კითხვა N10002892 პასუხიმოკლედ პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ მირჩიეს ფსიქოლოგის კონსულტაცია თუმცა ახლა არ მაქვს მაგის საშუალება და თუ შეძლებთ რომ ზოგადად მირჩიოთ რამე:(
ჩემი პრობლემა ის არის რომ გამუდმებით ეჭვები და ცუდი წინათგრძნობა მაწუხებს, პირად ურთიერთობაში თითქოს დიდი ლოდია რომელიც არ მაძლევს საშუალებას კარგ რამეზე ვიფიქრო და ყველაფერს ისე შევხედო როგორც არის. მაგალითად თუ მივიღებ შეტყობინებას მისგან და შემდეგ აღარ მპასუხობს მთელი ღამე ვშფოთავ და საშინელი აზრები არ მასვენებს. ეს სერიოზულ პრობლემას მიქმნის, დარწმუნებული ვარ იმაში რომ შეიძლება ამის გაკონტროლება მაგრამ ამ მომენტებში მგონია რომ ის არ ვარ ვინც უნდა ვიყო და არ უნდა ვაზროვნებდე ესე. მეც და შემდეგ ურთიერთობასაც ვვნებ ამით ეს მესმის მაგრამ მართალია თუ ასეთი განწყობით და ფიქრებით ვიქნები შემდეგ მართლა ის მოხდება ურთიერთობაში? ადრეც ვფიქრობდი უარყოფით რაღაცეებზე და ზუსტად ისინი მხვდებოდა ხოლმე წინ. ბოლოს ის მოხდა ურთიერთობაში რომ ოჯახთან ჩხუბის გამო მიდიოდა საქართველოდან თუმცა მე შემთხვევით დავურეკე და გადავაფიქრებინე, მეორე დღეს ამეკვიატა აზრი რომ მე რომ არ დამერეკა არც გავახსენდებოდი და თავს ვიტყუებ ყველაფერში სულელი ვარ თქო, ამან იმოქმედა სხვისმა უარყოფითმა რჩევებმაც რომლებიც არ იცნობენ ჩემს შეყვარებულს და საბოლოოჯამში მოუსვენრად ვარ თითქოს ისიც ისეთი მატყუარაა როგორც სხვები და უბრლოდ გთხოვთ როგორ დავინახო ყველაფერი ისე როოგრც არის? აარმინდა მეჩვენებოდეს რომ ჩემი ეჭვების გამო ისიც იმას მეუბნება რისი მოსმენაც მინდა რომ ''გავჩუმდე''.