კითხვა N10005881 პასუხი#1 ვაშლს მეორე სართულზე უფრო მეტი ენერგია აქვს თუ მესამეზე? პასუხი დაასაბუთეთ.
#2 რა მანძილზე გადააადგილებს 15ნ ძალა, თუ იგი 450ჯ მუშაობას ასრულებს?
#3 7მ სიმაღლეზე აწეულია 3,5კგ მასის ტვირთი, რისი ტოლია ტვირთის პოტენციური ენერგია?
#4 მტვერსასრუტის ძრავა ავითარებს 1200ვტ სიმძლავრეს, რა ძალა მოქმედებს ფრთოვანებზე, თუ ისინი 60მ/წმ სიჩქარით ბრუნავენ?
#5 რა კინეტიკური ენერგია ექნება 0,5ტ მასის ავტომობილს, თუ იგი 25მ/წმ სიჩქარით მოძრაობს?
#6 როდის უფრო მეტ სიმძლავრეს ავითარებს ადამიანი, მესამე სართულზე ასვლისას თუ არბენისას?
#7 8მ სიმაღლიდან ჩამოაგდეს 10კგ მასის ბლოკი, რა სიჩქარით დაეცემა იგი მიწაზე ?
#8 რა მოუვა კინეტიკურ ენერგიას თუ სხეულის სიჩქარე შემცირდება 2-ჯერ? პასუხი დაასაბუთეთ.
#9 როგორი პოტენციური ენერგიები აქვთ m მასის სხეულს 2ჩ სიმაღლეზე და 2m მასის სხეულს ჩ სიმაღლეზე?