნა კაცი და ქალი, რომ ერთმანეთი შეევსოთ, ეთანამშრომლათ და არა იმისთვის რომ ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ. მე ვგმობ ქალზე ძალადობას და ვაღიარებ გენდერულ თანასწორობას