• საიტის წესები
    Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ...
    ვრცლად
საიტის წესები

Answers.ge-ზე დარეგისტრირება არის უფასო და ნებაყოფლობითი. თუკი თქვენ დარეგისტრირდებით ამ საიტზე ეს ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მის წესებს და პირობებს.

1. რა უნდა ვიცოდეთ საიტის შესახებ

1. Answers.ge წარმოადგენს კერძო რესურსს, რომელზეც შესვლის ნებართვა თქვენ გეძლევათ სტუმრის რანგში.
2. Answers.ge არის პოსტმოდერირებადი: მომხმარებლებს აქვთ შესაძლებლობა, გამოაქვეყნონ თავიანთი კითხვების ან პასუხები მომენტალურად, მოდერატორის მიერ მათი წინასწარი შემოწმების გარეშე. საიტზე გზავნილების არსებობა ავტომატურად არ გულისხმობს მათ შესაბამობას წესებთან.
3. ყოველი შეტყობინება გამოხატავს მისი ავტორის, და არა საიტის მფლობელთა და ადმინისტრაციის მოსაზრებას.
4. საიტზე წესრიგის არსებობას თვალყურს ადევნებენ მოდერატორები და ადმინისტრატორები, რომლებსაც შეუძლიათ გზავნილების ჩასწორება, წაშლა, მონაწილეთა დაბლოკვა(ბანის დადება) საიტის მოხმარებისგან.
5. არ გამოეხმაუროთ იმ კითხვებს, რომლებიც არ შეესაბამება საიტის წესებს. თუ შენიშნეთ დარღვევა, ჩააყენეთ საქმის კურსში ადმინისტრაცია.
6. ახალი შეკითხვის დამატებისას სათაურში აღნიშნეთ შეკითხვის არსი, ხოლო საკუთრივ შეტყობინებაში კი მიეცით სრული და ვრცელი აღწერილობა.
7. გარკვევით დაასათაურეთ შეკითხვა! მომხმარებელს სრული აღწერის ნახვის გარეშე უნდა შეექმნას წარმოდგენა თუ რას ეხება ეს კითხვა.
8. კითხვის სათაურის და აღწერის გამოქვეყნება შესაძლებელია მხოლოდ ქართული შრიფტით.

2. რისი გაკეთება არ შეიძლება საიტზე

1. საიტზე შესაძლებელია მხოლოდ კითხვების განთავსება! დაუშვებელია ნებისმიერი სხვა შინაარსის მასალის განთავსება (მოწოდება, რჩევა, დარიგება, განცხადება და ა.შ.).
2. ისეთი კითხვების დამატება, რომლებიც უკვე განხილულია საიტზე.
3. შეკითხვის დამატება ერთდროულად რამდენიმე განყოფილებაში.
4. შეკითხვის დამატება, რომლებსაც აქვთ ნაკლებად ინფორმაციული ან ძალიან ზოგადი სათაური, აგრეთვე შეიცავს მინიშნებას, რომ სასწრაფო ხასიათის საკითხია.
5. შეკითხვის დამატება, რომლებიც მიმართულია საიტის ცალკეული მონაწილის ან მონაწილეებისადმი.
6. იკრძალება პასუხის წყაროს ველის სხვა მიზნებისთვის გამოყენება (საკუთარი საიტის რეკლამირება და ა.შ.).
7. იკრძალება ერთ სიტყვიანი, უშინაარსო პასუხების გაცემა - ”კი”, ”არა”, ”ალბათ”, ”არ ვიცი” და ა.შ. 
8. ერთ ჯერზე უნდა დაისვას მხოლოდ ერთი კითხვა. არ შეიძლება რამდენიმე თემატურად განსხვავებული კითხვების გაერთიანება.

3. იკრძალება ისეთი კითხვები, რომლებიც შეიცავენ:

1. ეროვნული, რელიგიური, რასობრივი ან რაიმე სხვა სახის შეუწყნარებლობის ელემენტებს.
2. მიზანმიმართულ ცრუ ინფორმაციას ან ცილისწამებას.
3. პორნოგრაფიული ხასიათის მასალებს, სხვადასხვა საგნების განხილვას ან ძებნას.
4. რეკლამას.
5. სხვადასხვა საგნების ყიდვის, გაყიდვის, გაცვლის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს; ძიებისა და მომსახურების შეთავაზებას.
6. უტაქტო, უცენზურო გამონათქვამებს ან შეურაცხყოფას.
7. ფლეიმს, ფლუდს, ოფტოპიკს, ჩეთს.
8. ღრმად პირადული საკითხების განხილვას.
9. მართლწერის შეცდომების დიდ ოდენობას ან ჟარგონულ სიტყვებს.
10. სმაილაკების ბოროტად გამოყენებას, მათ დიდ რაოდენობას (მიყოლებით სამზე მეტი), დიდი ზომის სურათებს, ოვერქვოთინგს.

პასუხისმგებლობის უარყოფა.

ადმინისტრაცია ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის:

1. თუ თქვენი შეკითხვა დარჩა უპასუხოდ.
2. თუ თქვენს შეკითხვაზე გაიცა არასწორი პასუხი. საიტის ადმინისტრაცია არ არის პასუხისმგებელი იმ პირდაპირ ან ირიბ ზიანზე, რომელიც შეიძლება თქვენ ან თქვენმა საკუთრებამ განიცადოს ზემოთხსენებული მასალების გამოყენების ან გამოუყენებლობის, ხელიდან გაშვებული სარგებელის ან ინფორმაციის დაკარგვის გამო და ა.შ.
3. საიტისა და მასში წარმოდგენელი მასალების ნებისმიერი სახით გამოყენებით, თქვენ მოცემული დოკუმენტის პირობებს იღებთ. თუ თქვენ არ იღებთ მოცემული დოკუმენტის პირობებს, მაშინ თქვენთვის აჯობებს, მყისვე უარი განაცხადოთ საიტისა და მისი მასალების გამოყენებაზე.

ადმინისტრაცია უფლებას იტოვებს ვინმესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს ეს წესები. ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე.

საბოლოო გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მასალის საიტზე განთავსების შესახებ იღებს ადმინისტრაცია.

საიტზე რეგისტრაცია ნიშნავს, რომ თქვენ ეთანხმებით მის წესებსა და პირობებს.

ქულების სისტემა:

17.04.13-დან მოყოლებული საიტზე მოქმედებს ქულების ახალი სისტემა, რაც ითვალისწინებს:

1.1 კითხვის დასმისთვის მომხარებელს ეძლევა 1 ქულა

1.2  პასუხის გაცემისთვის მომხარებელს ეძლევა 1 ქულა

1.3 იმ შემთხვევაში თუ დასმულ კითხვას სხვა მომხმარებელი მონიშნავს "საინტერესოდ" კითხვის დამსმელს ეძლევა 1 ქულა

1.4  იმ შემთხვევაში თუ გაცემულ პასუხს დაალაიქებს სხვა მომხმარებელი, პასუხის გამცემს ეძლევა 1 ქულა.

2.1 იმისთვის რომ არ მოხდეს ახალი სისტემის ბოროტად გამოყენება, კითხვის წაშლის შემთხვევაში (რაც მოხდება წესებთან შეუსაბამისობის დროს) შიგ დაგროვილი ყველა ქულა ავტომატურად იშლება და აკლდება მომხარებელს.

კითხვა მომხმარებელი
Top მომხმარებლები
36 ქულა
16 ქულა
13 ქულა
11 ქულა
8 ქულა
8 ქულა
8 ქულა
7 ქულა
7 ქულა
5 ქულა