როგორები ვართ მე და შენ.

როგორები ვართ მე და შენ.

კითხვა N995409 0 პასუხი ჩვენ , როგორც კი ვიგრძნობთ უპირატესობას მაშინვე გარდავისახებით საკუთარ თავში დარწმუნებულ ადამიანებად. თითქოს მიჩვეულები ვართ მსგავს ყურადღებას და არაფერი გვაკვირვებს. ვაგრძნობინებთ სხვებს, რომ ისინი ჩვენ არ შეგვეფერებიან. რა საზიზღრობაა. რატომ ვართ ასე? რატომაა რომ ყველაფერი რაც გაგვაჩნია ცუდია. ნუთუ ღმერთმა მშვენირების მაგივრად სიმახინჯე შექმნა? მთელი სიცოცხლის განმავლობაში რაღაცას ვესწრაფვით ანგარების, შურის, შურისძიების გამო. ბოლოს ისე მივდივართ ამ ქვეყნიდან არავინ არაფერს გვეკითხება. რა უსუსურები ვართ ყველაფერთან ერთად. ჩვენ არ ვწყვეტთ ვინ გვიყვარდება, ვინ გვძულდება. ჩვენ არ ვწყვეტთ რა გვწამს, რა არ გვწამს. ჩვენ ვართ გარემოს ქმნილებები. ძალიან მეშინია ამ ყველაფრის. მინდა ამაზე არ ვიფიქრო.. მენატრება დრო, როდესაც მსგავსი აზრებისგან დაინტერესებული მორჩილად ვწყვეტდი ფიქრს, რადგან უფროსებისგან ვიცოდი, რომ არ შეიძლებოდა ბევრი ფიქრი ასეთ თემებზე. ის დრო, როცა მწამდა ღმერთის ჩანაფიქრს ჩვენ ვერ ჩავწვდებით მეთქი. მინდა მიყვარდეს ღმერთი, მინდა მწამდეს, მაგრამ აღარ გამომდის. ვაღიარებ მე დავკარგე ის, ბევრი მოვინდომე. შევცდი. მაგრამ ახლა რა ვქნა? მენატრება რწმენა. მენატრება ყველაფრის რომ მჯეროდა რაც კარგი იყო. როდესაც თვალები ფართოდ გავახილე და დავინახე ფერფლად ქცეული დედამიწა, ბოროტებით სავსე ისე შემეშინდა კინაღამ გავაფრინე... მერე იმას მივხვდი მეც რომ დედამიწის ნაწილი ვარ. მეც რომ ადამიანი ვარ. და როგორც არ უნდა მოვინდომო ამ გახრწნილ ხორცის ნაჭერს თავს ვერ დავაღწევ, ვერ მოვიშორებ. ბევრი კარგი რამ არსებობს მართალია... მაგალითად სიყვარული, რომლის უნარიც დავკარგე. დავკარგე, რადგან შემეშინდა. შემეშინდა რომ გულს მატკენდა და აღარ შევიყვარე. ყველაზე მეტად ის მაგიჟებს, რომ ამ ფიქრების, გაგიჟების და გაფრენის მიუხედავად ჩვეულებრივად დავაბიჯებ ქუჩებში, ვიღიმი, ვიცინი. ვუსმენ მუსიკას, ფილმებს ვუყურებ... ვერთობი მეგობრებთან ერთად. მათ არაფერი იციან. კომპლიმენტები, თბილი სიტყვები სევდას იწვევს ჩემში. ვაღიარებ, მეცოდება ჩემი თავი ასეთი განსაცდელისთვის. იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიყავი მზად. მე უბრალოდ არ შემეძლო ამდენის დატევა. არ ვიცოდი თუ აქამდე მიმიყვანა საკუთარი სევდის მალვა. არავის უთქვამს გარდატეხის ასაკში ყველა რომ გრძნობდა სევდას. მე ვმალავდი, გულში ვიმარხავდი. მეგონა ასე უნდა გამეკეთებინა. მაგრამ ემოციები არასდროს ქრება... ოდესღაც თავს იჩენს ოღონდ ბევრად მახინჯი სახით. ჰოდა ასეც მოხდა. თითქოს აღარავინ ვარ. როდესაც ყოველთვის სხვების დახმარებით ვიყავი გართული ახლა აღარაფერი ვარ. ახლა მე მჭირდება ყველასგან დახმარება. მინდა, რომ სამყარო ისევ ფერადად ვიხილო. ბედნიერება ისევ ვიგრძნო... გულით ვიცინო. სიყვარული ჩამეღვაროს სულში... მინდა არავინ მძულდეს. მინდა,რომ ყველა მიყვარდეს. მინდოდა მომეყოლა. თუ კი ვინმემ წაიკითხა ბოდიშს ვიხდი..