კითხვა N10002450 პასუხი1. რის თქმას ცდილობს ტექსტის ავტორი - რა იდეა უნდა დამკვიდრდეს თანამედროვეებში?
2. როგორ დასტურდება დებულება, რომ შუა საუკუნეებში მთავარი რელიგიური იდენტობაა და არა - ვთქვათ, ნაციონალური ან ეთნიკური?
3. როგორ ირკვევა ქართლის პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი, და ხომ არ გეჩვენებათ, რომ ეს გვიანდელი პოზიციის გამოვლინებაა? როდის შეიქმნა ტექსტი?
4. ყველა სადავო საკითხი საღვთო ლეგიტიმაციით წყდება - რას გვეუბნება ტექსტი ამის თაობაზე?
5. ვინ არიან ქართველთა მეოხნი - ვისი მფარველობის იმედი უნდა ჰქონდეთ ქართველებს?
6. როგორ მართლდება ვახტანგის ნაბიჯი, რაც გულისხმობდა მთავარეპისკოპოს მიქაელის გადაყენებას და კათოლიკოსის თანამდებობის შემოღებას?
7. როგორ მტკიცდება ეს დებულება ისტორიულად - რა თანამდებობები დაიკავეს ქართლის ეკლესიის იერარქიაში პეტრემ და სამოელმა?
8. თქვენი აზრით, საღვთო ლეგიტიმაციისათვის რატომ იყენებს შუა საუკუნეების ლიტერატურა მაინცდამაინც სიზმარს?
9. ვის (რის) - რომელ უზენაეს ,,ინსტანციას“ უნდა შეჰფიცოს ვახტანგმა, რომ მის მტრებს დაუღალავად შეებრძოლება?
10. ვინ იგულისხმებიან პასაჟში - ,,ორნი მეფენი - ზეცისა და ქუეყანისანი მოვლენ შენდა?“
და ა.შ.
აი ამ კითხვებზე პასუხი სად შეიძლება ვნახო? :( ფაქტია რომ სიზმარი სადაცაა ის ფრაგმენტი არ მშველის ;(